Polygon-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე zkEVM-ს აამოქმედებს

ფოტო - Polygon-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე zkEVM-ს აამოქმედებს
Polygon-ის zkEVM ქსელის შემუშავება ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა. მისი მიზანი იყო უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ისეთივე დონის შენარჩუნებით, როგორიც Ethereum-ს გააჩნია.
zkEVM-ის დახმარებით ახლა შეგიძლიათ განათავსოთ Ethereum–ის ნებისმიერი პროგრამა დამატებითი მოდიფიკაციების გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ Ethereum–ის დეველოპერის უკვე არსებული ინსტრუმენტები და სტანდარტული საფულეები.

ტესტნეტზე დაახლოებით 6000 სმარტ–კონტრაქტი წარმატებით და უპრობლემოდ იქნა განლაგებული.

დღეს, YouTube-ზე პირდაპირ ეთერში, ვიტალიკ ბუტერინი  პირველ სიმბოლურ ტრანზაქციას შეასრულებს zkEVM-ზე.

GC
GN Crypto
ავტორი