RADIX (XRD) - განაწილებული რეესტრის, Radix-ის ნატიური ტოკენი

icon XRD
icon FOR
ფოტო - RADIX (XRD) - განაწილებული რეესტრის, Radix-ის ნატიური ტოკენი
RADIX (XRD) ტოკენი Radix-ის საჯარო ქსელის განუყოფელი ატრიბუტია. მონეტები აუცილებელია ნოდების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, რაც სტეიკინგის მეშვეობით მიიღწევა. მას ასევე იყენებენ, როგორც შიდა აქტივს სმარტ კონტრაქტების კონფიგურაციისთვის და საკომისიოს გადასახდელად.
გლობალური თვალსაზრისით, Radix არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი განაწილებული რეესტრი, რომელიც შეიქმნა DeFi აპლიკაციების (DEX, კრიპტოდაკრედიტების, სტეიბლკოინების, კრიპტოსაფულეებისა და სხვა პროდუქტების) შემუშავებისთვის. მისი სტრუქტურა DAG-ის ბლოკჩეინისა და სხვადასხვა სახეობის დეცენტრალიზებული რეესტრებისგან განსხვავდება, ამიტომ Radix წარმოადგენს DLT-ს ცალკეულ მოდიფიკაციას.

არსებითად, ეს არის პირველი დონის პროტოკოლი, რომელზედაც დაფუძნებულია პროგრამული უზრუნველყოფის გარემო დეველოპერებისთვის, ფინანსების სფეროში ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაციის განთავსებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინსტრუმენტით. Radix-ის დამფუძნებლები თავიანთ დეცენტრალიზებულ ქსელს მიიჩნევენ ერთადერთ გადაწყვეტილებად ისეთი DeFi პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც არ იქნებიან მოწყვლადი ექსპლოიტებისა და სხვა ჰაკერული შეტევების მიმართ.

XRD, უფრო ზუსტად კი ტოკენის სტეიკინგი, მხარს უჭერს კონსენსუსის მექანიზმის Delegated Proof of Stake (DPoS) მუშაობას, რომელიც Radix-ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ქსელისთვის არის დამახასიათებელი. XRD-ის მფლობელები თავიანთი ტოკენების დელეგირებას ახდენენ იმ ნოდებზე, რომელთა ნახვა ვალიდატორების როლში სურთ. შემდეგ Radix-ის პროტოკოლი ირჩევს ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე ნოდებს, რომლებსაც ტრანზაქციების შემოწმება და დადასტურება შეეძლებათ.  მონეტების სტეიკინგი განაწილებულ რეესტრში მას სიბილას შეტევისგან იცავს.

ძირითადი ფუნქციის გარდა, ‍XRD გამოიყენება Radix-ის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციებისთვის საკომისიოს გადასახდელად, რათა თავიდან იქნას აცილებული სპამი. 

ტოკენები ასევე გამოიყენება DeFi აპლიკაციებში, რომლებიც ამ განაწილებული რეესტრის საფუძველზეა შექმნილი. მაგალითად, XRD-ს შეუძლია საგირავნო აქტივის ფუნქცია შეასრულოს დაკრედიტების პლატფორმაზე. 
Radix-ის მთავარი გვერდი

Radix-ის მთავარი გვერდი

RADIX-ის ტოკენომიკა

XRD-ს ლისტინგი 2021 წელს, Radix-ის საჯარო ქსელის ამოქმედებასთან ერთად შედგა. Coin Market Cap-ის ვებგვერდის მონაცემებით, ტოკენის კაპიტალიზაცია სტატიის მომზადების მომენტში 386 მილიონ დოლარს შეადგენს. ბაზარზე მიმოქცევაში 10 მილიარდი XRD არის, ხოლო მაქსიმალური მიწოდება 24 მილიარდ ტოკენს შეადგენს. 2023 წლის თებერვალში XRD-მ სხვა DeFi პროექტებთან შედარებით ყველაზე ნეგატიური დინამიკა აჩვენა, ხოლო მისი ღირებულება 15,5%-ით დაეცა.

