NFT კოლექციების ანალიზის ინსტრუმენტები

icon NFT
ფოტო - NFT კოლექციების ანალიზის ინსტრუმენტები
როგორ ვიყოთ იმ ახალი NFT პროექტების შესახებ საქმის კურსში, რომლებიც ბაზარზე ჩნდება და შეუძლია შემოსავალი მოუტანოს მფლობელს? როგორგავიგოთ, არის თუ არა NFT, რომლის შეძენასაც აპირებთ, ნამდვილად ღირებული? ამისთვის სპეციალური სერვისებია შექმნილი.
მას შემდეგ რაც ბლოკჩეინ–საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ NFT არა მხოლოდ საკოლექციო საგანი და პერსონალური ავატარი, არამედ ახალი ფინანსური აქტივიცაა, ასეთი პროექტებისადმი ინტერესის ზრდა ექსპონენტურად დაიწყო. 

ბაზარზე სამომხმარებლო აჟიოტაჟი დაიწყო და OpenSea-ის მსგავსი პლატფორმების „დახლებიდან“  ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო სურათის ყიდვა დაიწყეს. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ სარფიანად  ყველა NFT როდი გაიყიდება. მყიდველები მზად არიან ფული მხოლოდ იშვიათ ტოკენებში გადაიხადონ, რომლებსაც  მხატვრული ღირებულება აქვს.  NFT-ის  გულშემატკივრებიდან კი ძალიან ცოტას აქვს  პროდუქტის, როგორც ესთეტიურად უნიკალური არტეფაქტის, შეფასების გამოცდილება. 

მოთხოვნა ქმნის მიწოდებას,ამიტომ ქსელში გაჩნდა სერვისები,სადაც შესაძლებელია სპეკულაციური შემოსავლის მისაღებად   NFT–ის პოტენციური ღირებულების  წინასწარი შეფასება.  

ვისაუბრებთ მათზე, რომლებიც საჯარო დომენშია განთავსებული.

Rarity Tools

Rarity.tools ხსნის სამ ამოცანას: 

  1.  აჩვენებს კომპლექტებს, რომელთა გაყიდვა დაგეგმილია უახლოესი  თარიღებისთვის ან ახლახან დაიწყო და, შესაბამისად, არსებობს whitelist–ში მოხვედრის  შესაძლებლობა.
  2.  აფასებს NFT-ების იშვიათობას კონკრეტულ კოლექციაში. რადგან, რაც უფრო ნაკლები ეგზემპლარია მასში, მით უფრო მაღალია ხელახალი გაყიდვიდან პოტენციური შემოსავალი.
  3.  აჩვენებს ვაჭრობის მოცულობას და თითოეული ნაკრების ტოკენების მფლობელთა რაოდენობას.

კოლექციები მოთავსებულია სექციაში "All collections". რესურსზე განთავსების შემდეგ, ხდება მათი დახარისხება ETH-ში გაყიდვების მთლიანი ოდენობის მიხედვით.

სიიდან შეგიძლიათ კოლექციის ვებგვერდზე გადახვიდეთ და იხილოთ მისი სრული ბადე. 

Rarity.tools ნაგულისხმევად ახარისხებს ყველა NFT-ს უიშვიათესიდან უსარგებლომდე. ხოლო გვერდითა ზოლში, ფილტრები კონფიგურებულია იშვიათობის, ფასის, მოჭრის ტიპისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

კონკრეტული ციფრული სურათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მასზე დაწკაპუნებით, ან შეგიძლიათ ჩასვათ იდენტიფიკატორი „ID“ ველში და დაიწყოთ ძებნა.

სერვისის მინუსი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ  მხოლოდ Ethereum პლატფორმის ტოკენები შეამოწმოთ.

HowRare.is

ეს არის Rarity.tools–ის მსგავსი რესურსი,ოღონდ სხვა ბლოკჩეინზე. 

HowRare.is  მხოლოდ  Solana–ზე დამინთულ კოლექციებს აანალიზებს.

მონიტორინგის პარამეტრები:

  • ფასი; 
  • გამოსახულებათა რაოდენობა კომპლექტში;
  • ჰოლდერების რაოდენობა;
  • გაყიდვების მოცულობა.

როგორც Rarity Tools-ის შემთხვევაში, აქაც თითოეულ კოლექციაში NFT-ების დახარისხება  უნიკალურობის მიხედვითაა შესაძლებელი. თითოეული NFT-ის ქვეშ  შეგიძლიათ ნახოთ მისი დონე, იშვიათობის შეფასება და ატრიბუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.. 

