MoonPay რეჟისორ ჯულია პაჩინოსთან ერთად NFT ფილმს გადაიღებს

icon NFT
icon FOR
ფოტო - MoonPay რეჟისორ ჯულია პაჩინოსთან ერთად NFT ფილმს გადაიღებს
რეჟისორი და მხატვარი ჯულია პაჩინო იწყებს თანამშრომლობას MoonPay-თან, კომპანიასთან, რომელიც Web3 ინფრასტრუქტურითაა დაკავებული. ისინი გადაიღებენ NFT ფილმს, რომლის სახელწოდებაა "მე აქ და ახლა ვცხოვრობ".
ჯულია პაჩინოს ფილმები ცნობადი ხდება, მისმა ნამუშევრებმა კი Web3 საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ფილმი "მე აქ და ახლა ვცხოვრობ" ფინანსდება იმ შემოსავლიდან, რომელიც მან საკუთარი NFT კოლექციიდან, Keepers of the Inn-იდან მიიღო. ცოტა ხნის წინ დაანონსდა ჯულია პაჩინოსა და MoonPay თანამშრომლობა. ამასთან, კომპანია ფილმის აღმასრულებელი თანაპროდიუსერის როლსაც შეასრულებს. დიდი ალბათობით, ეს უნიკალური მიდგომა ფილმების დაფინანსებისა და პოპულარიზაციის მიმართ, შთააგონებს სხვა კინორეჟისორებს, გამოიყენონ NFT შუამავლების გარეშე.

ფილმის "მე აქ და ახლა ვცხოვრობ" ძირითადი სიუჟეტი სათავეს პაჩინოს 2022 წლის ფოტოების NFT კოლექციიდან იღებს. MoonPay Entertainment-ის განყოფილების ხელმძღვანელი ტომ კაპონე პროექტით აღფრთოვანებულია და ამბობს:
მოხარულები ვართ, რომ ვიქნებით I Live Here Now-ს, ისტორიული პროექტის ნაწილი, რომელიც ხაზს უსვამს Web3-ის პოტენციალს საზოგადოების შექმნაში, საზღვრების რღვევასა და მხატვრებისთვის ისტორიების გაზიარების საშუალების უზრუნველყოფაში
ჯულია ალ პაჩინოს ქალიშვილია და მამის კვალს მიჰყვება, რომელიც რამდენიმე ოსკარის ლაურეატია. ჯულიას Web3 სივრცეში დიდ პატივს სცემენ. ის ქალებისა და LGBTQIA+ თემის უფლებებს იცავს. ჯულია პაჩინოს მხატვრულმა განათლებამ  კინემატოგრაფიის სფეროში და ერთგულებამ გადმოცემის ნოვატორული ხერხების მიმართ, მას NFT სივრცეში ახალი შესაძლებლობების შესწავლისკენ უბიძგა.

NFT-ს გამოყენება კინოინდუსტრიაში წარმოადგენს  დაბალბიუჯეტიანი ფილმების დაფინანსებისა და პოპულარიზაციის სრულიად ახალ მიდგომას. ასეთ ფილმებს ტრადიციულ კინოინდუსტრიაში, ჩვეულებრივ, არც კი იღებენ. გარდა ამისა, NFT იძლევა საშუალებას ფილმის გადაღების პროცესში საზოგადოებაც იყოს ჩართული, რისთვისაც NFT მფლობელებს კინოაქტივებზე პირდაპირ წვდომას სთავაზობენ. მეტიც, მეტავერსი ქმნის ახალ ვირტუალურ გარემოს ფილმების აღმოჩენისთვის, ვიზუალური კონტენტის მოხმარების ახალი გზების პოვნასა და მხატვრული ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის.

პაჩინოს NFT კოლექციამ Keepers of the Inn მის კარიერას და ზოგადად კინოინდუსტრიას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

ამჟამად ფილმი "მე აქ და ახლა ვცხოვრობ" სამუშაო პროცესშია და, სავარაუდოდ, მალე მას მეტავერსში აჩვენებენ, რაც კინოწარმოებისადმი მიდგომაში ინოვაციების ახალი ტალღას წარმოადგენს. ჯულია პაჩინო აგრძელებს საზღვრების რღვევას, მისი ნამუშევარი კი, როგორც ტრადიციულ, ისე ციფრულ სივრცეში აუდიტორიის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს და მხატვრული ნაწარმოების გადმოცემის  შესაძლებლობებს ხელახლა განსაზღვრავს.  

ჯულია პაჩინო ახლა 30 წელზე ოდნავ მეტისაა და კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. საკუთარი მზარდი კაპიტალის წყალობით, პაჩინო ტრადიციული და ციფრული ხელოვნების სამყაროში გავლენიანი ფიგურა ხდება. თუკი ვინმეს მასზე, ან მის კარიერაზე მეტი ინფორმაციის გაცნობა სურს, მას Wiki-რესურსზე იპოვის.

GC
GN Crypto
ავტორი