მონეტის განაწილება:

  • 2.4 მილიარდი დაბლოკილია რეზერვებში;
  • 12 მილიარდი თანდათანობით შეიქმნება Radix-ის ქსელში, ვალიდატორების ანაზღაურებისთვის.
  • ტოკენების მიწოდების დაახლოებით 53% დაბლოკილია სტეიკინგისთვის;
  • ყოველწლიურად, ქსელი უშვებს 300 მილიონ XRD-ს, რომლებიც სტეიკინგის მონაწილეებს შორის ნაწილდება;
  • ყველა XRD, რომელიც ტრანზაქციის საკომისიოს სახით არის დაწესებული, იწვება. 

როდესაც Radix-ზე შემუშავებული DeFi აპლიკაციების ეკოსისტემა საკმაოდ განვითარდება, XRD მომხმარებლის უზრუნველყოფის მთავარი წყარო გახდება.

რა უნდა ვიცოდეთ Radix-ის ეკოსისტემის შესახებ?

განაწილებული რეესტრის, Radix-ის საფუძველის ფორმირება ხდება პროტოკოლიდან - წესების ნაკრებიდან, რომელიც ახდენს ნოდებისა და ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის მოწესრიგებას, როგორიცაა Radix Node, Radix Desktop Wallet, Radix Explorer და სხვები.

პროტოკოლი, თავის მხრივ, ეფუძნება Radix Engine-ს - ვირტუალურ მანქანას სმარტ კონტრაქტების შესასრულებლად და სეგმენტირებულ, კონსენსუსის ატომარულ-კომპონირებად ალგორითმზე Cerberus. სმარტ კონტრაქტების შესრულების გარემო Radix Engine ქმნის სპეციალურ პირობებს DeFi აპლიკაციების სწრაფი და უსაფრთხო პროგრამირებისთვის. Cerberus არის Radix-ის საკუთარი,  2020 წელს შემუშავებული პროდუქტი ქსელის უკეთესი დაცვისა და ხაზოვანი მასშტაბირებისთვის.

ყველაფრთან ერთად, 2021 წელს, Radix-მა სმარტ კონტრაქტებისთვის პროგრამირების საკუთარი ენა Scrypto გამოუშვა. საბოლოო ჯამში ეს ერთადერთი Layer 1 პროტოკოლია, რომელიც ექსკლუზიურად DeFi სექტორისთვის შემუშავდა და რომელიც, ამასთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციის კოდის ეკოსისტემაში რეგისტრაციისთვის ჯილდოს ითვალისწინებს.

ვინ დააარსა Radix?

კომპანიის დამფუძნებელი დენ ჰიუზია. მან თავისი გზა, როგორც განაწილებული რეესტრების დეველოპერმა 2011 წელს დაიწყო. Radix-ის დაარსებამდე, ის მუშაობდა ბიტკოინის მასშტაბირებაზე, კერძოდ Blocktrees-ის პროექტზე 2013 წელს. 2015-2016 წლებში დენი მუშაობდა ისეთ დეცენტრალიზებულ  რეესტრებზე, როგორიცაა DAG და CAST. დენ ჰიუზი საკუთარი პროდუქტის ამოქმედებას არ ჩქარობდა. ხუთი წლის განმავლობაში ის ბლოკჩეინის ტრილემას სწავლობდა და სხვადასხვა ქსელის არქიტექტურას ტესტავდა.

2017 წლიდან Radix-ის გენერალური დირექტორი პირს რიდიარდია. პროექტს მხარს უჭერს სპეციალისტთა გუნდი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ფინანსები. მანამდე ისინი იკავებდნენ თანამდებობებს მსოფლიო დონის კორპორაციებში. მაგალითად, Microsoft, IBM, Visa, UBS, Nvidia. კომპანიის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და ის რეგისტრირებულია, როგორც Radix Foundation Limited.