Solana კრიპტოსმარტფონ Saga-ს გაყიდვებს იწყებს

ფოტო - Solana კრიპტოსმარტფონ Saga-ს გაყიდვებს იწყებს
ბლოკჩეინ კომპანია Solana დიდი ხანია ქმნიდა ინტრიგას თავის ინოვაციურ სმარტფონ Saga-სთან დაკავშირებით. ახლა ეს аndroid-მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია Web3-თან მუშაობის ოპტიმიზაციისთვის და კრიპტოპლატფორმებთან ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გაყიდვაში გამოვიდა.

Solana-ს კრიპტოსმარტფონის Saga-ს უპირატესობები

Solana Labs-ი პროექტზე OSOM-თან ერთად მუშაობდა. გაჯეტი კრიპტოენთუზიასტების საჭიროებებზეა მორგებული, რადგან მისი ძირითადი ფუნქციები (ჩვეულებრივი ზარებისა და ინტერნეტთან  კავშირის გარდა) დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე წვდომასა და ციფრული აქტივების მართვასთან.

სმარტფონ Saga-ს უნიკალური მახასიათებლები მოიცავს:

  1. ჩაშენებული კრიპტოსაფულე. Saga საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეინახონ, მართონ და შეასრულონ ტრანზაქციები ციფრული აქტივებით პირდაპირ მობილური მოწყობილობიდან.
  2. საიმედო კავშირი Web3-თან. კრიპტოსმარტფონი Saga  ოპტიმიზებულია dApps-თან ურთიერთქმედებისთვის. მოწყობილობის მფლობელებს შეუძლიათ DeFi პროტოკოლებში მონაწილეობა. ამავდროულად, დეველოპერები დეცენტრალიზებულ ქსელებთან უსაფრთხო და დაცული კავშირის გარანტიას იძლევიან.
  3. სისტემა Solana Pay. გადახდის ჩაშენებული სისტემა თქვენი საფულიდან სწრაფი მობილური გადახდებისთვის ციფრული სახსრების გამოყენებით.
  4. სხვადასხვა ბლოკჩეინთან დაკავშირების შესაძლებლობა. სმარტფონი Saga უზრუნველყოფს სხვადასხვა ქსელთან თავსებადობას. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ წვდომა დეცენტრალიზებულ სერვისებზე.
  5. გაზრდილი უსაფრთხოება. Solana-ს კრიპტოტელეფონზე გასაღებებისა და პერსონალური მონაცემების დასაცავად ჩართულია ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია. 
  6. ფუნქცია Seed Vault. გასაღებები, პაროლები, seed-ფრაზები ინახება აპლიკაციის პროგრამებისგან განცალკევებულ დონეზე. ანუ, აპლიკაციებს არა აქვს მათზე წვდომა, თუ მფლობელი თავად არ გახსნის შლუზს.
  7. AES დაშიფვრა. ეს არის 128-ბიტიანი ბლოკური დაშიფვრის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას ექსპლოიტებისგან.

გარდა ამისა, სმარტფონ Saga-ს მფლობელები ავტომატურად უკავშირდებიან Android მოწყობილობების კრიპტოაპლიკაციების მაღაზიას.  პროგრამული უზრუნველყოფის ღია საწყისი კოდის (Solana Mobile Stack) მეშვეობით, სხვა პროექტების დეველოპერებს შეუძლიათ, მარტივად მოარგონ თავიანთი მობილური აპლიკაციები Saga-ს თავისებურებებს. ტელეფონის მყიდველები კი იღებენ მთელ ბლოკჩეინ ეკოსისტემას, რომელიც ჯიბეში ეტევა.

რა დიზაინი აქვს Solana-ს სმარტფონს?

  1. მასალა: კერამიკა + ტიტანი
  2. ფერი: მუქი გრაფიტი
  3. ზომები: 164*75*8.5მმ
  4. წონა: 247 გრ
  5. თითის ანაბეჭდის სენსორი უკანა პანელზე მდებარეობს. (მისი გამოყენება შესაძლებელია ტრანზაქციების დასადასტურებლად).
  6. ორი კამერა განთავსებულია უკანა მხარეს, ზედა მარცხენა კუთხეში (50 MP + 12 MP) და ერთი (16 MP ფართოკუთხიანი სელფებისთვის) წინა პანელზე, ზემოთ.
  7. მარცხნივ არის მოწყობილობის განბლოკვისა და ხმის რეგულირების არასტანდარტული ფირუზისფერი ღილაკები. არც ისე მოსახერხებელია ცაციებისთვის, მაგრამ მთლიანობაში ცუდი არ არის. გარდა ამისა, ისინი ძალიან ჰგავს "ხარულ სანთლებს".
Solana Labs-ის სმარტფონი Saga. წყარო: solanamobile

Solana Labs-ის სმარტფონი Saga. წყარო: solanamobile

Solana-ს კრიპტოტელეფონის მიმოხილვა აქაა ხელმისაწვდომი.

Saga-ს ტექნიკური მახასიათებლები

  • 6.67 Full HD ეკრანი
  • განახლების სიხშირე 120 ჰც
  • 2 სიმ ბარათი
  • ოპერატიული მეხსიერება 12 GB
  • მეხსიერება 512 GB
  • Qi თავსებადი (უკაბელო დატენა)
  • Bluetooth 5.2
  • მობილური პლატფორმა Snapdragon 
  • Google Play-ს სერვისების ნაკრები.

სტანდარტული დამტენის, ყურსასმენებისა და SIM ბარათის ქინძისთავის გარდა, კომპლექტში შედის ბარათი seed-ფრაზების ჩასაწერად.

ვიმედოვნებთ, რომ მყიდველები მას კრიპტოსმარტფონ Saga-სთან ერთ ჯიბეში არ შეინახავენ.  

სად ვიყიდოთ სმარტფონი Saga?

ჯერჯერობით Solana-ს ტელეფონი თავისუფალ გაყიდვაში არ გამოსულა. უცნობია გაიყიდება თუ არა ის მაღაზიებში iPhone-ის, ან Samsung-ის გვერდით.

ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული კრიპტოსაფულისა და ტელეფონის შეძენის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთა. მისი გაფორმება აქაა შესაძლებელი. 

სერვისი ხელმისაწვდომია ქვეყნების შეზღუდული სიისთვის.

რა ღირს Solana-ს სმარტფონი?

Saga-ს ფასი Apple-ის ტელეფონების ფლაგმანური მოდელების ფარგლებშია - 1000$. წინასწარი შეკვეთის გასაფორმებლად დაგჭირდებათ 100$-ის ოდენობის დეპოზიტის შეტანა.

კომპანია გპირდებათ თანხის დაბრუნებას, თუ მოწყობილობის მიწოდება შეთანხმებულ ვადაში არ მოხდება.