Stably-მ BRC-20 სტეიბლკოინი წარმოადგინა

ფოტო - Stably-მ BRC-20 სტეიბლკოინი წარმოადგინა
კრიპტოსტარტაპმა Stably-მ Stably USD წარმოადგინა, დოლარის მიერ მხარდაჭერილი სტეიბლკოინი. მისი მიზანია ვაჭრობის წარმატებულ ბიტკოინ-ქსელში ტრანსფორმაცია. კომპანია ირწმუნება, რომ მისი სტეიბლკოინი ფიატურ ვალუტაზე ან ბიტკოინზე ვაჭრობის უფრო რენტაბელურ და ეფექტიან გზას გვთავაზობს.
ახალი BRC-20 ტოკენის გაშვება ყველა ორდინალის ვაჭრობის ოპტიმიზაციას მოახდენს.  ამ დროისთვის Ordinals-ის ტრეიდერები არჩევანის წინაშე დგანან: გადაიხადონ კონვერტაციის საფასური სტაბილური ფიატის ვალუტით, ან საქმე ჰქონდეთ ბიტკოინის ვოლატილობასთან. Stably ცდილობს ეს პრობლემები ქსელში სტაბილურობის უზრუნველყოფით გადაჭრას.

Stably-ის დოკუმენტების მიხედვით, Stable USD-ს ფინანსურად მხარს უჭერს Prime Trust. იმისათვის, რომ  თავიანთი სტეიბლკოინები დოლარების შესაბამის ოდენობაში გაცვალონ, მომხმარებლებს KYC და AML პროცესის გავლა მოუწევთ.

სტარტაპის მომავალი სიცოცხლისუნარიანობა  Stably BTC stablecoin-ის  წარმატებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ სტეიბილკოინს Stably  Ethereum-ის ეკოსისტემაში, სახელწოდებით StableUSD (USDS) ჯერჯერობით  მომხმარებლის მოკრძალებული ბაზით შეუძლია იამაყოს - მხოლოდ 752 მფლობელი და საბაზრო კაპიტალიზაცია 264,000 აშშ დოლარი, etherscan-ის ინფორმაციის მიხედვით.
მაგრამ Stably არ წყვეტს მცდელობას, შეაღწიოს უფრო დიდ ბაზარზე თავისი სტეიბლკოინის მეშვეობით. 22 მაისს ტოკენის გაშვებისას მაქსიმალურმა წინადადებამ  69,420,000,000,000 შეადგინა.

GC
GN Crypto
ავტორი