ფიქციური NFT ვაჭრობა: რა არის ეს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

ფოტო - ფიქციური NFT ვაჭრობა: რა არის ეს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან
მთელი რიგი NFT პროექტები და ბაზრები ხშირად ვაჭრობის მოცულობის ხელოვნურად გაზრდასა და დიდი რაოდენობით ფიქციურ გარიგებას ექვემდებარება.
ფიქციური ვაჭრობა საბაზრო გარიგებებით მიზანმიმართული მანიპულირებაა, რომლის მიზანი ხელოვნური მოთხოვნის შექმნა და რეალურის ნაცვლად ყალბი ორდერების წარდგენაა. 

ამ დროისთვის აშშ-ის მარეგულირებელი NFT ბაზარს არ აკონტროლებს, რაც სპეკულაციისთვის დიდ სივრცეს ქმნის. გადავწყვიტეთ, ფიქციურ ვაჭრობაში გავრკვეულიყავით, რათა თქვენ მისი გარჩევა და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება შეძლოთ.

მცირე სტატისტიკა

ანალიტიკურ რესურსს Dune რამდენიმე ინფოგრაფია მოჰყავს, რომელიც ფიქციურ NFT ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით მარკეტფლეისებზე არსებული ვაჭრობის მოცულობის 80% ყალბია. წლის განმავლობაში სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდა და ეს მაჩვენებელი 58%-მდე შემცირდა.
ფიქციური და ორგანული NFT გარიგებების მოცულობა (Dune)

ფიქციური და ორგანული NFT გარიგებების მოცულობა (Dune)

ნიშაში არსებული დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, პროექტები იძულებულია, PR-ის ასეთ მეთოდებს მთელი რიგი მიზნებისთვის მიმართოს:

■ მოცულობების ხელოვნური გაზრდა NFT პროექტის საერთო რეიტინგს ზრდის და სიაში მის პოზიციებს აუმჯობესებს, რის გამოც ტოკენებს მომხმარებელთა უფრო დიდი რაოდენობა ხედავს;

■ ფიქციური ფასის დადგენა. NFT-ს გამოყენებით რამდენიმე სავაჭრო ოპერაციის განხორციელების შემდეგ, პლატფორმა მას შესყიდვის ბოლო ღირებულებას დაუწესებს;

■ სავაჭრო საქმიანობისთვის მარკეტფლეისისგან დამატებითი ჯილდოს მიღება.

მესამე პუნქტის ანალიზი უფრო დეტალურად გვსურს. რიგი სავაჭრო NFT პლატფორმა მომხმარებელს გარიგებების რაოდენობისა და მოცულობისთვის საკუთარი ტოკენებით აჯილდოებდა. ტრეიდერები სწრაფად მიხვდნენ, რომ სიტუაციით სარგებლობა საკუთარი ინტერესებისთვის შეეძლოთ. 

ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა Rarible და მონეტა Rari გახდა. სპეკულანტები საკუთარ NFT-სთვის არაადეკვატურ ფასს საზღვრავდნენ და მას მეორე საფულიდან ყიდულობდნენ. თავად პლატფორმისთვის გადახდილი საკომისიო ხშირად მიღებული ტოკენების მოცულობაზე დაბალი იყო. Chainalysis-ის მონაცემებით, 110 მისამართმა $9 მილიონის გამომუშავება შეძლო. ვაჭრობისთვის ჯილდოს ტოკენებში LOOKS და X2Y2 ასევე პლატფორმა  LooksRare სთავაზობდა. 

ასეთი ოპერაციების შედეგად ტოკენების კურსები ეცემოდა, სქემას კი დიდი მოგება აღარ მოჰქონდა. ახლა საკომისიოები ხშირად პოტენციურ ჯილდოს აღემატება, რაც სპეკულანტებს აზარალებს.

როგორ განვასხვაოთ ფიქციური ტრეიდინგი?

ასე გამოიყურება მთელი რიგი ინდიკატორები, რომლებიც, შესაძლოა, ფიქციურ NFT ვაჭრობაზე მიუთითებდეს:

■ სმარტ კონტრაქტის დონეზე, ერთი მისამართი მყიდველიც არის და გამყიდველიც;

■ მოცულობის ხელოვნური გაზრდის მიზნით, რამდენიმე ანგარიშს შორის თანმიმდევრული გარიგებები "აქეთ-იქით" ხორციელდება;

■ ერთი მისამართი ერთ NFT-ზე 3-ზე მეტ გარიგებას ახორციელებს,  ამასთან, მყიდველის დაინტერესების მიზნით, ფასს მუდმივად ამცირებს;

■ მყიდველი და გამყიდველი ტრანზაქციებს ერთი საფულიდან იღებდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის შემოწმება blockchain еxplorer-ის მეშვეობით ადვილადაა შესაძლებელი. 

სად არის ყველაზე მეტი ფიქციური გარიგება?

რესურსს Dune თავის სტატიაში მარკეტფლეისებზე ფიქციური ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა მოჰყავს. 

თუ NFT ვაჭრობის მთლიან მოცულობას ავიღებთ, ყველაზე "ნაგვური" პლატფორმებია LooksRare, Blur, X2Y2 და BitKeep. ფიქციური ოპერაციების თანაფარდობა აქ ხშირად ორგანული გარიგებების რაოდენობას აჭარბებს და 98%-ს აღწევს, ასევე, ფიქციური გარიგებების დიდი რაოდენობა პლატფორმებზე Sudoswap, Element და Gem შეინიშნება.

ფიქციური ვაჭრობის პრობლემა NFT სფეროს რეგულირებამ უნდა მოაგვაროს. მანამდე კი კოლექციების შესახებ ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემსა და პროექტებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, ვინაიდან მათი უმეტესობა ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება.