Pepe-მ ჩაილურის წყალი დალია. ჯერჯერობით

ფოტო - Pepe-მ ჩაილურის წყალი დალია. ჯერჯერობით
ყველაფერი კარგი ოდესღაც მთავრდება. გამონაკლისი არც მონეტა Pepe-ს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.
დროა გამოფხიზლდეთ და დატოვოთ მიმ წვეულება.

მონეტა Pepe, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი იყო, ტრეიდერებში ახლა პოპულარობით აღარ სარგებლობს.

Coinmarketcap-ის მონაცემებით, გასულ კვირას Pepe-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდზე მეტით შემცირდა იმ პიკთან შედარებით, რომელიც 5 მაისს დაფიქსირდა.

სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, მიმკოინის ფასი $0.0000042-დან $0.0000016-მდე დაეცა.
მიმკოინის ფასის დინამიკა. წყარო: Coinmarketcap

მიმკოინის ფასის დინამიკა. წყარო: Coinmarketcap

დაცემის მიუხედავად, ზოგიერთი კრიპტოვეშაპი მონეტის ყიდვას განაგრძობს. მაგალითად, Machi Big Brother, რომელიც მეწარმე ჯეფრი ჰუანგის ნიკნეიმია. Lookonchain-ის მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში Pepe-ში მან 73.4 ETH ჩადო.

აღსანიშნავია, რომ ტვიტერის ბევრმა მომხმარებელმა მსგავსი ქმედების რაციონალურობა ეჭვქვეშ დააყენა. მომხმარებელმა, სახელად Ambitiouslifestyle.eth, დაწერა: "მან იცის, რომ საბოლოოდ ასე დაფარავს თავის NFT სათამაშო ვალს, რომელიც Blur-ის ფერმაში დააგროვა, აჰა ჰა“.
მომხმარებელ Ambitiouslifestyle.eth-ის ტვიტი. წყარო: Twitter

მომხმარებელ Ambitiouslifestyle.eth-ის ტვიტი. წყარო: Twitter

გაურკვეველია, რა ელის Pepe-ს მომავალში.

ამასობაში, დღეს Coinbase მიმ საზოგადოებასთან კამათში აღმოჩნდა ჩათრეული მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ელექტრონულ წერილში ბაყაყ Pepe-ს ალტ-მემარჯვენეების მოძრაობასთან დაკავშირებული "სიძულვილის სიმბოლო" უწოდა.

მანამდე Gagarin News წერდა, რომ ბაყაყი Pepe Twitter-ის სათაურებში მოხვდა.