პიტერ შიფი: ოქრო კარგია, მაგრამ ორდინალები უკეთესია

ფოტო - პიტერ შიფი: ოქრო კარგია, მაგრამ ორდინალები უკეთესია
ცნობილმა კრიპტოსკეპტიკოსმა, ეკონომისტმა და ოქროს მტკიცე მხარდამჭერმა, პიტერ შიფმა, კრიპტოსამყარო მოულოდნელი სალტოთი გააოცა. ბიტკოინის მიმართ თავისი საჯარო ოპოზიციური დამოკიდებულების მიუხედავად, შიფმა აამოქმედა საკუთარი NFT კოლექცია ბიტკოინ პროტოკოლზე Ordinals.
მცირე წინაისტორიით დავიწყოთ. საინვესტიციო კომპანია Pacific Capital-ის დამფუძნებელი პიტერ შიფი ცნობილია თავისი დიდი ხნის უარყოფითი პოზიციით ციფრული აქტივებისა და ზოგადად ციფრული ეკონომიკის მიმართ. ის ბიტკოინ მაქსიმალისტებისთვის მოსახერხებელ სამიზნედ იქცა, როდესაც მოუწოდებდა, BTC ოქროზე გაეცვალათ და პირველი კრიპტოვალუტის ფასის 10000 დოლარამდე დაცემას პროგნოზირებდა.

მაგრამ ცოტა ხნის წინ, ბიტკოინის მოძულემ მოულოდნელი რამ ჩაიდინა: მან საკუთარი ორდინალების გამოშვება დააანონსა. კოლექცია, სახელწოდებით "ოქროს ტრიუმფი", აუქციონზე, ცალ-ცალკე ღონისძიებაზე, 2 და 9 ივნისს გაიყიდება. პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იქნება NFT-ები, ხოლო მეორე აუქციონზე კი - ფიზიკური ნამუშევრები.

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ინვესტორმა ახალი ამბავი Twitter-ზე  გააზიარა, მან კრიპტოსაზოგადოებისგან ასობით რეპოსტი და შეტყობინება მიიღო. საზოგადოება ირონიულად მიესალმა თავის რიგებში მას, ვინც ბიტკოინს "პონცის სქემად" თვლიდა.
შეტყობინება, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია წყარო: Twitter

შეტყობინება, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია წყარო: Twitter

კომპანიას Binance-ის ხელმძღვანელიც კი შეუერთდა: "მიხარია, რომ შიფიც ბიტკოინზე გადაერთო", - უპასუხა CZ-მ ცნობილი კრიპტომოძულის ტვიტს.

შიფმა, რომელიც ასეთ რეაქციას არ ელოდა, სახის შენარჩუნება სცადა და უპასუხა, რომ ბიტკოინი მას არ აინტერესებდა. რომ მას მხოლოდ ხელოვნებისა და საავტორო უფლებების საკითხი ადარდებს.

"ბიტკოინზე არ გადავერთე. აქ ღირებულია ხელოვნება - უნიკალურად შეღებილი ნამუშევარი და შეზღუდული ტირაჟით ხელმოწერილი NFT-ები. პროტოკოლი Ordinals იძლევა დამატებით ღირებულებას, საკუთრების უფლების შემოწმების თვალსაზრისით".

საუბარში ცნობილი ბრიტანელი კრიპტოპოდკასტერი პიტერ მაკკორმაკიც ჩაერთო. მან განაცხადა: "ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ პროტოკოლი ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელოვნების ნამუშევრების გადამოწმებაში გვეხმარება… კარგით რა, თქვენ ძალიან ახლოს ხართ!"

შიფმა სცადა აეხსნა, რომ მას მხოლოდ სატოშები სჭირდებოდა და არა BTC. ის ხაზს უსვამდა ტოკენის როლს საკუთრების უფლების დადასტურებაში. მაკკორმაკი მოთმინებით განმარტავდა, რომ სატოშები ამ კონტექსტში მართლაც ბიტკოინია და შიფმა უნებლიედ აღიარა, რომ ბიტკოინს ღირებულება გააჩნია. თუმცა, შიფი გამალებით ამტკიცებდა, რომ სატოშები ფული კი არა, არამედ უბრალოდ საკუთრების განმარტებაა.

"სატოშები ფული არ არის“ - ამ სიტყვების შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ინვესტორი უკვე მრავალი წელია აკრიტიკებს იმას, რაზეც მას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

პიტერის ყველა მიმდევარი მაკკორმაკივით მომთმენი არ აღმოჩნდა. მკითხველთა უმეტესობა სიამოვნებით აკრიტიკებდა ბიტკოინ სკეპტიკოსს, რომელიც მოუქნელად ცდილობდა ერთდროულად ორ სკამზე დამჯდარიყო. აბა რა! ბოლოს და ბოლოს, NFT კოლექციის გაყიდვა, რომელიც უკვე გაუკეთეს ასეთი ხმაურიანი პიარი, გამოცდილ ინვესტორს სოლიდურ თანხას მოუტანს.
კრიპტოსაზოგადოების წევრებმა შიფს დასცინეს. წყარო: Twitter

კრიპტოსაზოგადოების წევრებმა შიფს დასცინეს. წყარო: Twitter

ზოგიერთმა ივარაუდა კიდეც, რომ შიფი ახლა აუქციონზე უარს იტყვის, რათა სახე შეინარჩუნოს. აღიარებს თუ არა პიტერი თავის შეცდომას ღიად, თუ ამჯობინებს ფულის გამომუშავებას ორდინალების გაყიდვით და კვლავ დაიწყებს საუბარს "ჰოლანდიურ ტიტებსა“ და "ბიტკოინის ბუშტებზე", უცნობია.

მაგრამ ერთი რამ უდავოა: ეს საჩვენებელი ისტორია მეხსიერებაში უნდა შენარჩუნდეს.