NEXO - კრიპტოდაკრედიტების პლატფორმა Nexo-ს utility-ტოკენი

icon NEXO
ფოტო - NEXO - კრიპტოდაკრედიტების პლატფორმა Nexo-ს utility-ტოკენი
Nexo არის მყისიერი დაკრედიტების ევროპული კერძო პლატფორმა, რომლის მეშვეობით ფიატური ვალუტებისა და სტეიბლკოინების სესხება კრიპტოვალუტის დაგირავებით არის შესაძლებელი. მომხმარებლები NEXO ტოკენებს თავიანთ პორტფელში ინახავენ, რათა გახდნენ ლოიალობის პროგრამის მონაწილეები - მიიღონ ჯილდოები და ფასდაკლებები.
2021 წლამდე NEXO-ს მფლობელები, რომლებიც მონეტებს პლატფორმაზე ინახავდნენ, დივიდენდებს იღებდნენ. კომპანია შემოსავლის 30% ნატიური ტოკენის მფლობელებისთვის გადახდებზე ხარჯავდა. უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი მოგება კლიენტების ანგარიშებზე ETH-ში ირიცხებოდა, მაგრამ დივიდენდების პროგრამის დასრულების დღეს, სახსრები NEXO ტოკენებში ჩაირიცხა. ახლა მომხმარებლები მცირე სტიმულს ყოველდღიურად იღებენ.

Utility-აქტივის შენახვა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ უფრო მაღალი პროცენტული მოგება პლატფორმაზე დაბლოკილი  კრიპტოვალუტებიდან. ეს ასევე უზრუნველყოფს სესხის აღებისა და დაფარვის შემცირებულ განაკვეთებს, სახსრების უფასო გატანას, გაცვლისა და ციფრული ვალუტების შესყიდვებიდან მიღებულ ქეშბექს. რაც უფრო მეტ NEXO ტოკენს ფლობს მომხმარებელი, მით უფრო მეტად იხსნება პლატფორმის პოტენციალი, სარგებლისა და უპირატესობების თვალსაზრისით.
ლოიალობის პროგრამის განყოფილება Nexo-ს ვებგვერდზე

ლოიალობის პროგრამის განყოფილება Nexo-ს ვებგვერდზე

NEXO-ს ტოკენომიკა

NEXO მონეტების პირველადი საჯარო მიწოდება 2018 წლის აპრილში შედგა. ICO-მ $52.5 მილიონის ოდენობის ინვესტიციები მოიზიდა. ტოკენის საწყისი ღირებულება $0.10-ს შეადგენდა. ფასის ისტორიული მაქსიმუმი $4-ის დონეზე დაფიქსირდა. NEXO-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $341 მილიონის აღწევს. ბაზარზე მიმოქცევაშია 560 მილიონი ტოკენი, მაქსიმალური მიწოდებით 1 მილიარდი მონეტა.

NEXO განაწილებულია შემდეგნაირად:

  • 52,5% - ინვესტორებისთვის;
  • 25% ინახება რეზერვში სესხების გადახარჯვის დასაფარად;
  • 11,25% განკუთვნილია დამფუძნებლებისა და გუნდისთვის;
  • 6% - ჯილდოების გადასახდელად;
  • 5.25% - კონსულტანტების, იურისტებისა და მარკეტოლოგებისთვის.

2020 წელს კომპანიამ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენები უკან გამოისყიდა. 

რატომ არის პლატფორმა Nexo ყურადღების ღირსი?

Nexo 2018 წელს დაარსდა, ხოლო მისი სათაო ოფისი შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს. ითვლება, რომ კომპანია კრიპტობაზარზე დაკრედიტების პირველი პლატფორმა იყო. ის ასევე გთავაზობთ კრიპტოვალუტების შეძენას და გაცვლას, პასიურ შემოსავალს, კრიპტოსაფულესა და ვირტუალურ ბარათს ციფრული აქტივების შესანახად. Nexo-ს ვებგვერდის თანახმად, კომპანიის მომსახურებით დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

BlockFi-სა და Celsius-თან ერთად, ვებგვერდი მომენტალური კრიპტოკრედიტების საუკეთესო მიმწოდებლების სამეულში შედიოდა. თუმცა ამ სერვისის სეგმენტის ორი წარმომადგენლის გაკოტრების შემდეგ, ბაზარზე დომინანტური პოზიცია დაიკავა.

Nexo მუშაობს სმარტ კონტრაქტებისა და ბლოკჩეინ ორაკულების საფუძველზე Ethereum-ის ქსელში. კომპანია საგირავნო კრიპტოვალუტებს BitGo-ს, Ledger-ისა და Bakkt-ის ცივ კრიპტოსაფულეებზე ინახავს.
Nexo-ს მთავარი გვერდი

Nexo-ს მთავარი გვერდი

Nexo vs მარეგულირებლები

Nexo-ს აქვს მრავალი ლიცენზია ფინანსური საქმიანობის განსახორციელებისთვის სხვადასხვა იურისდიქციებში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვეიცარიასა და ა.შ.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის დასაწყისში ბულგარეთში, კომპანიის ერთ-ერთ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. Nexo ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, გადასახადებისგან თავის არიდებასა და საბანკო ლიცენზიის არქონაში. პლატფორმის მთავარმა დირექტორმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა, სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს კი - რეიდერული თავდასხმა. ბულგარეთში ჩატარებულმა ჩხრეკამ NEXO ტოკენის 2,5%-ით გაუფასურება გამოიწვია.

სიტუაცია მას შემდეგ განვითარდა, რაც SEC-მა კომპანია დაადანაშაულა მარეგულირებლის მიერ ფასიან ქაღალდად მიიჩნეული კრიპტოვალუტური პროდუქტით ვაჭრობისთვის აუცილებელი რეგისტრაციის არარსებობაში. შედეგად, Nexo-ს 45 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია. სხვათა შორის, კრიპტოლენდინგის პლატფორმა აშშ-ში მუშაობის შეწყვეტას 2022 წლის ბოლოს აპირებდა.

ვინ დააარსა Nexo?

კრიპტოლენდინგის პლატფორმის მთავარი დირექტორი და თანადამფუძნებელი კოსტა კანჩევია, რომელიც ასევე კომპანია Credissimo-ს დამფუძნებელიც არის.

მეორე ორი მმართველი ანტონი ტრენჩევი და გიორგი შულევია. ტრენჩევი მანამდე ბულგარეთში დეპუტატი იყო და ელექტრონული  კომერციით იყო დაკავებული. შულევი საინვესტიციო-საბანკო სექტორში მუშაობდა და ფინანსური კომპანია Consestimate-ის მთავარი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.