ფულის ერთიანობა: სტეიბლკოინები პრობლემაა?

icon ONE
icon FOR
ფოტო - ფულის ერთიანობა: სტეიბლკოინები პრობლემაა?
ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკმა (BIS) გააანალიზა, რამდენად კარგად უზრუნველყოფს სტეიბლკოინები და ტოკენიზებული დეპოზიტები ფულის ერთიანობას. ეს ხომ სწორედ ისაა, რაც ვალუტებს შორის კერძო და ცენტრალური ბანკის კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მაგალითის სახით, უკრაინის ეროვნული ვალუტა განვიხილოთ. ეს პრინციპი ნიშნავს, რომ გრივნა ნებისმიერ კერძო ბანკში ოფიციალურად დაბეჭდილი ბანკნოტის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარაა, ეს წესი შეიძლება დაარღვიონ სტაბილურმა კრიპტოვალუტებმა, რაც ცენტრალური ფინანსური სისტემის მხრიდან შეზღუდვებს გამოიწვევს და ვაჭრობისთვის კრიტიკული იქნება. ამიტომ კერძო ფულის გამოყენებისა და შექმნისას ერთიანობის წესის დაცვისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. მაგრამ რა გამოგვადგება ყველაზე უკეთ: სტეიბლკოინები თუ ტოკენიზებული დეპოზიტები?

BIS-ის მიერ განხილულ ორ მოდელში ემიტენტი ტოკენების განსაზღვრულ ფასად გამოსყიდვის გარანტიას იძლევა, მაგრამ განსხვავება მათი გადაცემის წესებშია. ახლა სტეიბლკოინები, ფაქტობრივად, წარმომადგენლის ინსტრუმენტის თანამედროვე ფულად ვარიანტს წარმოადგენს (პროდუქტის საკუთრების უფლების დოკუმენტი), რომელიც ფულის ერთიანობის გარანტიას არ იძლევა. მეორე მოდელი არ ითვალისწინებს ტოკენების გაგზავნას ფინანსური ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ. ის ვალუტის თანასწორობის პირობებს ინარჩუნებს, მაგრამ, ამავე დროს, ყველა პროცესის მაქსიმალურ ცენტრალიზაციას ახდენს. 

სტეიბლკოინების მოდელი

ფულის ერთიანობის თვალსაზრისით, აქ შემდეგი მთავარი პრობლემაა: ტოკენების გაგზავნა ბალანსის ცვლილებას არ იწვევს, არამედ მხოლოდ გადასცემს უზრუნველყოფილ ვალდებულებებს ერთი მომხმარებლისგან მეორეს. ამიტომ, სტეიბლკოინები უფრო საბაზრო აქტივებია, რომლებსაც ნომინალიდან გადახრა შეუძლია. ეს უკვე მოხდა USDC-ის, USDT-ის და სხვა ტოკენების შემთხვევაში,  ნეგატიური ამბების, მასობრივი პანიკის, ან იმ ბანკების პრობლემების ფონზე, რომლებშიც რეზერვები ინახება.

ამიტომ, BIS თვლის, რომ მხოლოდ ემიტენტის გარანტიები საკმარისი არ არის, რადგან ტოკენმა ღირებულების სტაბილურობა ნებისმიერ დროს უნდა აჩვენოს. ამას ნამდვილად აქვს გარკვეული აზრი. საკმარისი რეზერვების შემთხვევაშიც კი, ნეგატიურმა ამბებმა ხომ შეიძლება, გამოიწვიოს ბმის მნიშვნელოვანი დროებითი დაკარგვა და გარკვეული ფინანსური ზიანი.

ტოკენიზებული დეპოზიტების მოდელი

ისინი შიდა საბანკო სტეიბილკოინებს ჰგავს. ასეთი ვარიანტის შემთხვევაში, ტოკენები მომხმარებლებს შორის არ გადაირიცხება, ვალუტის გადაცემის პროცესი კი მეორე დონეზე, CBDC-ის მეშვეობით ხდება. სახსრების მიღებისას, ემიტენტი ახალი ვალდებულებების გენერირებას ახდენს, გამგზავნი კი მათ წვავს. ეს ორგანიზაციებს შორის შესაძლო საკრედიტო რისკებს აღმოფხვრის და ფულის ერთიანობას ინარჩუნებს, რადგან თითოეული ტოკენი გარანტირებულია ცენტრალური ვალუტით, ისევე როგორც ჩვეულებრივი ელექტრონული ფული. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მიდგომა შეიძლება იყოს იდეალური განახლება არსებული საბანკო სტრუქტურისთვის დამახასიათებელი ცენტრალიზებითა და ტრანზაქციების კონტროლით.

რის არჩევას გვირჩევს BIS?

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი გვთავაზობს მეორე მოდელის დანერგვას, პარალელურად კი სტეიბლკოინების ზედამხედველობის გაძლიერებასა და მათი მუშაობის სისტემის შეცვლას: ტოკენების ყოველი გადარიცხვა დაწვისა და ახლის შექმნის გზით ხორციელდება. ფაქტობრივად, ეს არის ცენტრალიზაციის ზრდა და ახალი საკომისიო დატვირთვის შექმნა სმარტ კონტრაქტის შესასრულებლად. მაგრამ ბანკი თვლის, რომ აღნიშნული ცვლილებები თითოეული მომხმარებლისთვის იურიდიულად ცალკე ვალდებულებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

დასკვნა

BIS-ის წინადადება ჰგავს კომერციული ბანკების მცდელობას, შეინარჩუნონ  ფინანსური ნაკადების კონტროლი. რა თქმა უნდა, ახალი მოდელების შეიძლება დაინერგოს, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სტეიბლკოინების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა გარკვეული რისკების მატარებელია.

სათანადო რეგულირების შემთხვევაში (მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობის გაზრდა, აუდიტი, რეზერვების დაზღვევა), ბმის გაწყვეტის საფრთხე პრაქტიკულად ქრება, მათი მუშაობის სტრუქტურული ცვლილებების გარეშე. ჯანსაღი კონკურენცია კერძო და საბანკო გადაწყვეტილებებს შორის კი დადებით გავლენას ზოგადად ბაზარზე მოახდენს.