MetaBrewSociety: სამუდამო კრაფტ ლუდი მეტალუდსახარშისგან

ფოტო - MetaBrewSociety: სამუდამო კრაფტ ლუდი მეტალუდსახარშისგან
მეტავერსებში შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ მარნები, ფეშენ ბუტიკები, რესტორნები და ქორწინების სახლები. აქ მოიძებნება ადგილი კრატფ ლუდსახარშებისთვისაც, რომლებიც ბირგიკებს ორიგინალურ ლუდსა და მის შესაძენად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.
MetaBrewSociety არის მეტალუდსახარში, რომელიც შექმნილია მეგობრების, კარგი ლუდის, Web3-ისა და NFT-ების ფანების მიერ. 2022 წლის აპრილში დაწყებულმა პროექტმა უკვე შეიძინა უამრავი თაყვანისმცემელი და მხარდაჭერა კერძო ინვესტორების მხრიდან, რომლებიც მიზანმიმართულ გუნდს ბავარიაში ისტორიული ლუდსახარშის შეძენაში დაეხმარნენ.
ციფრული ლუდსახარში MetaBrewSociety წყარო: twitter.com/metabrewsociety

ციფრული ლუდსახარში MetaBrewSociety წყარო: twitter.com/metabrewsociety

Web3-ლუდსახარში: მისია, უპირატესობები, ხარვეზები

MetaBrewSociety-ის დამფუძნებლები წყარო: metabrewsociety.com

MetaBrewSociety-ის დამფუძნებლები წყარო: metabrewsociety.com

ციფრული ლუდსახარშის შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებმაც წარმატებას კოორდინირებული მუშაობისა და საერთო ოცნების რეალიზების წყალობით მიაღწიეს:

  • ჰოლგერი - CEO, მეწარმე და კრეატიული პიონერი, რომელიც ნაცნობ დარგებში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებას ახდენს;
  • შანტალი - დიზაინერი, NFT მხატვარი, Brand Design Studio-ს დამფუძნებელი, ბრენდინგის სპეციალისტი;
  • მარკუსი - მელუდე;
  • ტიმი - მეწარმე, მარკეტოლოგი;
  • ჯონი - ტექნიკური სტრატეგი, ლუდის მომზადების გამოცდილებით;
  • ენდი - მეწარმე, სმარტ კონტრაქტის დეველოპერი.

ფიზიკური ლუდსახარში MetaBrewSociety ბავარიაში მდებარეობს. ის უკვე 600 წელია მუშაობს. მას შემდეგ, რაც ლუდსახარში პროექტის ძირითადი ლოკაცია გახდა, მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია განხორციელდა. განახლების შედეგად, კრაფტ ლუდი იხარშება და ბოთლებში ისხმება  ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. 
ციფრული ლუდსახარშის, MetaBrewSociety-ს კრაფტ ლუდი წყარო: twitter.com/metabrewsociety

ციფრული ლუდსახარშის, MetaBrewSociety-ს კრაფტ ლუდი წყარო: twitter.com/metabrewsociety

გაუმჯობესებული სახარში საამქროს გარდა, ლუდსახარშის ტერიტორიაზე თანამედროვე საცავი ნაგებობები მდებარეობს. საცავში დამონტაჟებულია კომბინირებულ ავზები ფერმენტაციისა და შენახვისთვის, საფუარისა და წნევის ავზები, ასევე შესანახი რეზერვუარები.

ლუდსახარშს გააჩნია ჩამოსხმის მძლავრი სისტემა, რომელსაც საათში სხვადასხვა ფორმის 10000-მდე ქილისა და ბოთლის ავსება შეუძლია. ამის წყალობით, შესაძლებელია არა მხოლოდ 40 ქვეყნის რამდენიმე ათასი საცალო მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ შეკვეთების მიღება ლუდის კონტრაქტული ხარშვისთვისაც.

