კრიპტოსაზოგადოება მხარს უჭერს Ripple-სა და SOL-ს
Ripple და SOL ახლა ტრენდშია. დროა გავიგოთ რატომ.
Ripple და SOL დაბრუნდნენ თამაშში - ყოველ შემთხვევაში Twitter-ზე და ისინი დისკუსიის ცენტრში არიან.
ჯონ დიტონმა, Ripple-ის ცნობილმა მხარდამჭერმა, დაწერა ტვიტი, რომელიც აუცილებლად წაახალისებს Ripple-ს საზოგადოებას.
„#XRP 48 ცენტი ღირს და სიგიჟეა, რომ ახლა ამდენი ადამიანი უარს ამბობს მის ყიდვაზე, მერე კი 1 დოლარზე მეტ ფასად იყიდის. და კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა, რომ fomo ალბათ არ დაიწყება მანამ, სანამ ფასი 2 დოლარს არ მიაღწევს“, - დაწერა მან ტვიტერზე.
ჯონ დიტონის ტვიტი. წყარო: Twitter
დიტონი არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს. Twitter-ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა, ზედმეტსახელით Institutional Investor 2:0 (23K beware of imposter) და ილონ მასკის ავატარით, დაწერა: „უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ #XRP მფლობელები წელს დიდ მოგებას მიიღებენ. და #SOLO-ს მფლობელებიც.”
მომხმარებელ Institutional Investor 2:0 (23K beware of imposter)-ის ტვიტი წყარო: Twitter
მეორე ტვიტს შეზღუდვების გამო კომენტარი არ ჰქონია, ხოლო დიტონმა მიიღო გამოხმაურება საზოგადოებისგან.
ერთმა კომენტატორმა გამოიყენა გიფი კალათბურთელით, რომელიც ვერაფრით ახვედრებს ბურთს ბადეში და სარკასტული წარწერა დაურთო: „ყოველ ჯერზე, როცა დიტონი რაღაცას წინასწარმეტყველებს“.
Ripple-ის მხარდამჭერს არ დატოვებია ეს კომენტარი უყურადღებოდ და ასე უპასუხა: „და ეს ის ბიჭია, რომელიც დიდი ალბათობით 3-ად იყიდის.?".
Twitter -ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "Fomo ამ საზოგადოებაზე ყოველ ჯერზე მუშაობდა, როდესაც XRP-ის ფასი იცვლებოდა თუნდაც ერთი პენით ან როდესაც გამოჩნდებოდა ახალი ვიდეო შეთქმულების თეორიით."
რადგან ბაზარი მწვანე ზონაშია და ბიტკოინის ფასი ცოტათი იზრდება, Ripple-იც ასევე დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მისი ფასი $0.4577-დან 0.48-მდე გაიზარდა.
Ripple-ია ფასის დინამიკა. წყარო: Coinmarketcap
ამასობაში Solana-ს აქციების ფასი $19.66-დან $20.59-მდე გაიზარდა.
Solana-ს ფასის დინამიკა. წყარო: Coinmarketcap
Ripple-ის მომავლის პროგნოზირება რთულია, ბევრი რამ არის დამოკიდებული აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან მიმდინარე სამართალწარმოებაზე. ადრე GNCrypto წერდა, რომ Ripple უკვე ერთი ნაბიჯით წინ არის გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე.