Pepe Coin — Twitter-ის სათაურებში

ფოტო - Pepe Coin — Twitter-ის სათაურებში
Pepe Coin ახლახან ამოქმედდა, მაგრამ მის შესახებ Twitter-ზე უკვე ბევრს საუბრობენ.
თუკი მიმ მონეტები სეზონის ახალი ჰიტია, მაშინ Pepe Coin ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. მონეტაზე, რომელიც 17 აპრილს გამოვიდა, გამოსახულია საკულტო ბაყაყი პეპე. ის უკვე Twitter-ის სათაურებშია.

Pepe Coin, რომელიც თავის თავს არსებულ კოინებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელ მიმ მონეტას უწოდებს, თვლის, რომ მიმკოინები ისევ დიადი უნდა გახდეს - მინიშნება დონალდ ტრამპის 2016 წლის ცნობილ საარჩევნო სლოგანზე.

მონეტის Twitter-ის ანგარიში ასახავს პეპე ბაყაყის არსს: მონეტა მუდმივად აქვეყნებს ახალ მიმებს, მაგალითად, Illuminatipepe-ს, შეთქმულების თეორიის მომხრეებისა და მათი ცნობილი "illuminati confirmed-ის" მხარდასაჭერად. 
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

სხვა კადნიერ ტვიტებში ვკითხულობთ: "შეწყვიტე ნერვიულობა. სულ ეს არის, რაც უნდა გააკეთო. უბრალოდ წარმოიდგინე $pepe ყოველ ჯერზე, როდესაც ბრაზობ, მოიწყენ, ღელავ, ეჭვიანობ და ა.შ. 

Სტატიის მომზადების მომენტისთვის მონეტა $0.000000225-ად ივაჭრება. CoinMarketCap-ის მონაცემები დადებით ტენდენციას აჩვენებს: ამოქმედების დღიდან Pepe Coin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

მონეტა ხელმისაწვდომია მრავალ ბირჟაზე, რომელთა შორისაა  Uniswap, Poloniex, Huobi და Gate.io.
წყარო: Coinmarketcap

წყარო: Coinmarketcap

Პროექტის გუნდი აცხადებს, რომ აირდროპების ჩატარებას არ აპირებს.

“შეგახსენებთ, რომ $PEPE-ს  ა რ ა ს ო დ ე ს ექნება აირდროპი. არ წამოეგოთ უთვალავ თაღლითურ სქემას. იყავით ფხიზლად და დაიცავით თქვენი აქტივები, ნუ მიუერთებთ თქვენს საფულეებს“, - ნათქვამია Pepe Coin-ის შეტყობინებაში.

არ არის გადასახადები, არ არის პრობლემა

მონეტა აშკარად კონკურენციაშია სხვა მიმ პროექტებთან, პირველ რიგში, Dogecoin-სა და Shiba Inu-სთან.

"პეპეს მობეზრდა იმის ყურება, რომ ყველა თამაშობს დელიკატურ თამაშს ShibaCumGMElonKishuTurboAssFlokiMoon Inu გაუთავებელი წარმოებული მონეტებით. Inu-მ მიიღო თავისი დიდების წუთი.  დადგა დრო, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობადი მიმი გახდეს მიმების მეფე“, - ნათქვამია მონეტის ვებგვერდზე.

ცხადია, რომ Pepe Coin-ის მიზანი არის კონკურენციის გაწევა ისეთი წამყვანი მიმკოინებისთვის, როგორებიცაა Dogecoin და Shiba Inu, მაგრამ ამის გარდა მონეტა, ასევე, წინ სწევს სლოგანს "არ არის გადასახადები, არ არის პრობლემა. ეს ხომ ასე მარტივია".

ტოკენების 93.1% გაგზავნილია ლიკვიდობის პულში, LP-ების  ტოკენები დამწვარია, კონტრაქტი  შეწყვეტილია. მარაგის  დარჩენილი 6.9%  ინახება multisig-საფულეში მომავალი ცენტრალიზებული ბირჟებისთვის, ხიდებისა და ლიკვიდობის პულებში ტოკენების სახით გამოყენების მიზნით. მონეტის შემქმნელები განმარტავენ, რომ ამ საფულის მონიტორინგი ადვილად შესაძლებელია სახელით ENS pepecexwallet.eth.

მიმ პროექტს გააჩნია სამეტაპიანი საგზაო რუკა: ამოქმედება, CEX ლისტინგი და დომინირება ბაზარზე.
წყარო: Pepe Coin site

წყარო: Pepe Coin site

ბაყაყი პეპე ამერიკელმა მხატვარმა, მეტ ფიურიმ შექმნა. პერსონაჟის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ნახეთ დოკუმენტური ფილმი Feels Good Man. რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მიღებული.  

მონეტის შესახებ უფრო მეტს Gagarin News-ის ვრცელი მიმოხილვიდან შეიტყობთ. 

მანამდე Gagarin News მიმკოინ Good Gensler-ს (GENSLR) მოჰფინა ნათელი