OP: L2-ბლოკჩეინის, Optimism-ის მმართველობითი ტოკენი

icon OP
icon ETH
ფოტო - OP: L2-ბლოკჩეინის, Optimism-ის მმართველობითი ტოკენი
Optimism - არის მეორე დონის ბლოკჩეინი, რომელიც Ethereum-ის მასშტაბირებისთვის არის შექმნილი. პროექტს მართავს საზოგადოება Optimism Collective, რომელიც OP ტოკენის მფლობელებს აერთიანებს. Optimism-ის საზოგადოება დაყოფილია ორ მიმდინარეობად: Token House და Citizens House.
Token House არის OP მონეტების მფლობელთა გაერთიანება, რომლებიც ბლოკჩეინის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და კენჭისყრებზე არიან პასუხისმგებელნი. მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ  Optimism-ის ტოკენებს, შეუძლიათ უშუალო მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში ან გადასცენ საკუთარი ხმის უფლება სხვა უფლებამოსილ მონაწილეს.

საზოგადოების განსახილველად გამოტანილი თემები შეიძლება იყოს:

  • მმართველობის ფონდისთვის გრანტების გამოყოფა;
  • Optimism-ის ქსელის განახლება;
  • ტოკენომიკის ცვლილება;
  • მაღალი თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა;
  • ხაზინისთვის სახსრების გამოყოფა.

Citizens House დაკავებულია საზოგადო მნიშვნელობის მქონე ბლოკჩეინ-სტარტაპების დაფინანსების დეცენტრალიზებული მართვით DAO-ების, ორაკულებისა და სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით.

OP-ის ტოკენომიკა

OP ტოკენების საწყისი მიწოდება (ICO) 2022 წლის 31 მაისს შედგა. airdrop-ის საშუალებით, დაახლოებით 200 ათასმა მისამართმა 200 მილიონი OP ტოკენი მიიღო. ერთი ტოკენის ფასი  3 დოლარს შეადგენდა (ანუ, ფაქტობრივად უფასო იყო). თუმცა, ტოკენის განაწილების წარუმატებელი სტრატეგიის გამო, OP-ის ღირებულება ლისტინგის მომდევნო თვეში 0,5$-მდე შემცირდა. 2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ტოკენის ფასი $2.63 იყო .

სტატიის მომზადების მომენტისთვის, OP ტოკენი CoinMarketCap-ის რეიტინგში მე-78 ადგილზე იყო 548 მილიონი აშშ დოლარის კაპიტალიზაციით. მიმოქცევაში არსებული მიწოდება 335,3 მილიონ ტოკენს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ემისია 4,2 მილიარდი OP ტოკენით შემოიფარგლება.

Optimism-ის ტოკენები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 25% გადაეცემა ეკოსისტემის სხვადასხვა ფონდს;
  • 20% განკუთვნილია Optimism-ის ბლოკჩეინზე გაშვებული სოციალური კრიპტოსტარტაპების დასაფინანსებლად;
  • ლოიალური მომხმარებლების რეტროდროპებზე 19%-ია  გამოყოფილი, საიდანაც 5% ტოკენების პირველ უფასო დარიგებაზე დაიხარჯა;
  • Optimism Collective-ის მონაწილეებს - 19%;
  • ინვესტორებს — 17%.
Optimism-ის ტოკენების განაწილების ინფოგრაფიკა, წყარო — optimism.io

Optimism-ის ტოკენების განაწილების ინფოგრაფიკა, წყარო — optimism.io

ინვესტორებისთვის და ძირითადი მეანაბრეებისთვის განკუთვნილი ტოკენების გაყიდვა შეუძლებელი იქნება ტოკენის ICO-ს მომენტიდან 2 წლის განმავლობაში.

განაწილების პოზიტიურ მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ტოკენების მთლიანი მიწოდების 17% ინვესტორებს, ხოლო 25% ეკოსისტემის ფონდს გამოეყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Optimism-ი პროექტის შემდგომ განვითარებაზე, და არა სპონსორების მოგებაზეა ორიენტირებული.

რა არის L2-ბლოკჩეინი Optimism?

Optimism არის მეორე დონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინი Ethereum ქსელისთვის, კერძოდ, ის მიეკუთვნება Layer 2-ის ისეთ ტიპს, როგორიცაა Optimistic Rollups. გადაწყვეტილება  წარმოადგენს ბლოკების ჯაჭვს , რომელიც ძირითადი ქსელის თავზე მუშაობს, მასზე არსებულ დატვირთვას ამცირებს და  ხელს უწყობს მის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

Optimism-ი ეხმარება Ethereum-ის მასშტაბირებას იმით, რომ ყველა გამოთვლებსა და ტრანზაქციებს ბლოკების საკუთარ ჯაჭვში აწარმოებს. მაგრამ,  მონაცემთა შემოწმებას და  უსაფრთხოებას Layer 1 უზრუნველყოფს.
Optimism-ის საიტის მთავარი გვერდი

Optimism-ის საიტის მთავარი გვერდი

L2 ბლოკჩეინის ეკოსისტემაში ისეთი დეცენტრალიზებული აპლიკაციები შედის, როგორიცაა Synthetix (SNX), Uniswap (UNI), Velodrome (VELO) და სხვა 90 პროტოკოლი. პლატფორმაზე TVL-ის მაჩვენებელი  500 მილიონ დოლარს შეადგენს.

Optimism-ის მონაცემების სტატისტიკა 2022 წლისთვის:

  • შეიქმნა 7000-მდე სმარტ-კონტრაქტი;
  • დაემატა 300 000 ახალი მისამართი;
  • განხირციელდა  17,4 მლრდ დოლარის ტრანზაქციები;
  • მიღებულია 24,5 მლნ დოლარის შესოავალი.

Dune Analytics-ის ინფორმაციით, Ethereum-ის მეორე დონის მთავარი ბლოკჩეინი  24 საათში 111000 ტრანზაქციას ამუშავებს, რომლებიც 63-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე Layer 1-ის ჯაჭვზე.

Optimism-ის დამფუძნებლები და პარტნიორები

მეორე დონის ბლოკჩეინი 2019 წელს ჯინგლან ვანის, კარლ ფლორშისა და კევინ ჰოს მიერ შემუშავდა. თავდაპირველად Optimis-ი  Uniswap-ის სატესტო ვერსიის, დეცენტრალიზებული ბირჟა Unipig-ის გასაშვებად გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც ახალი ბლოკჩეინ-პროექტის გუნდი Optimistic Rollups-ის ტიპის Layer 2-ის ეფექტიანობაში დარწმუნდა, მან 2020 წელს კიდევ ერთი სატესტო ჯაჭვი განათავსა. ძირითადი  ქსელი 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდა.

ბლოკჩეინ- ეკოსისტემის განვითარებაზე პასუხისმგებელია არაკომერციული ორგანიზაცია Optimism Foundation. მისი დამფუძნებლები არიან ჯინგლან ვანი, ბენ ჯონსი, ევა ბეილინი და სხვები. კომპანიის სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს .

Optimism-ის ახლო პარტნიორია Paradigm, რომელიც მონაწილეობდა დაფინანსების ყველა რაუნდში 2020 წლიდან 2022 წლამდე. პროექტს ასევე მხარს უჭერენ ისეთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიები, როგორიცაა IDEO Colab Ventures, Andreessen Horowitz და a16z.