Ripple Labs-სა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიას (SEC) შორის მიმდინარე სამართლებრივ დავაში მნიშვნელოვანი იურიდიული მოვლენა მოხდა. სასამართლომ უარყო SEC-ის თხოვნა, საიდუმლოდ შეენახათ ყოფილი დირექტორის, უილიამ ჰინმანის საკვანძო გამოსვლის შიდა ჩანაწერები. ამ ნაბიჯს მიესალმა როგორც Ripple, ასევე კრიპტოვალუტური საზოგადოებაც.
2018 წლის ივნისში ჰინმანი, რომელიც SEC-ში კორპორაციული ფინანსების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, საკვანძო სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ Ethereum-ის ნატიური კრიპტოვალუტა ETH ფასიან ქაღალდად არ კლასიფიცირდება. ამ გამოსვლის შემდეგ, SEC-მა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ელ.წერილების, ტექსტური შეტყობინებებისა და ექსპერტების მოხსენებების დალუქვა სცადა და ამტკიცებდა, რომ მათი მისია უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საზოგადოების წვდომა ამ დოკუმენტებზე, რომლებსაც, მათი თქმით, გამარტივებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს.
SEC-ის არგუმენტების მიუხედავად, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ანალიზა ტორესმა გადაწყვეტილება საჯარო ხელმისაწვდომობის სასარგებლოდ მიიღო და განაცხადა, რომ ეს სასამართლო დოკუმენტებია და, შესაბამისად, მათზე საჯარო ხელმისაწვდომობის მაღალი პრეზუმფცია ვრცელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შუამდგომლობის შესახებ.
ტორესმა ასევე უარყო SEC-ის არგუმენტი იმის შესახებ, რომ კონფიდენციალურობა SEC-ის შიგნით ღიაობისა და გულწრფელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და აღნიშნა, რომ სათათბირო პროცესის პრივილეგია ამ დოკუმენტებზე არ ვრცელდება, რადგან ისინი არ ეხება სააგენტოს გადაწყვეტილებას, ან პოლიტიკას.
თუმცა, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ SEC-ის მხარე მაინც დაიკავა და SEC-ის ექსპერტებისა და XRP ინვესტორების დეკლარანტების სახელებისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე მოპასუხეების პირადი და ფინანსური მონაცემების რედაქტირება დაუშვა.
სასამართლომ ასევე უარყო Ripple-ის ზოგიერთი თხოვნა გარკვეული ინფორმაციის დალუქვის შესახებ, მათ შორის მონაცემებისა, რომლებიც Ripple-ის შემოსავალს XRP-ის გაყიდვებსა და სავაჭრო პლატფორმებისთვის შეთავაზებულ თანხებთან აკავშირებს.
Ripple- ყოველთვის განიხილავდა ჰინმანის გამოსვლას, როგორც უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას მის იურიდიულ შეტაკებაში SEC-თან, რომელმაც Ripple დაადანაშაულა იმაში, რომ მისი ტოკენ XRP-ების გაყიდვით მან აშშ-ის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა დაარღვია.