Nexa: Layer-1 ბლოკჩეინი Bitcoin Unlimited-ის დეველოპერებისგან

ფოტო - Nexa: Layer-1 ბლოკჩეინი Bitcoin Unlimited-ის დეველოპერებისგან
Nexa არის Layer-1 ბლოკჩეინი კონსენსუსის მექანიზმით Proof of Work-ის, რომელიც ყველაზე მასშტაბირებად საბაზისო ჯაჭვად უნდა იქცეს. დეცენტრალიზებული რეესტრი დღეში 10 მილიარდ ტრანზაქციას დაამუშავებს, ანუ 100,000 ტრანზაქციას წამში.
Nexa აგებულია UTXO-ს (Unspent Transaction Balance) მოდელზე, რომელიც ქსელში კრიპტოვალუტების რაოდენობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. მონიტორინგის ასეთივე ინსტრუმენტი Bitcoin–ის ბლოკჩეინისა და მისი ფორკებისთვის არის დამახასიათებელი. 

Nexa-ს შემქმნელები ბიტკოინის ორიგინალური იდეის მიმდევრები არიან. პროექტის მიზანია, შექმნას ციფრული ფუნდამენტი ახალი ფინანსური სისტემისთვის, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.  

NEXA ბლოკჩეინის ნატიური მონეტაა. 2023 წლის თებერვლიდან ის ივაჭრება ისეთ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, როგორიცაა MEXC Global, Txbit, SafeTrade და რამდენიმე სხვაზე. სტატიის წერის მომენტისთვის, მისი კაპიტალიზაცია 62,7 მილიონი დოლარია, მიმოქცევაში კი 2,2 ტრილიონი კრიპტოვალუტაა. მაქსიმალური შეთავაზება 21 ტრილიონი NEXA–თია შეზღუდული. 

Nexa მუშაობს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე (CPU და GPU). ანუ მონეტა NEXA-ს მაინინგი ვიდეობარათებზე,  სახლის პირობებშია შესაძლებელი. თუმცა,  გაფართოებასთან ერთად, ბლოკჩეინი მოახდენს მაინინგის ინდუსტრიის სტიმულირებას და  FPGA და ASIC–ის მსგავს ახალ სპეციალიზებულ აპარატურას აწარმოებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ მისი შემქმნელები.

ვინ შექმნა Nexa?

2022 წლის ივნისში პროექტი Bitcoin Unlimited-ის არქიტექტორებმა და ბლოკჩეინის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებმა   აამოქმედე. 

Bitcoin Unlimited გთავაზობთ ამავე სახელწოდების სრულ ნოდს Bitcoin-ისა და Bitcoin Cash-ის ჯაჭვის ასამოქმედებლად, რაც საშუალებას გაძლევთ, ნოდი თქვენი გემოვნებით დააკონფიგურიროთ და ბლოკის ზომა აირჩიოთ. 

პროგრამული უზრუნველყოფა გაჩნდა Bitcoin Core-ის კლასიკური კლიენტის პროგრამის საპირწონედ, რომელიც უარს ამბობდა ბლოკის ზომის გაზრდაზე, რადგან ტექნიკურ დოკუმენტში გაწერილი იყო, რომ ტრანზაქციების წონა უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 1 მეგაბაიტისა. 

პროექტის მთავარი სახეები: 

  • Andrew Stone  - წამყვანი დეველოპერი, პირველი, ვინც შესთავაზე  მოდერნიზებული კვანძის კონცეფცია Bitcoin-ის ბლოკჩეინთან დასაკავშირებლად;
  • Andrew Clifford  - კომპანიის პრეზიდენტი;
  • Peter Rizun  - კომპანიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი, ვინც ბლოკის ზომის გაზრდის იდეას მხარი დაუჭირა და განმარტა, რატომ არის ეს შესაძლებელი Bitcoin –ეკოსისტემაში.

როგორ აღწევს Nexa მასშტაბირებას?

Nexa-ს ერთ-ერთი მთავარი თავისებურება დაბალი საკომისიოებია. ეს მიიღწევა ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებიც აღმოფხვრის ბლოკჩეინის ხარვეზებს გამტარუნარიანობაში, საცავსა და ტრანზაქციის დადასტურების სიჩქარეში. 

მაღალ გამტარუნარიანობას ბლოკჩეინის საწყისი სინქრონიზაცია უზრუნველყოფს. Nexa–ს  მაინერები თითოეულ ბლოკში ამატებენ ჰეშს, რომელსაც UTXO-ს ნაკრები ადასტურებს. ამის ხარჯზე, ახალ მომხმარებლებს, რომლებსაც კვანძი მოქმედებაში მოჰყავთ, არ სჭირდებათ ბლოკების მთელი ჯაჭვის ჩამოტვირთვა. Graphene ინსტრუმენტის საშუალებით კი,  კვანძებმა მხოლოდ ახალი ტრანზაქციები უნდა დაამუშაონ. ეს ტრაფიკთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს და ახალი ტრანზაქციებისა და ბლოკების უწყვეტ ჩატვირთვას აჩქარებს. 

ტრანზაქციების სწრაფი შესრულება სამი ფუნქციის კომპლექსის შედეგია, რომლებიც აპარატული დაჩქარებითაა გამყარებული.

  1. SHA256 ჰეშირება, რომელიც  დამახასიათებელია Nexa-ს  პროტოკოლისთვის, ტრანზაქციებისა და PoW ალგორითმისთვის.
  2. შნორის კრიპტოგრაფიული ხელმოწერები.
  3. მონაცემების ძებნა  UTXO-ს ნაკრების მიხედვით, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების გადასამოწმებლად და დასადასტურებლად. 

საცავის პრობლემაც UTXO-ს მეშვეობით გვარდება. კვანძები მხოლოდ ტრანზაქციების დაუხარჯავი ნაშთების მონაცემთა ნაკრებს შეინახავს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ფუნქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და 2023-2024 წლებში ამოქმედდება.