ყველაზე მსუბუქი ბლოკჩეინის, Mina Protocol-ის (MINA) მიმოხილვა

ფოტო - ყველაზე მსუბუქი ბლოკჩეინის, Mina Protocol-ის (MINA) მიმოხილვა
Mina Protocol არის ბლოკჩეინი, რომელიც ორიენტირებულია კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე
Mina Protocol ყველაზე მსუბუქი არსებული ბლოკჩეინია, რომელიც იყენებს ნულოვანი ცოდნის (zk) ტექნოლოგიას. Mina ინარჩუნებს მუდმივ ზომას - მხოლოდ 22 KB. ეს ზომა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სწრაფად მიიღონ უშუალო წვდომა ბლოკჩეინზე მათი სმარტფონებიდან, ან ნებისმიერი სხვა ქსელიდან.
წყარო: Mina Protocol

წყარო: Mina Protocol

საინვესტიციო რაუნდები

6 საინვესტიციო რაუნდის განმავლობაში Mina Protocol-მა $136 მილიონზე მეტის მოზიდვა შეძლო. ინვესტორთა შორის იყვნენ Three Arrows Capital, Amber Group და Circle Ventures. 2022 წლის მაისში, დაფინანსების ბოლო რაუნდის შედეგად, პროექტმა $92 მილიონის მოზიდვა შეძლო.
წყარო: Crunchbase

წყარო: Crunchbase

Coinlist-ზე ჩატარებული ІСО

მონეტების თავდაპირველი მიწოდება 2021 წლის 13 მაისს, 0,25 დოლარად შედგა, შემდეგ მონეტები $18.75 მილიონად  გაიყიდა. სტატიის მომზადების მომენტში მონეტის ფასმა მიაღწია $0.97-ს (ფასის ისტორიული მაქსიმუმი ტოკენზე $7.90). კრიპტოვალუტების რეიტინგში Mina 62-ე ადგილზეა, $826-ის ოდენობის კაპიტალიზაციით.
წყარო coingecko.com

წყარო coingecko.com

Mina Protocol-ის თავისებურებები

ბლოკჩეინის ზომა მხოლოდ 22 კილობაიტია
 
ბლოკჩეინები, როგორიცაა Bitcoin და Ethereum, დროთა განმავლობაში მონაცემებს აგროვებენ და ასობით გიგაბაიტის ზომას აღწევენ. შემდეგ მათი ბლოკჩეინები ზომაში ზრდას გააგრძელებენ.
 
Mina-მ მოახერხა საკუთარი შემსუბუქებული ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ე.წ. „მუდმივი ზომის დადასტურებას“ ეფუძნება. ამ ტექნოლოგიის საშუალებით თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბლოკჩეინის კომპაქტურობა, რაც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ კომპანიის მთავარი ხედვის რეალიზაციის - გლობალური გადახდის სისტემის შექმნის იმედი.
 
Mina ბლოკჩეინის ზომა, რაც არ უნდა აქტიურად იყოს ის  გამოყენებული, ყოველთვის ერთნაირი რჩება - 22 კილობაიტი. ეს ნიშნავს, რომ ქსელის ყოველთვის სწრაფად არის სინქრონიზებული, ყველა ტრანზაქცია კი - ვერიფიცირებული.
წყარო: Mina Protocol

წყარო: Mina Protocol

Mina-ს სმარტ კონტრაქტები

Mina იყენებს ნულოვანი ცოდნის მქონე სმარტ კონტრაქტებს, სახელწოდებით zkApps. ZkApps უზრუნველყოფს მძლავრ უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა შეუზღუდავი გამოთვლა ქსელის მიღმა, პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, სმარტ კონტრაქტების TypeScript-ზე დაწერის შესაძლებლობა და ა.შ. Mina-ს სმარტ კონტრაქტები დეველოპერებს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) შექმნის საშუალებას აძლევს.

Mina-ს Zk-SNARKs

მოძველებული ბლოკჩეინები, როგორიცაა Bitcoin ან Dogecoin,  მუდმივად მზარდი ზომის გამო, მთელი ჯაჭვის შემოწმების ხანგრძლივი ლოდინის პრობლემას აწყდებიან. თუმცა, Mina-ს შემთხვევაში, მონაწილეებს შეეძლებათ სრულად გადაამოწმონ ქსელი და ტრანზაქციები მათი ჩვეულებრივი მოწყობილობებიდან,  ნულოვანი ცოდნის რეკურსიული დადასტურების, ან zk-SNARK-ების გამოყენებით.
 
zk-SNARK ხსნის ბლოკჩეინის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა კონფიდენციალური მონაცემები, საკრედიტო რეიტინგი, სახლის მისამართი, სამედიცინო ინფორმაცია და სხვა.
 
ზოგიერთი zk-SNARK, მაგალითად Pickles, რომელიც Mina-ში გამოიყენება, მხარს უჭერს რეკურსიის კონცეფციას - როდესაც დადასტურება საკუთარ თავს ეყრდნობა და ამასთან, ჩეინის ზომა არ იზრდება, რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ეს. სწორედ ეს რეკურსია, ან გამოსახულება გამოსახულებაში ეხმარება Mina-ს ბლოკჩეინს, დარჩეს პატარა და მსუბუქი.
რეკურსიის ტექნოლოგიის კონცეფცია. Mina Protocol

რეკურსიის ტექნოლოგიის კონცეფცია. Mina Protocol

ნულოვანი ცოდნის დადასტურების ტექნოლოგიის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის ნახვა ჩვენს სტატიაშია შესაძლებელი.

როგორ მუშაობს Mina Protocol-ის კონსენსუსი?

Mina-ს ქსელი დაცულია კონსენსუსით Proof-of-Stake (PoS), სახელწოდებით Ouroboros Samisika.
 
Cardano-ს Ouroboros-ზე დაფუძნებული Ouroboros Samisika არის კონსენსუსის მექანიზმი PoS, რომელიც მოითხოვს გაცილებით ნაკლებ გამოთვლით სიმძლავრეს, ვიდრე Bitcoin-ის პროტოკოლი Proof-of-Work ("PoW").
 
ამ კონსენსუსის მოდელით,  კონსენსუსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ძვირადღირებული და ენერგომოცულობითი მაინინგ აღჭურვილობა. თუკი უბრალოდ საფულეში MINA გვაქვს, შეგვიძლია ან დამოუკიდებელი სტეიკინგი, თუ ამოქმედებული გვაქვს ნოდი, რომელიც აწარმოებს ბლოკებს, ან მისი დელეგირება სხვა კვანძზე.