ОКВ ტოკენი ბირჟისგან OKX

icon OKB
ფოტო - ОКВ ტოკენი ბირჟისგან OKX
2023 წლის თებერვალში, OKB საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ცენტრალიზებული ბირჟების ტოკენების გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა. რას უკავშირდება მომხმარებლების მაღალი ინტერესი ამ მონეტის მიმართ?

ОКВ-ის შემქმნელები და დანიშნულება

OKB საბირჟო ტოკენია. მონეტა ამოქმედდა 2019 წელს, სეიშელის კუნძულებზე მშობელი ბირჟის OKX მუშაობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ. კომპანია დააარსეს ჩინელმა მეწარმემ, პეკინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ბაკალავრმა, მინსინ „Star“ სიუიმ და ბირჟის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ჯეი ჰაომ. CoinMarketCap-ის სპოტური კრიპტოვალუტური ბირჟების რეიტინგში, OKX მე-8 ადგილს იკავებს (2023 წლის თებერვლის მდგომარეობით).

OKX-ს ეკოსისტემაში OKB ტოკენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პირველ რიგში, ტოკენი უზრუნველყოფს ტრანზაქციაზე ფასდაკლებას 40%-მდე (დამოკიდებულია OKB-ების რაოდენობაზე). ფასდაკლების სიდიდეზე ასევე მოქმედებს კონკრეტული მომხმარებლის ვაჭრობის მოცულობა.

მეორეც, ბირჟის OKX Earn პროექტში მონაწილეობით, OKB მფლობელებს პასიური შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

მესამე, OKB იძლევა წვდომას პლატფორმაზე OKX Jumpstart, სადაც მისი განთავსება ჯილდოს სანაცვლოდ არის შესაძლებელი. 

მეოთხე, OKB მფლობელებს აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, რომელიც  OKX-ზე კოტირებულ სხვა ტოკენებსა და ბირჟის ფუნქციონალს ეხება. 

გარდა ამისა, OKB გამოიყენება სპოტური ვაჭრობისა და დერივატივებით ვაჭრობის გასაადვილებლად, ასევე მასშტაბირებადი აპლიკაციების შემუშავებისთვის.

ცენტრალიზებული ბირჟების ტოპ 5 ტოკენი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

წყარო: CoinMarketCap

წყარო: CoinMarketCap

ОКВ-ის თავისებურებები და ტოკენომიკა

თავდაპირველად, OKB ტოკენი შეიქმნა Ethereum-ის (ERC-20 სტანდარტი, PoS ალგორითმი) ბაზაზე. მოგვიანებით გადავიდა საკუთარ ბლოკჩეინზე OKXChain.

OKB-ის თავდაპირველმა ემისიამ 1 მლრდ შეადგინა.

ამასთან, 700 მლნ ტოკენი დაუყოვნებლივ გაიყინა (მათ შორის 300 მლნ მონეტა, რომელიც განაწილდა ბირჟის მომხმარებლებს შორის  ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, და 400 მლნ, რომელსაც OKX-ის გუნდი მართავს).

დარჩენილი 300 მილიონი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 40% - დამფუძნებლები და პროექტი;
  • 10% - ინვესტორები;
  • 50% - AirDrops და ჯილდოები.

OKB-ის ღირებულებისა და მფლობელებისთვის მიმზიდველობის გასაზრდელად, OKX ტოკენებს კვარტალში ერთხელ წვავს. მონეტების გამოსყიდვაზე ბირჟა საკომისიოდან მიღებული სახსრების 30% მიმართავს. 

მშობელი ბირჟის გარდა, OKB ივაჭრება ბევრ სხვა პლატფორმაზეც. ტოკენის მთლიანი სავაჭრო მოცულობის დაახლოებით 50% OKX-ზე მოდის.

ОВК-ის კურსის დინამიკა 2019-2023 წლებში

წყარო: CoinMarketCap

წყარო: CoinMarketCap

  • OKB-ის დღიური ვაჭრობის მოცულობა 2023 წლის თებერვლის ბოლოს $56,6 მლნ იყო
  • ამავე პერიოდში, ტოკენი $52 ღირდა. ეს არის მაქსიმუმი პროექტის დაარსების დღიდან.
  • საბაზრო კაპიტალიზაცია  $3,12 მილიარდია
  • მიმოქცევაში არსებული მიწოდება 300 მლნ.