ანონიმური კრიპტოვალუტის Monero-ს (XMR) მიმოხილვა

icon XMR
ფოტო - ანონიმური კრიპტოვალუტის Monero-ს (XMR) მიმოხილვა
Monero უკვე მრავალი წელია არის ბაზარზე № 1 ანონიმური კრიპტოვალუტა და ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი სწრაფი კერძო р2р-გადარიცხვებისთვის, სადაც ინფორმაცია გამგზავნის, მიმღების და ტრანზაქციის ოდენობის შესახებ ფარულია.
ბევრი ადამიანი კვლავ ურევს ერთმანეთში ანონიმურობასა და კონფიდენციალურობას. ერთი მხრივ, არავინ აიძულებს საფულის მომხმარებლებს, რომ ბლოკჩეინში პერსონალური მონაცემები მიუთითოს (სახელი, გვარი, ID-ის ნომერი, მართვის მოწმობა და ა.შ.,  ამიტომ ერთადერთი რეკვიზიტი, რომელიც  იქ ფიგურირებს,  არის საჯარო გასაღები (იგივე საფულის მისამართი).  მეორე მხრივ, საჯარო ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული და ყველასთვის ღია საბუღალტრო  წიგნი, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია ნახოს ტრანზაქციები ქსელის შექმნის მომენტიდან (პირველი ბლოკის ფორმირება). კრიპტოაქტივების მფლობელებისთვის ანონიმურობის ფაქტორი მხოლოდ იმაშია შენარჩუნებული, რომ რთულია საფულის მისამართის  კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირება. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნებისმიერი მისამართი აჩვენებს კონკრეტული საფულის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების მთელ ისტორიას. ამისათვის საკმარისია შექმნათ საძიებო მოთხოვნა მის მისამართზე ნებისმიერი შესაფერისი ბლოკჩეინ-ექსპლორერის გამოყენებით.

ამრიგად, თითქმის ყველა გამგზავნის ან მიმღების დეანონიმიზაცია სავსებით შესაძლებელია. ამისათვის თქვენ უნდა დააკავშიროთ გარკვეული ტრანზაქციები კონკრეტულ მისამართთან, იქნება ეს ბიტკოინი თუ ეთერიუმი. გარკვეულ ვითარებაში, შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირებაც კი, თუ კრიპტოაქტივების მფლობელი საჯაროდ ადასტურებს გარკვეული საფულის მისამართს ან აქვეყნებს მას სოციალურ ქსელებში ან ფორუმებზე. ამრიგად, ბლოკჩეინში პრივატულობა დაცულია, ხოლო ანონიმურობა 100%-ით - არა.

Monero (XMR) სწორედ ის პროექტია, რომელმაც კრიპტოაქტივების  დეველოპერების უმეტესობის დასანანი ხარვეზი გამოასწორა. ეს მონეტა არის ერთ-ერთი მცირეთაგანი  ბაზარზე, რომელიც სთავაზობს სრულ ანონიმურობას ნებისმიერი XMR საფულის მფლობელისთვის (კასტოდიალური ან არაკასტოდიალური), ასევე გადარიცხვების კონფიდენციალურობას.

Monero-ს შექმნა

Monero 2014 წლის აპრილში შეიქმნა, როგორც Bytecoin-ის ფორკი (არ უნდა აგვერიოს Bitcoin-ში). ბირჟებზე პირველი ლისტინგი უკვე 2015 წელს ჩატარდა.

ცნობილია, რომ Monero-ს მთავარი დეველოპერი არის Bitcointalk კრიპტელების ფორუმის წევრი, მეტსახელით thankful_for_today (ითარგმნება როგორც მადლობა დღევანდელი დღისთვის). იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა, ფსევდონიმით Satoshi Nakamoto, ჯერ არ არის დადგენილი, კონსპირაციის ეს მეთოდი გასაგებია და, სავარაუდოდ, მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ანონიმურ მონეტას ეხება.

