პლატფორმა და ტოკენ Qtum-ის მიმოხილვა

ფოტო - პლატფორმა და ტოკენ Qtum-ის მიმოხილვა
Qtum ღია საწყისი კოდის მქონე, საჯარო ბლოკჩეინ პლატფორმაა. მისმა დეველოპერებმა ბიტკოინისა და ეთერის ბლოკჩეინების უპირატესობების ერთ ქსელში გაერთიანება სცადეს.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი Qtum?

ბლოკჩეინი Qtum კონსენსუსის მექანიზმს Proof-of-Stake (PoS) იყენებს და პირველი ქსელია, რომელიც მუშაობისას დეცენტრალიზებული მმართველობის პროტოკოლს (DGP) ხმარობს. DGP-ის თავისებურება ის არის, რომ ის სმარტ კონტრაქტების დახმარებით ოპერაციების შესრულებისას პარამეტრების შეცვლის საშუალებას იძლევა. 

პროექტი Qtum ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის კი არა, არამედ მსხვილი საწარმოებისთვის ამოქმედდა. პრეზენტაციაზე, რომელიც 2017 წელს გაიმართა, დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი ტექნოლოგიური კომპანიების ყურადღების მიპყრობა იყო. ამისთვის მათ ბლოკჩეინზე dApps-ის შექმნის შესაძლებლობებს სთავაზობდნენ, რომელთა ინტეგრაცია ნებისმიერ სისტემასა და მოწყობილობასთან, მათ შორის სმარტფონებთან ადვილად იყო შესაძლებელი. პროტოკოლი BTC ტრანზაქციის განხორციელების მოდელს ერთდროულად იყენებს და მომდევნო ეტაპზე მათ რამდენიმე გლობალური განაწილებული კომპიუტერის დამუშავებაში რთავს, რომლებიც Ethereum-ის ვირტუალური მანქანის (EVM) მსგავსად მუშაობს.

ქსელს Qtum ამავე სახელწოდების utility-ტოკენი აქვს. მომხმარებლები QTUM-ის პლატფორმის სერვისებისა და ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად იყენებენ.

რა თავისებურებები აქვს კრიპტოვალუტას Qtum?

თავდაპირველად QTUM-ის ემისია 100 მილიონ ტოკენს შეადგენდა.
წლიური ინფლაციის შენარჩუნება 1%-ზე იყო დაგეგმილი. ამისათვის კოდში ჩაიწერა ალგორითმი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ახალი ტოკენების ორჯერ შემცირებას ითვალისწინებდა, სანამ QTUM 2045 წელს მაქსიმალურ შემოთავაზებას, 107 822 406 მონეტას არ მიაღწევდა.

ვინაიდან QTUM პლატფორმის სმარტ კონტრაქტების გამოყენებისას საკომისიოების გადასახდელად არის საჭირო, მონეტაზე მოთხოვნის მთავარი წყარო დეველოპერები და კომპანიები არიან, რომლებიც ტოკენის მშობლიურ ბლოკჩეინს იყენებენ.

ანუ, ფასის მოძრაობის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია, პლატფორმის ფუნქციონალის ხარისხზე ვიმსჯელოთ, როგორ მუშაობს Qtum-ის გუნდი ქსელის პოპულარიზაციასა და მის საფუძველზე აგებული dApps-ის რაოდენობაზე.

QTUM-ზე მოთხოვნის კიდევ ერთი წყარო ჯილდოებია, რომლებსაც პროექტი სტეიკინგის სანაცვლოდ სთავაზობს. ნებისმიერს შეუძლია, თავისი QTUM-ები გაყინოს, რათა ბლოკის ჯილდოებისა და საკომისიოების წილი მიიღოს. 

პროექტის ამოქმედებისას კრიპტოვალუტა Qtum-ის ფასი $6,18-ს შეადგენდა. ისტორიული მაქსიმუმი 2018 წლის იანვარში დაფიქსირდა - $86,3. ახლა ტოკენი, ისევე როგორც მთელი ბაზარი, კრიპტოზამთრის გავლენის ქვეშ იმყოფება და $2-ად ივაჭრება ბირჟებზე:

● Binance
● Kraken
● Bitfinex
● Bithumb

Utility-ტოკენების, Qtum-ის შესანახად სპეციალური საფულის, Qtum Core-ის სამი ვერსია შეიქმნა: Windows-ისთვის, Mac-ისთვის და Linux-ისთვის.

რა არის ცნობილი Qtum-ის დამაარსებლის შესახებ?

კრიპტოსამყაროში Qtum-ის პროექტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, რომელსაც შეგვიძლია, ფრთხილი ცნობისმოყვარეობა ვუწოდოთ. მისმა დამფუძნებელმა პატრიკ დაემ სახელიც კი შეიცვალა (მანამდე ის სტივენ დაეს სახელით იყო ცნობილი), რათა ის თაღლითური პროექტის, BitBay-ის ტექნიკური დირექტორისა და თანადამფუძნებლის რანგში აღარ ეხსენებინათ. მას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ პროექტის დატოვებისას, მან დეველოპერებისა და ICO-ს ჩატარების შემდეგ მიღებული მთელი ფული წაიღო. გარდა ამისა, Qtum-ის ძირითად ინვესტორად როჯერ ვერი იქცა, რომელიც კრიპტოსაზოგადოებაში ნდობით ასევე არ სარგებლობს. 

მიუხედავად იმისა, რომ პატრიკ-სტივენ დაე თავის დანაშაულს უარყოფს, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენის სახელი მან კარგა ხანია აიკიდა. რა თქმა უნდა, ეს პროექტის რეპუტაციასა და პოპულარიზაციაზე უარყოფითად აისახება. 

ამიტომ, თუ ტოკენში Qtum თანხის ჩადებას გადაწყვეტთ, გირჩევთ,  ფრთხილად იყოთ და დიდი ინვესტიციები არ განახორციელოთ.