კრიპტოების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებივით უნდა რეგულირდებოდეს

ფოტო - კრიპტოების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებივით უნდა რეგულირდებოდეს
კრიპტოვალუტების უმეტესობა ფასიანი ქაღალდებივით უნდა რეგულირდებოდეს.
Intercontinental Exchange-ის (ICE) გენერალურ დირექტორსა და ამავდროულად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) თავმჯდომარეს ჯეფრი სპრეჩერს აქვს გეგმა. 

მისი თქმით, FTX-ის კრახის შემდეგ კრიპტოვალუტების უმეტესობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონით უნდა რეგულირდებოდეს.  Goldman Sachs Group-ის ფინანსურ კონფერენციაზე სპრეჩერმა განაცხადა:
ისინი ფასიანი ქაღალდებივით იქნება დარეგულირებული და კლასიფიცირებული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, ეს ნიშნავს კლიენტის სახსრების სეგრეგირებას, ეს ნიშნავს, რომ ბროკერის როლი, როგორც ბროკერ-დილერისა, საზედამხედველო იქნება, ბირჟები კი ბროკერებისგან გამიჯნული იქნება. ანგარიშსწორება და კლირინგი ბირჟებისგან გამიჯნული იქნება
მან დასძინა, რომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ, შესაძლოა, ასევე ტოკენიზირებული აქტივებით ვაჭრობა დაამატოს. ამასთან, მას არ სჯერა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის რეგულირებისთვის ახალი კანონებია აუცილებელი.
კანონები უკვე დაწერილია და ვფიქრობ, რომ ისინი უფრო თავდაჯერებულად უნდა გამოიყენებოდეს. ჩვენ ბირჟას ვმართავთ, ამიტომ ტოკენიზირებული ვაჭრობის დამატების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ამ ტიპის ვაჭრობა აქციებით, ETF-ებით, ან სხვა ნებისმიერი აქტივით ვაჭრობისგან არ განსხვავდება
კრიპტოვალუტების, როგორც ფასიანი ქაღალდების რეგულირების იდეა დიდი ხანია სხვადასხვა დონეზეა შემოთავაზებული. Ripple-ს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია სასამართლო დავა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიასთან (SEC), რომელიც 2020 წლიდან იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ Ripple ფასიანი ქაღალდების არარეგისტრირებულ გაყიდვას აწარმოებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია, Chia-ს შემქმნელი ჯინ ჰოფმანი თვლის, რომ ფინალი მხოლოდ ერთი უნდა იყოს - სასამართლო XRP-ს ფასიან ქაღალდად აღიარებს.
წყარო: ჯინ ჰოფმანის ტვიტერი.

წყარო: ჯინ ჰოფმანის ტვიტერი.

FTX-ის კრახმა მთელ საზოგადოებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა და ეფექტი კრიპტობაზრის სხვადასხვა სფეროში იგრძნობა. 

Gagarin News ამ მოვლენებსა და მათ შედეგებს აშუქებდა