კრიპტოვალუტა Monero-ს აქვს ღია საწყისი კოდი, რომელიც განთავსებულია GitHub-ზე. მთელი ამ ხნის  განმავლობაში, 500-ზე მეტმა პროგრამისტმა მთელი მსოფლიოდან მიიღო მონაწილეობა კოდის დაწერასა და გაუმჯობესებაში. Monero-ს განვითარებისა და განახლებების განსახორციელებლად შეიქმნა სპეციალური კვლევითი ლაბორატორია Monero Research Lab (MRL), რომელიც საშუალებას აძლევს კრიპტოსაზოგადოების თითოეულ წევრს შეიტანოს თავისი წინადადება ან შეუერთდეს სამუშაო ჯგუფებს. Monero-ს საკვანძო დეველოპერებმა შექმნეს ცალკე სამუშაო ჯგუფი (Core team), რომელშიც გაწევრიანება  შესაძლებელია მხოლოდ ერთ-ერთი მოქმედი წევრის რეკომენდაციით ან მოწვევით. საინტერესო ფაქტია, რომ ამ ჯგუფს არასოდეს მიუღია ფინანსური მხარდაჭერა გარედან, არცერთი დაინტერესებული პირისგან ან კომპანიისგან. დეველოპერები არიან იდეოლოგიური კრიპტომაქსიმალისტები და დეცენტრალიზაციის, ასევე, კონფიდენციალური გადარიცხვების მომხრეები. უპირველეს ყოვლისა, ისინი მოტივირებულები არიან მსოფლიოში ყველაზე ანონიმური კრიპტოვალუტის პროექტის შემდგომი განვითარების სურვილით, რაშიც თითოეულმა მათგანმა პირადი წვლილი შეიტანა.

Monero-ს ანონიმურობის ტექნოლოგია

მონეტა შეიქმნა CryptoNote-ის და CryptoNight-ის (მაინინგის ალგორითმი) პროტოკოლების გამოყენებით. მოგვიანებით, 2019 წელს, CryptoNight უფრო მოწინავე RandomX-ით შეიცვალა. ანონიმურობის ტექნოლოგია რამდენიმე კომპონენტზეა დაფუძნებული.

პირველი, ეს არის რგოლური ხელმოწერის მექანიზმი. საფულის მფლობელის ხელმოწერაზე დართულია კიდევ 10, რომელიც შემთხვევითი პრინციპით არის შერჩეული  და მიქსირებული  დაშიფრვის ალგორითმების გამოყენებით. პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ მოაწერა ხელი ტრანზაქციას. 2022 წლის აგვისტოში ქსელის განახლების შედეგად, რგოლური ხელმოწერის მონაწილეთა რაოდენობა 11-დან 16-მდე გაიზარდა. ამან ტრანზაქციების გაკონტროლება კიდევ უფრო გაართულა.

მეორეც, ეს არის RingCT მექანიზმი, რომელიც 2017 წელს ანონიმურობის დონის ასამაღლებლად დაემატა. სპეციალური ალგორითმის მიხედვით, თითოეული ტრანზაქცია იყოფა რამდენიმე მცირედ, რომლებიც ინარჩუნებენ ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირს და „ერთად იკრიბებიან“ მხოლოდ გადარიცხვის მიმღების გასაღებით გაშიფრვის შემდეგ. შედეგად, ბალანსი იზრდება გამგზავნის მიერ გადარიცხული XMR მონეტების მთლიანი რაოდენობით. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ თანხები, გამგზავნისა და მიმღების მისამართები, ასევე ტრანზაქციების დანიშნულება დამალოთ.

მესამე, ეს არის თითოეული ტრანზაქციისთვის უნიკალური ერთჯერადი მისამართების გენერირების მექანიზმი, რომელსაც ეწოდება Stealth Address. ეს  მომხმარებლებისთვის შეუმჩნევლად ხდება. Monero ბლოკჩეინი ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს დინამიურ მისამართებს, ხოლო საფულის სტატიკური მისამართები უცვლელი რჩება.

სამივე ანონიმურობის მექანიზმის ერთდროულად ამოქმედებით ხდება XMR გადარიცხვების მაქსიმალური კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მონეტების გამგზავნისა და მიმღების მისამართების, გადარიცხვების რაოდენობისა და მათი დანიშნულების ფარულობას. ეს ყველაფერი კრიპტოვალუტა Monero-ს გამოყენებით შესრულებულ  ოპერაციებში მონაწილეთა იდენტიფიცირებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ბლოკჩეინი Monero და მაინინგი

მაინინგ-პროტოკოლი RandomX არის Proof-of-Work (PoW) კონსენსუსის ალგორითმის ვერსია, რომლის დანერგვამ ინდუსტრიული მაინინგი ASIC მოწყობილობებზე არარენტაბელური  გახადა. Monero-ს მონეტის მაინინგი, უმჯობესია, ხდებოდეს  CPU-ზე (პროცესორებზე) ან GPU-ზე (გრაფიკულ ბარათებზე) "Solo"-ს რეჟიმში, ან ერთ-ერთ ისეთ პულზე მიერთებით, როგორიცაა Monero Pool, Nano Pool და ა.შ.

მაინინგის მომგებიანობისა და რენტაბელურობის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კალკულატორები, როგორიცაა CryptoCalc, MinerStat, Red-miner. პარამეტრების დაყენებით და შეცვლით, როგორიცაა ჰეშრეიტი, პულის საკომისიო, ელექტროენერგიის საფასური, მაინინგის სირთულე და ა.შ. შეგიძლიათ გამოთვალოთ სავარაუდო მოგება საათში, დღეში, თვეში ან წელიწადში.

