ჩინეთში მიმდინარე პროტესტების NFT-ფოტოს OpenSea-ზე შეიძენთ

ფოტო - ჩინეთში მიმდინარე პროტესტების NFT-ფოტოს OpenSea-ზე შეიძენთ
რეპორტაჟები უკანასკნელი 30 წლის მანძილზე უმსხვილესი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩატარების ადგილიდან NFT-კოლექციებად იქცა. უნიკალური ნამუშევრების ღირებულება 0,01 ETH-დან იწყება.
NFT-ფოტოებმა, რომლებზეც კორონავირუსის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციებია გამოსახული, მარკეტფლეისი OpenSea წალეკა. ამჟამად პლატფორმაზე 150 ნამუშევარზე მეტის ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც Polygon-ისა და Ethereum-ის ბაზაზე შეიქმნა.

NFT-ის უმსხვილესი კოლექცია, სახელწოდებით „Silent Speech“, 135 საგნისგან შედგება. ის Polygon-ის ბაზაზე 7 დღიანი აუქციონის ფარგლებში ჩაეშვა, რომელიც 4 დეკემბრამდე გაგრძელდება. „Silent Speech“ შემდეგ გამოსახულებებს მოიცავს: პატარა ბანერები,  რომლებითაც ხელში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ, სისხლიანი ერთჯერადი პირბადეები, მომიტინგეების ჯგუფები, ხსოვნის ნიშნად დანთებული სანთლები. ამ კოლექციიდან NFT-ს შეძენა 0.01 და 0.02 ETH-ად არის შესაძლებელი.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

კიდევ ერთი კოლექცია — „Blank Paper Movement“ — ბლოკჩეინ Ethereum-ზე ჩაეშვა. ის 36 ერთეულისგან შედგება, რომელთა ღირებულება 10 ETH-დან იწყება. "Silent Speech"-ისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ ფოტოები კი არა, არამდე ფერწერის სტილში შესრულებული გამოსახულებებია. საკვანძო NFT-ებზე, რომელთა პატივსაცემად კოლექციას სახელი ეწოდა, გამოსახულია დემონსტრანტები ცარიელი თეთრი ფურცლებით ხელში. სწორედ ამ ფორმით ჩინელები ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას აპროტესტებენ.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

ასევე კოლექციაში გამოჩნდა ადგილი ელემენტებისთვის, რომლებზეც გამოსახულია ფატალური ხანძარი, დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი სამედიცინო მუშაკები და სამართალდამცავები, რომლებიც საპროტესტო აქციების დასარბევად ემზადებიან. "Blank Paper Movement"-ის ყველაზე ძვირადღირებულ ელემენტად NFT "Road sign · 404 Not Found" იქცა. მისი ღირებულება 404 ETH-ს შეადგენს. ამ კოლექციიდან არა-ჩანაცვლებადი ტოკენების შეძენა OpenSea-ს მომხმარებლებს 2023 წლის მაისამდე შეუძლიათ.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

ჩინეთში კოვიდსაწინააღმდეგო პროტესტები, რომელსაც პრესაში ასევე „სუფთა ფურცლების რევოლუციად“ მოიხსენიებენ, პარასკევს, 25 ნოემბერს დაიწყო. მათი მიზეზი ქალაქ ურუმჩის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძარი გახდა. მან, სულ მცირე, 10 ადამიანი იმსხვერპლა, ცხრამ კი  სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველთა მოწმობები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები აჩვენებს, რომ ადამიანების დაღუპვის მიზეზი სწორედ მკაცრი საკარანტინო ზომები გახდა. გარდაცვლილებმა შეზღუდვების გამო ბლოკირებული ბინების დამოუკიდებლად დატოვება, მეხანძრეებმა კი ხანძრის კერასთან  დროულად მიღწევა ვერ მოახერხეს. თუმცა, ტრაგიკული ინციდენტიდან მალევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის უარყოფა სცადა და შენობაში შესასვლელის ბლოკირებაში დაპარკინგებული ავტომობილები დაადანაშაულა.

მედიაში საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც ჩინეთის ყველა მსხვილი ქალაქი შეძრა, 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასობრივს უკვე უწოდებენ. სულ უფრო ხშირად მათზე არა მხოლოდ კარანტინის გაუქმებას, არამედ ქვეყნის მოქმედი ლიდერის, სი ძინპინის გადადგომასაც ითხოვენ.