Overlord: ეკოსისტემა, რომელშიც სულის ჩადება გინდა

icon RVN
ფოტო - Overlord: ეკოსისტემა, რომელშიც სულის ჩადება გინდა
Web3 პროექტები არ არის მხოლოდ დამოუკიდებელი კრიპტოვალუტები, NFT ან თამაშები. სულ უფრო მეტი დეველოპერი ქმნის მულტივერტიკალურ ეკოსისტემებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს იპყრობენ.
ასეთი პროექტებს სათამაშო პლატფორმა Overlord განეკუთვნება. ის Pokémon-ის ეკოსისტემის სტრატეგიითაა შთაგონებული და აქვს მკაფიო მიზანი - მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოიზიდოს 100 მილიონი მომხმარებელი სამყაროში, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ ელემენტებს აერთიანებს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Overlord-ის ბრენდის საფუძველი მულტიპლატფორმული, მულტიჟანრული თამაშების ეკოსისტემაა. აქ მომხმარებლები  შეძლებენ მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერებისთვის პროექტების არჩევას, რომლებიც წამყვანი სათამაშო სტუდიების მიერ არის შემუშავებული.
თამაშები AAA Web2 თამაშების ხარისხს შეესაბამება, რომელთაგან თითოეული აგროვებს ცოდნის თავისებურ ავლა–დიდებას Overlord-ის ფართო სამყაროში - მუდმივად განვითარებად ისტორიაში ახალი პერსონაჟებით, გამოწვევებითა და დაპყრობებით
, - აღნიშნულია ეკოსისტემის ბლოგში Medium-ზე.
შის პროექტების შემუშავებაში ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  • გართობა პრიორიტეტია. ეკოსისტემაში იქნება მხოლოდ ის თამაშები, რომლების თამაშიც ნამდვილად მოუთმენლად სურს ყველას;
  • Web2-თან თავსებადობა და ბლოკჩეინის შეუმჩნევლობა. გეიმერებმა Web3 სივრცის ყველა უპირატესობით დამატებითი ცოდნისა და უნარების გარეშე უნდა ისარგებლონ;
  • play-and-earn. ეკოსისტემის პროექტები საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ და ორგანულად გამოიმუშაოთ სახსრები;
  • სოციალური მიმზიდველობა. შემუშავების პროცესში პრიორიტეტს ანიჭებენ მრავალმომხმარებლიან თამაშებსა და შეთავაზებებს სტრიმინგ  სერვისებისთვის;
  • სამომხმარებლო კონტენტი. Overlord-ში გეიმერებს თამაშების შექმნასა და მასშტაბირებაში უშუალო მონაწილეობა შეუძლიათ.
  • უფასო წვდომა

Overlord-ის სათამაშო ეკოსისტემის გამორჩეული თვისება  პროექტების თავსებადობა და კომპონირებაა. გეიმერებს სთავაზობენ სხვადასხვა თამაშებს შორის მეტამონაცემებისა და აქტივების გადატანას ან მათ საფუძველზე სხვადასხვა ფორმატის ახალი შემუშავებების შექმნას. შემქმნელების თქმით, ასეთი მიდგომა ეკოსისტემის განვითარებას დააჩქარებს და მოთამაშეებს სამყაროს უსასრულო ძიებით გაიტაცებს.

ბლოკჩეინ გეიმინგი Overlord-ის საკვანძო, მაგრამ არა ერთადერთი ვერტიკალია. აუდიტორიის გასაფართოებლად შემქმნელები ასევე აპირებენ გამოიყენონ NFT-ები, ანიმაციური სერიალები, ბრენდირებული ტანსაცმლის კოლექციები, კომიქსები, სათამაშოები და საკუთარი ტოკენი.

Creepz by Overlord

წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

ეს არის ეკოსისტემის გენეზისური კოლექცია, რომელიც მომხმარებლებს სამყაროს მთავარ გმირებს - ხვლიკებს აცნობს. უზენაესი მმართველის მეთაურობით, ისინი დედამიწაზე ჩამოვიდნენ სრულიად პროგნოზირებადი განზრახვით - პლანეტის ხელში ჩაგდება და კაცობრიობის დამონება. სხვათა შორის, Overlord მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა გალაქტიკებს, რომელთაგან პირველი ლემურიაა.

სტატიის მომზადების მომენტში Creepz by Overlord-ის კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია 35 582 ETH-ს შეადგენს, NFT-ების ფასი კი 1,95 ETH-დან იწყება. ხვლიკების პოპულარობა Spotify-თან კოლაბორაციის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. 

Creepz by Overlord-ის გარდა, სამყარო მოიცავს კიდევ ექვს კოლექციას - Creepz Invasion Pass, Floor X Creepz, Creepz Shapeshifterz, Creepz Mega Shapeshifterz, Creepz Loomi Vault და Creepz Reptile Armory. მათი როლი ეკოსისტემაში მოგვიანებით გაირკვევა.

TV-ანიმაცია

ეკოსისტემა თანამშრომლობს სეთ გრინის საპროდიუსერო კომპანიასთან Stoopid Buddy Stoodios. Creepz-ის ხვლიკებს ექნებათ საკუთარი ანიმაციური სერიალი, რომელიც მსხვილ სტრიმინგ პლატფორმაზე გამოვა. Overlord ასევე თანამშრომლობს ალტერნატიულ მედიასთან და ახალი ციფრული საზოგადოებების შექმნას აპირებს.

ბრენდის ფორმირება

Overlord-ს პოპულარიზაციას უწევს გლობალური მმართველობითი და გასართობი კომპანია Three Six Zero და ნიჭიერთა ძებნის სააგენტო WME. მათი მიზანი არის ეკოსისტემის პოპულარიზაცია მედიასთან, სათამაშო და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან პარტნიორობის მეშვეობით.

ნატიური ტოკენი

Overlord-ის ნატიური ტოკენი გახდება ეკოსისტემის კომპონენტი, რომელიც გააერთიანებს მის სხვადასხვა შემადგენელს. სამყაროს შემქმნელთა მოთხოვნების თანახმად, ის მომხმარებელთათვის მოსახერხებელი და მიმზიდველი უნდა იყოს. ტოკენის აიდროპი  Creepz-ის ყველა მფლობელისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ტანსაცმლისა და ფიზიკური სამყაროს სხვა ნივთების კოლექცია

მოდური ბრენდი Creepz იქნება Overlord-ის, West Brand Lab-ისა და ისეთი fashion გიგანტების ყოფილი ტოპ-მენეჯერების კოლაბორაციის შედეგი, როგორიცაა Lululemon, Puma, Levis და Nike. ეკოსისტემა ასევე გეგმავს კომიქსების, სათამაშოებისა და სხვა პროდუქტების გამოშვებას, რომლებიც თხრობას ციფრული სამყაროდან ფიზიკურში გადაიტანენ.

Overlord არის Web3 ეკოსისტემა, რომელიც, ფაქტობრივად, მომხმარებლის ყველა კარზე აკაკუნებს. არ არის გამორიცხული, რომ Marvel-ს, Disney-ს და Harry Potter-ის სამყაროს სერიოზული კონკურენტი გაუჩნდეს.