SEC Genesis-სა და Gemini-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

ფოტო - SEC Genesis-სა და Gemini-ს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
12 იანვარს მარეგულირებელმა კრიპტოკრედიტორ Genesis Global Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini Trust-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოაქვეყნა. SEC-ის ცნობით, კომპანიები პროგრამა Gemini Earn-ის მეშვეობით ფასიან ქაღალდებს არალეგალურად სთავაზობდნენ და ყიდდნენ.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის [SEC] ხელმძღვანელის, გარი გენსლერის თქმით, კომპანიები  გვერდს უვლიდნენ ინფორმაციის გათქმის შესახებ მოთხოვნებს, რომლებსაც ინვესტორები უნდა დაეცვა. სახელმწიფო მოხელე აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებით, SEC აგრძელებს კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლების შეხსენებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია:
ეს ინვესტორების დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. ეს ბაზრების ნდობას უწყობს ხელს. ეს არჩევითი არაა. ეს კანონია
სარჩელის თანახმად, Genesis-სა და Gemini-ის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის დარღვევასა და პროექტ Gemini Earn-ის მუშაობის შედეგად უკანონო მოგების მიღებაში ადანაშაულებენ. 

კრიპტოლენდინგის პროგრამის ამოქმედებამ კომპანიებს საცალო მომხმარებლებისგან მილიარდობით დოლარის ოდენობის კრიპტოაქტივების მოზიდვის საშუალება მისცა, ისინი თავიანთ სახსრებს Genesis-ს გადასცემდნენ, როდესაც Gemini ტრანზაქციების განხორციელებაში შუამავლის როლს ასრულებდა და ინვესტორებისთვის გადახდილი შემოსავლიდან სააგენტო ანაზღაურებას იღებდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ Genesis მიღებულ აქტივებს შემოსავლის გამომუშავებისა და მომხმარებლებისთვის პროცენტის დარიცხვის მიზნით დამოუკიდებლად განკარგავდა. ბაზარზე არსებულმა რყევებმა, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე წარმოიშვა, განაპირობა ის, რომ Gemini Earn-ის ინვესტორებს  სახსრების გატანის შესაძლებლობა არ მიეცათ. ოფიციალური მიზეზი Genesis-ში ლიკვიდური აქტივების ნაკლებობა იყო. ვითარების მძევალი აღმოჩნდა 340 ათასი მომხმარებელი, რომლებმაც დაახლოებით $900 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს.

პროგრამამ Gemini Earn მუშაობა 2022 წლის 16 ნოემბერს შეწყვიტა და 2023 წლის 8 იანვარს ოფიციალურად დაიხურა, რის შესახებაც კრიპტობირჟის კლიენტებმა წერილიდან შეიტყვეს. გზავნილში ნათქვამი იყო, რომ პლატფორმამ Genesis  პროგრამით მიმოქცევაში არსებული ყველა აქტივი უნდა დაიბრუნოს.

„კრიპტოაქტივების დაკრედიტების პროგრამების ახლახან მომხდარი კრახი და პროგრამა Genesis-ის შეჩერება ხაზს უსვამს, რომ პლატფორმებმა, რომლებიც საცალო ინვესტორებს ფასიან ქაღალდებს სთავაზობს, ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალური კანონები უნდა დაიცვას", - განაცხადა SEC-ის აღსრულების განყოფილების დირექტორმა, გურბირ ს. გრევალმა.

ტაილერ უინკლვოსი მარეგულირებლის სარჩელს თავის Twitter-ზე გამოეხმაურა, იმედგაცრუება გამოხატა და ასეთ ტაქტიკას კონტრპროდუქტიული უწოდა. კერძოდ, მეწარმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ SEC-ს არასოდეს წამოუყენებია რაიმე იძულებითი მოქმედების საკითხი, სანამ Genesis-მა 16 ნოემბერს თანხების გატანა არ შეაჩერა.

Gemini-ს ინფორმირებამდე სარჩელის გამოქვეყნებას უინკლვოსმა  "სუპერ ბანძი" უწოდა. ის დარწმუნებულია, რომ ამ გზით SEC, დაზარალებული მეანაბრეების რეალური დახმარების ნაცვლად, მხოლოდ დამატებითი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. 

"ჩვენ ამ ყალბი ბრალდებისგან თავის დაცვის შესაძლებლობას მოუთმენლად ველით. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ამან არ მოგვაცდინოს მნიშვნელოვან აღდგენით სამუშაოს, რომელსაც ვეწევით“, - დაასრულა Gemini-ს CEO-მ.