ქსელში ბლოკები იქმნება ყოველ ორ წუთში ერთხელ. ახლა მოპოვებულია 18.2 მილიონზე მეტი XMR. ემისიის ლიმიტი არ არსებობს. კრიპტოვალუტა Monero საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Coinmarketcap-ის რეიტინგში 26-ე ადგილზეა, რაც $3 მილიარდზე მეტს შეადგენს. ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობა  100 მილიონ დოლარს აღემატება.

Monero-ს ROI 6700%-ზე მეტია, რის გამოც ეს კრიპტოაქტივი  საინვესტიციოდ მიმზიდველად მიიჩნევა, მისი უნიკალური კონკურენტული უპირატესობის გათვალისწინებით - სრული ანონიმურობა და ბაზრის ლიდერის პოზიცია ყველა კერძო მონეტას შორის.

მილიონობით საცალო ინვესტორის გარდა, XMR აქტივი ისეთი  ცნობილი ვენჩურული ფონდების საინვესტიციო პორტფელებში ინახება, როგორებიცაა Galaxy Digital, Electric Capital, BoostVC და ა.შ.

სად შეიძლება Monero-ს შეძენა და შენახვა

კრიპტოვალუტა XMR ბევრ მსხვილ CEX ბირჟაზეა წარმოდგენილი, როგორიცაა Binance, OKX, WhiteBIT, HitBTC, Kraken, Kucoin და ა.შ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ და გაცვალოთ Monero დიდი რაოდენობით p2p და DEX ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა SiennaSwap, 4swap, Bisq, Local Monero, Hodl Hodl და ა.შ., ასევე ვირტუალური აქტივების გაცვლის მრავალი პუნქტის მეშვეობით.

Monero ყველაზე ძვირი 2021 წლის მაისში იყო. მაშინ მონეტის ისტორიულად რეკორდულმა ღირებულებამ (ATH) $518 შეადგინა. ახლა XMR-ის ფასი მერყეობს 160-187 დოლარს შორის ხანგრძლივი დათვური ბაზრის გამო. სწორედ ამიტომ, ხარული ტრენდის დაბრუნების შემთხვევაში, რაც შეიძლება საკმაოდ  მალე მოხდეს, ზრდის პერსპექტივები კოლოსალურია. 

უნდა აღინიშნოს, რომ მონეტის ღირებულებაზე გავლენას რეგულატორები ახდენენ. მარეგულირებელი ორგანოების მიერ ანონიმურ აქტივებზე FUD-შეტევის ყოველი მომდევნო ტალღის შემდეგ, Monero-ს ფასი შეიძლება მცირდებოდეს. ზოგიერთმა მსხვილმა CEX ბირჟამ, როგორიცაა Huobi, გადაწყვიტა არ შეექმნა ზედმეტი პრობლემები მარეგულირებლებთან და მონეტა ლისტინგიდან ამოიღო. რას იზამ, მათ უბრალოდ დაკარგეს ინვესტორების და ტრეიდერების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებმაც XMR  სხვა სავაჭრო პლატფორმებზე ან არაკასტოდიალურ საფულეებში გადაიტანეს და Monero-სთან ოპერაციები განაგრძეს.

კრიპტოვალუტის შენახვა შესაძლებელია აპარატულ საფულეებზე, როგორიცაა Ledger და Trezor. გარდა ამისა, Monero მხარს უჭერს მობილური და დესკტოპის საფულეების მნიშვნელოვან რაოდენობას, ისეთებს როგორიცაა MyMonero, Exodus, Monerujo (Android), Cake Wallet (iOS), Edge და ა.შ.
ორიგინალური დესკტოპის საფულის Monero GUI Wallet-ის გამოსახულება

ორიგინალური დესკტოპის საფულის Monero GUI Wallet-ის გამოსახულება

დასკვნა

ანონიმური მონეტა Monero არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივი ინვესტორებს შორის. მან შეძლო კრიპტოსაზოგადოების ერთგულების მოპოვება ტრანზაქციების მაღალი სიჩქარის, დაბალი საკომისიოს (არაუმეტეს 1 ცენტის ექვივალენტი), ხელმისაწვდომი CPU-მაინინგისა და კონფიდენციალური გადარიცხვების გამო.  მარეგულირებლების მხრიდან ანონიმურ კრიპტოვალუტებზე განხორციელებული შეტევების და ცალკეული CEX ბირჟების მიერ XMR დელისტინგის შემთხვევების მიუხედავად, Monero-ს თაყვანისმცემლების რიცხვი სტაბილურად იზრდება.