Midnight - Cardano-ზე კონფიდენციალურობის დაცვის ახალი პროტოკოლი

ფოტო - Midnight - Cardano-ზე კონფიდენციალურობის დაცვის ახალი პროტოკოლი
პერსონალური მონაცემების დაცვა დიდი ხანია კრიპტო საზოგადოებაში საკამათო თემაა. Midnight პროტოკოლი, რომელიც მუშაობს Cardano-ზე, შექმნის ონლაინ ურთიერთქმედების ახალ პირობებს. მას შეუძლია მისცეს წვდომა მარეგულირებელ ორგანოებს, მომხმარებლების კონფიდენციალურობის შენარჩუნებით.
Web2-ის შემოსვლით შეიქმნა სოციალური ქსელების შექმნის შესაძლებლობა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად კომუნიკაცია და ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთთან. მაგრამ ეს პლატფორმები ეკუთვნის ცენტრალიზებულ კომპანიებს, რის გამოც მომხმარებლებს შეიძლება დაუწესდეს  შეზღუდვები, ან მათზე განხორციელდეს თვალთვალი, ხოლო კონფიდენციალური ინფორმაცია და პირადი მონაცემებმა, შესაძლოა  ქსელშიც გაჟონოს. Web3-ს ძალუძს,მომხმარებელთა მონაცემებზე ცენზურის ან კონტროლის გარეშე გარემოს  შექმნა. მაგრამ დეცენტრალიზებული პროექტების რეალიზება, ან ძალიან ბევრ ინფორმაციას აჩენს მომხმარებლების შესახებ, ან ზედმეტად  ჩაკეტილ სისტემას ქმნის.

დილემა ისაა, რომ ინტერნეტში კრიპტოვალუტის გამოყენებით ანგარიშსწორებისას მომხმარებლებს შეუძლიათ  შეინარჩუნონ ანონიმურობა და საკუთარი პერსონალური მონაცემები არ გასცენ მესამე პირებზე. მაგრამ მეორეს მხრივ, რაც უფრო ანონიმურია ციფრული პროცესი, მით უფრო უარყოფითად აფასებენ მას მარეგულირებლები, რადგან ის კონტროლს ვერ ექვემდებარება. ამ დილემის გადასაჭრელად IOG მუშაობს ახალი პლატფორმის შექმნაზე სახელად Midnight.

 Midnight არის ბლოკჩეინი, რომელიც ხელს უწყობს როგორც პირადი, ასევე კომერციული კონფიდენციალური მონაცემების დაცვას. ეს იქნება პრინციპულად ახალი გადაწყვეტილება ონლაინ-ურთიერთქმედებისას: მომხმარებლებს შეეძლებათ თავად გადაწყვიტონ, თუ რა ინფორმაციის გამჟღავნება  სურთ.

Midnight იმუშავებს, როგორც Cardano -ს ბლოკჩეინის  sidechain-ი  და  მემკვიდრეობით  მის უსაფრთხოებას და დეცენტრალიზაციას მიიღებს.  ეს მნიშვნელოვნად გააფართოვებს Cardano -ს  სარგებლიანობას, რადგან შესაძლებელი გახდება დიდი ქსელის შექმნა უსაფრთხო მონაცემებით.

პლატფორმის მეშვეობით კომერციულ კომპანიებს შეეძლებათ ერთმანეთთან, კრიტიკული ინფორმაციის  უშუალოდ  გაცვლა. მაგალითად, მათ შეეძლებათ ფინანსური მონაცემების  კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე გადაცემა, ამასთან, არც ინფორმაციის გაჟონვის შიში ექნებათ. ხოლო კერძო მომხმარებლებს შეეძლებათ საკუთარი პერსონალური მონაცემები ინტერნეტში  უსაფრთხოდ  გააზიარონ  და არ შეეშინდეთ მათი ბოროტად გამოყენების.

Midnight ეს  დეველოპერებს მისცემს საშუალებას შექმნან სმარტ-კონტრაქტები უფრო მარტივად, ვიდრე ოდესმე.ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, Typescript-ით დაწყებული, პროგრამირების  სხვადასხვა პოპულარული  ენების გამოიყენება.

