SBF-ს League of Legends-ის თამაშს აუკრძალავენ?

ფოტო - SBF-ს League of Legends-ის თამაშს აუკრძალავენ?
SBF-ისთვის ვითარება დღითიდღე უარესდება და მას მორიგ შეზღუდვებს უწესებენ.
ყველაზე უარესი სასჯელი FTX-ის  სახელგანთქმული ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, სემ ბენკმენ-ფრიდისთვის (SBF) ჯერ კიდევ წინ არის. 

აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ლუის კაპლანისადმი მიწერილ წერილში, ფედერალურმა პროკურორმა დამიან უილიამსმა სთხოვა სასამართლოს, გაეფართოებინა შეზღუდვები SBF-ის მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე. 

„ამჟამად არსებობს ბრალდებულის ჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, უკიდურესად დაინტერესებულია მონიტორინგის გვერდის ავლით და გირაოს არსებულ პირობებში ხარვეზების გამოვლენით. შესაბამისად, სწორი  გადაწყვეტილება იქნებოდა მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე უფრო ფართო შეზღუდვების დაწესება, ძალიან შეზღუდული გამონაკლისების გარდა“, - ნათქვამია წერილში.

პროკურორების თქმით, არ შეიძლება, SBF-ს მიეცეს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების უფლება, წინასასამართლო მტკიცებულებების განხილვის, ადვოკატებთან კომუნიკაციისა და ელ. ფოსტაზე წვდომის შემთხვევების გარდა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აიძულონ ის, გამოიყენოს მხოლოდ ერთი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, რომელიც რეგისტრატორით კონტროლდება, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, ნახოს აკრეფილი სატელეფონო ნომრების სია და მონახულებული ვებგვერდები.

ჩნდება კითხვა: აუკრძალავენ თუ არა SBF-ს ვიდეოთამაშების, მათ შორის League of Legends-ის თამაშს?

Gagarin News მანამდე უკვე წერდა სემის თამაშებისადმი (და ტომარა სავარძლებისადმი) სიყვარულის შესახებ. შესაძლოა, SBF-მა მალე შეწყვიტოს ონლაინთამაშების პრივილეგიით ტკბობა, თუ ხელისუფლება ამ გეგმის განხორციელებას გადაწყვეტს.

SBF-ს უკვე ეკრძალება დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციების გამოყენება, რომლებსაც ის FTX-ის საქმეზე პოტენციურ მოწმეებთან დასაკავშირებლად იყენებდა.

„2023 წლის იანვარში ბრალდებულის კონტაქტი პოტენციურ მოწმესთან Signal-ის მეშვეობით და მის მიერ VPN-ის გამოყენება მას შემდეგ, რაც სასამართლომ უკვე შეზღუდა შეტყობინებების გაცვლა დაშიფრული აპლიკაციების საშუალებით, საკმარისი საფუძველია გირაოთი გათავისუფლების პირობებში ახალი შეზღუდვისთვის“, - ნათქვამია წერილში.

ასევე სემმა შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს წვდომა VPN-ზე, რომელსაც, როგორც ცნობილია, ის სპორტული მოვლენების  საყურებლად იყენებდა.

თავდაპირველი პირობების თანახმად, SBF იძულებული იყო, ეტარებინა ტერფის სამაჯური და მისი მშობლების კუთვნილი, ძვირადღირებული, კალიფორნიული სახლიდან პერსონალურ კომპიუტერსა და ინტერნეტზე შეუზღუდავ წვდომას ინარჩუნებდა.

მანამდე Gagarin News წერდა, რომ SBF-ის გირაოს მხარი დაუჭირა სტენფორდის სამართლის სკოლის ყოფილმა დეკანმა და სემის მშობლების ახლო მეგობარმა ლარი კრამერმა. კრამერმა განაცხადა, რომ  ჯო ბენკმენმა და ბარბარა ფრიდმა მის ოჯახს კიბოსთან ბრძოლაში დაუჭირეს მხარი.