მუსიკალური NFT თამაში Nvak Collective-ისა და ანიკა როუზისგან

icon ROSE
icon NFT
ფოტო - მუსიკალური NFT თამაში Nvak Collective-ისა და ანიკა როუზისგან
ხმისჩამწერმა ლეიბლმა Nvak Collective, მომღერალ ანიკა როუზთან ერთობლივად, გამოუშვა მუსიკალური ვიდეოთამაში NFT-ების ელემენტებით, რომელიც სიმღერა Bruises-ის მოტივებზე შექმნილი.
თამაში დაყოფილია 3 ინტერაქციულ ნაწილად, რომელთაგან თითოეულში, მომდევნო დონეზე გადასასვლელად, მომხმარებელმა NFT-ები  უნდა იპოვოს. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მოთამაშეს როუზის ფანის სტატუსი ენიჭება. მუსიკალური გამოცდილება სინგლის შექმნის ისტორიასა და მომღერლის განცდების დახვეწილ ლირიკულ მომენტებს ავლენს.

ვიდეოთამაში პროგრამა Unreal Engine 5-ის მეშვეობით შეიქმნა. უფასო თამაში ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც Nvak Collective-ის ვებგვერდზე დარეგისტრირდება. თამაშის გარდა, შეიქმნა VR ოთახი Bruises-ის მუსიკალური კლიპის 360 გრადუსის ფორმატში სანახავად.

ვირტუალურ სივრცეში მოსახვედრად, პლატფორმა  Open Sea-ზე უნდა შეიძინოთ NFT სცენა ამ ვიდეოდან. სულ არსებობს ოთხი NFT კოლექცია კლიპის მომენტების ილუსტრაციებით. გაყიდვა 24 ივნისამდე გრძელდება, მუსიკალური არაჩანაცვლებადი ტოკენების საშუალო ფასი კი 0.0069 ETH-ს შეადგენს.

Nvak Collective და ანიკა როუზი გაათამაშებენ ერთ-ერთ NFT სცენას მათ შორის, ვისაც დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელ Lens-ში მათ ანგარიშები აქვს გამოწერილი.

NFT სცენები, რომლებიც ხსნის წვდომას იმერსიულ მუსიკალურ გამოცდილებაზე, წყარო - Open Sea

NFT სცენები, რომლებიც ხსნის წვდომას იმერსიულ მუსიკალურ გამოცდილებაზე, წყარო - Open Sea

Bruises - მუსიკალური ლირიკა NFT ვიდეოთამაშის ფორმატში

სინგლზე Bruises დაფუძნებული ვიდეოთამაში არის ლეიბლის სტრატეგიული ნაბიჯი გასართობი ელემენტებისკენ, რომელთა მიღება ფანებს მუსიკის მოსმენის შედეგად შეუძლიათ. Nvak Collective იყენებს ვიდეოთამაშს, ვირტუალურ რეალობასა და NFT-ს, რათა შეამციროს დისტანცია მსმენელსა და შემსრულებელს შორის.

ვინაიდან ამ მუსიკალურ გამოცდილებას შეუძლია მოიზიდოს არა მხოლოდ მომღერლის არსებული ფანები, არამედ ვიდეოთამაშების მოყვარულებიც, ეს ანიკა როუზის მსმენელების ბაზის გაფართოებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამაშში ყურადღება ფოკუსირებულია მუსიკასა და ვიზუალურ ეფექტებზე და არა მექანიკაზე.

თავად მომღერლის თქმით, სინგლი და ვიდეოთამაში Bruises მის ღრმად პირად და სენტიმენტალურ ისტორიას შეიცავს. სიმღერა ეძღვნება მის მეგობარს, რომელსაც ფსიქიკური დაავადება აწუხებდა. Bruises საყვარელი ადამიანის დახმარებისა და რთულ დროს მასთან კონტაქტის შენარჩუნების საშუალება გახდა.

ლეიბლ Nvak Collective-ის შესახებ

Nvak Collective არის ამერიკული ხმისჩამწერი ლეიბლი, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს და აინტეგრირებს Web3-ს თავის ყველა პროცესში, რათა გააფართოოს არტისტების ხმა კრიპტოსაზოგადოებაზე. კომპანია, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსმენელებისთვის გასართობი გამოცდილებით  ექსპერიმენტებს ატარებს.

მომღერალ ანიკა როუზთან Nvak Collective 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში მათ დაახლოებით 10 მუსიკალური NFT კოლექციის გამოშვება მოახერხეს. მათ შორისაა ანიკას რემიქსი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Warp Sound-ისგან, მომღერლისა და მუსიკოს Jagwar Twin-ის ტრეკი, სახელწოდებით "Lost" პლატფორმაზე Sound.xyz, ვიდეო აკუსტიკური კონცერტიდან და სხვა.