ასევე არის  ბლოკჩეინზე მოძრაობის ისტორიის განყოფილება, სადაც მოცემულია ინფორმაცია ბოლო გაყიდვების შესახებ.  

ამ სერვისის განსაკუთრებული ბონუსი ისაა, რომ ყოველი კოლექციის ქვეშ, რომელიც  airdrop-ს გეგმავს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულები ავტორების ოფიციალურ ვებსაიტზე და პროექტის სოციალურ ქსელებზე (Twitter, Reddit, Discord).

როგორც ადრე ვწერდით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავაკვირდეთ პროექტის ბექგრაუნდს და შევაფასოთ დამფუძნებლებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ხარისხი.

Cryptoslam

Cryptoslam  აანალიზებს ყველა უკვე გამოშვებულ კოლექციას, რომელიც განაწილებულია გაყიდული NFT-ების ღირებულების მიხედვით. რესურსი ახდენს  ყველა ცნობილი ბლოკჩეინის მონიტორინგს, მათ შორის BNB–ის, Polygon–ისა და Tezos–ის.

შეგიძლიათ დინამიკაში ადევნოთ თვალყური  ფასების ცვლილებებს ბოლო დღის განმავლობაში, ნახოთ, როგორ გრძნობენ თავს ტოკენები სხვადასხვა ქსელში, შესაძლებელია თუ არა  ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე გადატანა, ბოლო გაყიდვების TOP და მრავალი სხვა.

სერვისი მოსახერხებელია არა მხოლოდ ცალკეული კოლექციების, არამედ მთლიანად NFT ბაზრის გასაანალიზებლად. 
სურათის წარწერა: Cryptoslam-ზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ცნობილ ბლოკჩეინზე NFT გაყიდვების მოცულობა

სურათის წარწერა: Cryptoslam-ზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ცნობილ ბლოკჩეინზე NFT გაყიდვების მოცულობა

ყველა საჭირო ინდიკატორი განთავსებულია მთავარ გვერდზე, ღილაკზე „NFT Rankings“ დაწკაპუნებით კი შეგიძლიათ ეკრანზე  საკოლექციო ცხრილი გამოიტანოთ ტრეიდერების რაოდენობისა და წარმატებული ტრანზაქციების დინამიკით.

რესურსის თავისებურება - ის შესაძლებელს ხდის სპორტული კლუბების გულშემატკივართა ტოკენების მონიტორინგს.

NFT Scoring

NFT Scoring სერვისს იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ  სურთ იპოვონ კოლექციები, რომელთა გარშემოც აჟიოტაჟი იყო შექმნილი  განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

რესურსი შემდეგ მაჩვენებლებს აანალიზებს: 

  • შეძენის ხელსაყრელი ფასი;
  • გაყიდვის რეალური ღირებულება (იგივე კოლექციიდან უკვე შეძენილი NFT-ების ანალიზზე დაყრდნობით);
  • ვაჭრობის მონაწილეთა რაოდენობა და ყველა ტრანზაქციის ჯამური თანხა; 
  • უნიკალური მყიდველებისა და ჰოლდერების რაოდენობა;
  • კოლექციის გაყიდვების ჯამური თანხა.

ასევე არის უნიკალური განყოფილება Whale Owners. აქ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, თუ რამდენმა ვეშაპმა ჩადო ინვესტიცია პროექტში. დაბალი პირველადი ფასისა და არახარბი საბითუმო მყიდველების არსებობის ერთობლიობა იმის ნიშანია, რომ პროექტი სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
სურათის წარწერა: NFT Scoring–ზე  გამოწერის ღირებულება

სურათის წარწერა: NFT Scoring–ზე გამოწერის ღირებულება

რესურსის ნაკლოვანებები  მხოლოდ გამოწერის მაღალ ღირებულებას მოიცავს. გაფართოებული ანალიტიკის მქონე Premium ანგარიშის განბლოკვისთვის, მოგიწევთ   0.15 ETH–ის გადახდა.  

ამიტომ ამ სერვისის გამოყენებას NFT–ის  მხოლოდ გამოცდილ მყიდველებს ვურჩევთ.

დამწყებთათვის საკმარისი იქნება ზემოჩამოთვლილი უფასო საიტები.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დამფუძნებლები ხშირად  შიდა სერვისებს ქმნიან მათი კოლექციების გასაანალიზებლად. ენდოთ თუ არა ასეთი საიტების ობიექტურობას, თქვენი გადასაწყვეტია.