Samsung და კორეის ბანკი ერთვებიან CBDC-ის შემუშავებაში

ფოტო - Samsung და კორეის ბანკი ერთვებიან CBDC-ის შემუშავებაში
Samsung Electronics და სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი (BOK) შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ კვლევებში, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან (CBDC), ელექტრონული ფინანსების ფორმასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში ვითარდება.
ინიციატივა , რომლის მიზანი CBDC ტექნოლოგიების განვითარებასა და ავტონომიური გადახდის სისტემების გაუმჯობესებაში მდგომარეობს, ურთიერთგაგების ოფიციალური მემორანდუმის გაფორმებით განმტკიცდა. თანამშრომლობა ეფუძნება Samsung-ის წინა გამოცდილებას  BOK-ის  საპილოტე პროექტში, რომელიც იკვლევდა ახლო ველის საკომუნიკაციო ტექნოლოგიის პოტენციალს ავტონომიური CBDC ტრანზაქციებისთვის.

ორი ორგანიზაცია მზად არის გააუმჯობესოს ოფლაინ გადახდების უსაფრთხოება Samsung-ის მოწყობილობებზე და უზრუნველყოს ტრანზაქციების დასრულება ექსტრემალურ სიტუაციებში, რომლებიც გამოწვეულია ინტერნეტ კავშირის შეფერხებით.

Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვონ-ჯუნ ჩოიმ (Won-joon Choi)  ასეთი კომენტარი გააკეთა: „ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური ოფლაინ CBDC ტექნოლოგიების განვითარებაში“.

GC
GN Crypto
ავტორი