ამჟამად MetaBrewSociety გთავაზობთ ორი სახის კრაფტ ლუდს:

  • Helles Vollbier - ტრადიციული ბავარიული ლაგერი, რომელიც შესანიშნავად უხდება ნებისმიერ საჭმელს. მას აქვს გამაგრილებელი გემო რბილი სვიისა და ალაოს ნოტებით. ერთი ქილის ღირებულებაა 1,59 ევრო, ხოლო 40 ცალიანი ყუთის - 63,60 ევრო, გადასახადების ჩათვლით;

  • Märzen Lager - მარტის საფესტივალო ლაგერი, რომელიც დამზადებულია საუკუნოვანი ოჯახური რეცეპტით. ქარვისფერი სავსე ლუდი, გაჯერებული ალაოსა და კარამელის არომატით. რეკომენდებულია ცხარე და შემწვარ კერძებთან შეხამება. ერთი ქილის ღირებულებაა 1,79 ევრო, 40 ცალიანი ყუთის - 71,60 ევრო, გადასახადების ჩათვლით.
MetaBrewSociety-ის კრაფტ ლუდი: Helles Vollbier და Märzen Lager წყარო: metabrewsociety.com

იყიდე NFT – მიიღე უფასო ლუდი

MetaBrewSociety-ის NFT-ების უპირატესობები წყარო: twitter.com/metabrewsociety

MetaBrewSociety-ის NFT-ების უპირატესობები წყარო: twitter.com/metabrewsociety

2022 წლის სექტემბერში MetaBrewSociety-მ გასაყიდად გამოიტანა NFT-ები, რომლებსაც კომპანიამ სიამოვნების ციფრული სერტიფიკატები უწოდა. ჯამში გაიყიდა 1300 გენეზისური სერტიფიკატი, რომელთაგან თითოს ღირებულებამ დაახლოებით €1000 შეადგინა. შედეგად ლუდსახარში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გერმანულ NFT პროექტად იქცა, MetaBrewSociety-ის კოლექცია Genesis Certificate-ის მინთი სამუდამოდ შეწყდა 2023 წლის 27 მარტს, მაგრამ მომხმარებლებს ამ NFT-ების შეძენა მეორად ბაზრებზე ჯერ კიდევ შეუძლიათ. მაგალითად, OpenSea-ზე მათი ღირებულება 0.65-დან 1.2 ETH-მდე მერყეობს. 

გენეზისური სერტიფიკატები თავიანთ მფლობელებს წელიწადში MetaBrewSociety-ის 240 ქილა კრაფტ ლუდის მიღებას ჰპირდება, თანაც უფასო მიწოდებით. კვარტალში ერთხელ, გენეზისური სერტიფიკატის თითოეულ მფლობელს NFT ეგზავნება. შესაძლებელია მისი გადაცვლა 60 ქილა ლუდში და უფასო მიწოდების გაფორმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. NFT-ის საგარანტიო ვადა სამ წელს შეადგენს, თუმცა მელუდეები ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანია, რომ თქვენ ლუდი სიცოცხლის ბოლომდე მიიღოთ.
MetaBrewSociety-ის NFT კოლექცია Genesis Certificate Источник: opensea.io/collection/metabrewsociety-genesis-certificate

MetaBrewSociety-ის NFT კოლექცია Genesis Certificate Источник: opensea.io/collection/metabrewsociety-genesis-certificate

ჯერ კიდევ ღიაა MetaBrewSociety GoldPass NFT-ის მეორე ზარაფხანა. ელიტური საშვები მფლობელებს სამუდამოდ ჰპირდება წელიწადში 2400 ქილა ლუდს, რომლებსაც ინდივიდუალური ლოგოთი და ავატარებით მორთული უნიკალური ეტიკეტები ამშვენებს. გარდა ამისა, მფლობელები მიიღებენ ლუდსახარშის ფესტივალის 10 ბილეთსა და სხვა პრივილეგიებს.
კრაფტ ლუდის გაგზავნა MetaBrewSociety-ის NFT-ების მფლობელებისთვის  წყარო: twitter.com/metabrewsociety