NFT დაკრედიტება - ფუნქცია, რომელიც NFT-სა და DeFi-ს აერთიანებს

ფოტო - NFT დაკრედიტება - ფუნქცია, რომელიც NFT-სა და DeFi-ს აერთიანებს
NFT ბაზარი საკმარისად ლიკვიდური არ არის, ამიტომ ჩნდება სულ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც NFT-სა და DeFi-ს აერთიანებს.
NFT მხოლოდ ყიდვის, გაყიდვისა და შენახვისთვის განკუთვნილი არ არის. სხვა აქტივების მსგავსად, ისინი შეიძლება უფრო რთული და მომგებიანი ფინანსური ოპერაციების ნაწილი იყოს. კრიპტოვალუტის ბაზარი მაღალი ლიკვიდობით ხასიათდება, რასაც ვერ ვიტყვით NFT ბაზარზე. შესაძლოა, თვეები გავიდეს, სანამ ვინმე თქვენს NFT-ებს იყიდის. ამიტომ, NFT ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტების საჭიროება არალიკვიდურობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამო ჩნდება. 

რა არის NFT დაკრედიტება?

NFT დაკრედიტება სესხის სახეობაა, რომელიც NFT-ს სმარტ კონტრაქტში შენახული გირაოს სახით იყენებს. დაკრედიტება გეხმარებათ, მიიღოთ მეტი ფული, ვიდრე ჩვეულებრივი სესხისას კრიპროვალუტაში, ან P2P სესხისას. ამასთან, თქვენ საკუთარ NFT-ებს ინარჩუნებთ. 

ვალის პირობების სახით წლიური საპროცენტო განაკვეთი (APY) და სესხის ვადაა გამოყენებული. მითითებულ ვადაში მსესხებელმა უნდა დააბრუნოს კაპიტალი და მისი პროცენტი, რის შემდეგაც  შეუძლია, დაიბრუნოს თავისი დაბლოკილი NFT-ები. თუ გადახდა დაგვიანებულია, დაბლოკილი NFT-ები კრედიტორის აქტივად იქცევა.

NFT დაკრედიტების სახეები:

  • Peer-2-Peer NFT დაკრედიტება;
  • Peer-2-Protocol NFT დაკრედიტება;
  • NFT-ების ქირა;
  • შეუცვლელი სავალო პოზიციები

Peer-2-Peer NFT დაკრედიტება

P2P NFT დაკრედიტება ჩვეულებრივი სესხივით მუშაობს. ხელშეკრულება იდება უშუალოდ კრედიტორებსა და მსესხებლებს შორის. მაგალითად, როდესაც თქვენ ამატებთ თქვენს NFT-ებს გირაოს სახით, იღებთ სესხის შეთავაზებებს მომხმარებლებისგან, რომლებიც თქვენი NFT-ით დაინტერესებულნი არიან. თუ მოგწონთ ერთ-ერთი შეთავაზება, შეგიძლიათ, მიიღოთ ის და დაუყოვნებლივ მიიღოთ ტოკენები WETH (შეფუთული ეთერი), ან DAI (სტეიბლკოინი) სესხის გამცემი მომხმარებლის საფულიდან.

NFTfi არის P2P პლატფორმა NFT დაკრედიტებისთვის.
NFTfi-ის ინტერფეისი

NFTfi-ის ინტერფეისი

Peer-2-Protocol NFT დაკრედიტება

თუ P2P დაკრედიტება სესხის პირობების კონფიგურაციის საშუალებას იძლევა, NFT დაკრედიტების პლატფორმის Peer-2-Protocol სესხის აღებას შესაძლებელს პირდაპირ პროტოკოლიდან ხდის. NFT დაკრედიტების ეს სახეობა ჰგავს DeFi დაკრედიტებას, რომელშიც მონეტებს კრედიტორებისგან სესხულობენ. NFT პლატფორმები ლიკვიდობის პროვაიდერებისგან (LPs) ტოკენების პულში განთავსებას ითხოვს. ამის შემდეგ მსესხებლებს შეუძლიათ, NFT-ების ხელმისაწვდომ საცავებში გადატანის შედეგად, მიიღონ წვდომა ლიკვიდობაზე.

პლატფორმები, სადაც ერთრანგიანი NFT დაკრედიტებით სარგებლობაა შესაძლებელი:

  • Pine არის პლატფორმა, რომელიც მსესხებლებს საშუალებას აძლევს,  ისესხონ ეთერი (ETH) ან სოლანა (SOL) NFT-ების დაგირავებით;
Pine.loans-ის ინტერფეისი

Pine.loans-ის ინტერფეისი

BendDAO - პროტოკოლით უზრუნველყოფილია დაახლოებით 1000 NFT, მათ შორის 273 NFT Bored Ape Yacht Club.
BendDAO-ის ინტერფეისი

BendDAO-ის ინტერფეისი

NFT გაქირავება

NFT-ის მფლობელებს შეუძლიათ, თავიანთი აქტივები სრულიად უცნობ პირებს გადასცენ გარკვეული დროითა და გარკვეულ ფასად იმ გარანტიით, რომ ისინი თავიანთ NFT-ებს დაიბრუნებენ.

NFT-ის გაქირავება მოიჯარეს აძლევს წვდომას ისეთ NFT პრივილეგიებზე, როგორიცაა Discord სერვერები, NFT კოლექციების მფლობელთა დახურულ საზოგადოებებზე, ან სხვა უპირატესობებზე, რომლებიც გარკვეული NFT-ების მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი. 

reNFT NFT-ების გაქირავების სერვისების პლატფორმაა.
reNFT-ის ინტერფეისი

reNFT-ის ინტერფეისი

შეუცვლელი სავალო პოზიციები

ამ ტიპის დაკრედიტება NFT-ების დაგირავების სანაცვლოდ სტეიბლკოინების სესხების საშუალებას იძლევა. 

JPEG'd NFT-ების განთავსებას მისი სტეიბლკოინის, $PUSd-ის სანაცვლოდ გირავნობის სახით სთავაზობს. დაკრედიტების  ერთრანგიანი პლატფორმების მსგავსად, როგორიცაა BendDAO, JPEG'd იყენებს Chainlink-ის ორაკულებს, რათა თავისი NFT-ების საბაზრო ფასის მონიტორინგი აწარმოოს.
JPEG’d-ის ინტერფეისი

JPEG’d-ის ინტერფეისი