ჩარლზ ჰოსკინსონმა, Cardano-ს დამფუძნებელმა, განმარტა, რაში მდებარეობს   კონფიდენციალურობის შესახებ კანონისა და ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ კანონის ერთდროული არსებობის პარადოქსული პრობლემის არსი:
ყოველთვის, როდესაც ბიზნესს ეწევით,, მარეგულირებლები, გარკვეული პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვენ. და მეორეს მხრივ, არსებობს კონფიდენციალურობის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ის საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. პრობლემა ის არის, რომ თუ თქვენ შეეცდებით მონაცემების გამოაშკარავებას ბლოკჩეინის გარემოში, პერსონალური ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება საჯარო.
Midnight ამ პრობლემას რამდენიმე ახალი ფუნქციით აგვარებს. მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება კერძო სმარტ-კონტრაქტები, რომლებიც მარეგულირებელი ნორმების დაცვაში დაგეხმარებათ. კიდევ ერთი თვისება იქნება ის, რომ ბლოკჩეინი, ნულოვანი გასაჯაროების მტკიცებულებაზეა დაფუძნებული. ეს არის ტრანზაქციების დაშიფვრის და გადამოწმების ფორმა, რომელიც ერთ მხარეს საშუალებას აძლევს  დაარწმუნოს მეორე მხარე, რომ  ის  ინფორმაციას, მონაცემების გასაჯაროების  აუცილებლობის გარეშე  ფლობს.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად:

წარმოიდგინეთ გამოქვაბული, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი, მაგრამ შემდეგ ის იყოფა ორ ბილიკად: A და B. ეს ორი გზა ერთმანეთთან დაკავშირებულია კარით, რომელიც დახურულია კოდური ფრაზით. ბობს სურს შეამოწმოს, იცის თუ არა ელისმა კარის კოდი. მაგრამ ელისს,  კოდის  თავად ბობისთვის თქმა არ სურს.

ამისათვის ისინი ატარებენ შემოწმებას: ბობი გამოქვაბულის გარეთ დგას, ელისი კი შიგნით შედის და ორიდან ერთ-ერთ ბილიკს მიჰყვება, მაგრამ რომელს - ბობმა არ იცის. შემდეგ, ბობი ელისს სთხოვს დაბრუნდეს შემთხვევით არჩეული ერთ-ერთი გზის გავლით. მაშ ასე, თუ ელისი შევიდა A გზით  და ბობმა  კი B გზით გამოსვლა სთხოვა, ელისმა უნდა გახსნას კარი კოდური ფრაზით. ამგვარად, ის დაამტკიცებს, რომ მას ფლობს, ისე, რომ თავად ფრაზას არ გაამჟღავნებს.  

მარტივად რომ ვთქვათ, პლატფორმას შეუძლია მარეგულირებელ ორგანოებს მისცეს წვდომა, ხოლო  ამასთან,  მომხმარებლის კონფიდენციალურობაც შეინარჩუნოს.

ამჟამად Midnight-ი განვითარების პროცესშია. აღსანიშნავია, რომ ახალ ბლოკჩეინს ექნება საკუთარი უსაფრთხოების ტოკენი DUST-ი, ხოლო ანონიმური სმარტ-კონტრაქტების საშუალებით, კონფიდენციალურობის დონე გადაეცემა მომხმარებელს. ჩარლზ ჰოსკინსონის თქმით, Midnight-ი შეცვლის არსებულ კონფიდენციალურ მონეტებს, როგორიცაა Zcash და Monero.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ Midnight-ი,უსაფრთხო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით Cardano-ს გლობალური მიზნის ძირითადი ნაწილია. ეს პროტოკოლი მიზნად ისახავს კრიპტო-საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარებას, რომელიც ბევრ მომხმარებელს აწუხებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დეველოპერები თავიანთ ფილოსოფიისა და ღირებულებების ერთგულები რჩებიან: პროდუქტი შექმნან ადამიანებისთვის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.
Midnight - განკუთვნილია დეველოპერებისთვის, შექმნილია კაცობრიობისთვის