Pump-and-Dump კრიპტოვალუტის მასობრივ დანერგვას ართულებს

ფოტო - Pump-and-Dump კრიპტოვალუტის მასობრივ დანერგვას ართულებს
კრიპტოსივრცეში ისევ საკმაოდ ბლომადაა Pump-and-Dump სქემები და ეს პრობლემაა.
ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ ახალ პოსტში ნათქვამია, რომ 2022 წელს გამოშვებული 40,521 ტოკენიდან 24% სავარაუდოდ ტიპიურ Pump-and-Dump სქემებს წარმოადგენს.  

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Pump-and-Dump სქემები კრიპტოსამყაროში გავრცელებულია "შედარებითი სიმარტივის გამო, რომლითაც ბოროტმოქმედს ახალი ტოკენის გამოშვება, ან მისი ხელოვნური გაბერილი ფასისა და "ქაღალდზე" აღნიშნული კაპიტალიზაციის განსაზღვრა შეუძლია, რისთვისაც ის ვაჭრობის პირველად მოცულობის ამოქმედებასა და მიმოქცევაში არსებული მიწოდების კონტროლს მიმართავს". კომპანიას მოჰყავს ილუსტრაცია, თუ როგორ გამოიყურება ტიპური სცენარი გრაფიკზე (იხ. ქვემოთ).

მასში შემქმნელმა გამოუშვა ტოკენის სმარტ კონტრაქტი და  2021 წლის დეკემბერში დააფინანსა მისთვის ახალი ლიკვიდობის პული პოპულარულ დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX). მისი პოპულარიზაციისთვის ის სოციალურ ქსელებს იყენებდა და ასობით მსხვერპლი მიიზიდა, რომლებმაც მონეტის ფასი რამდენიმე საათის განმავლობაში გაზარდეს. შემდეგ ის იცილებს  ყველა ტოკენს, პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს მყიდველს, რომელმა 20 000 დოლარზე ნაკლები გამოიმუშავა.
წყარო: Chainalysis

წყარო: Chainalysis

Chainalysis აღნიშნავს, რომ შესაძლოა ზოგიერთ გუნდს, რომელიც  2022 წელს ტოკენების გამოშვებაზეა პასუხისმგებელი, სურდა, ყველაფერი სწორად გაეკეთებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა საბაზრო რყევებია და ციფრული აქტივების სფეროში ბაზრის შესაქმნელად ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო.

თუმცა, ყველაზე პროდუქტიულმა სავარაუდო Pump-and-Dump ტოკენების შემქმნელმა, რომლის იდენტიფიკაცია კომპანიამ მოახდინა, 2022 წელს მთელი 264 ტოკენი გამოუშვა. 

„ბევრი თვლის, რომ კრიპტოვალუტა გარდამტეხ მომენტს  უახლოვდება, რამაც შეიძლება მასობრივი დანერგვა გამოიწვიოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რთული, თუ ფართო საზოგადოება აღიქვამს კრიპტოვალუტას, როგორც Pump-and-Dump სქემებით გაჯერებულს, რომლებიც ახალბედების გასაძარცვად შეიქმნა“, - წერს კომპანია.

მანამდე Gagarin News წერდა სოციალური მედიის სამი თაღლითობის შესახებ, რომელთაც უნდა ერიდოთ, ასევე პოპულარულ თაღლითობებზე ტელეგრამში.