Сum Rocket: მსოფლიოში პირველი 18+ NFT პლატფორმა

ფოტო - Сum Rocket: მსოფლიოში პირველი 18+  NFT   პლატფორმა
18 წელი შეგისრულდათ? თუ არა, მაშინ არაა რეკომენდებული ამ სტატიის წაკითხვა. საუბარი შეეხება Cum Rocket–ს —საკუთარი NFT-მარკეტპლეისის მქონე კრიპტოორიენტირებულ სოციალურ პლატფორმაზე დიდებისთვის.
პროექტი  2021 წელს შეიქმნა, მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი  ლიდია ლეინია. პლატფორმამ  პირველმა დანერგა ბლოკჩეინი პორნოსფეროში, რათა NFT–ს გამოყენებით უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამართლიანი და უსაფრთხო გარემო 18+.  გართობისთვის და ურთიერთობისთვის.

Cum Rocket–ის არაურთიერთცვლადი ტოკენების გალერეა  დიდებისთვის განკუთვნილი  ფილმების ქალი მსახიობების საავტორო ფოტოებსა და ვიდეორგოლებს სთავაზობს.  მაგალითად, პლატფორმის მარკეტპლეისზე შეგიძლიათ  ნახოთ პორნოვარსკვლავის ჯოანა ენჯელის  NFT. 

ასევე პლატფორმაზე მრავლად არიან  უცნობი დამწყები „შემოქმედები“,რომლებიც ირწმუნებიან, რომ  აქ უფრო მეტის  უფრო სწრაფად შოვნა გამოსდით, ვიდრე სხვა რესურსებზე.

კრიპტოგრაფიის წყალობით პორნოკონტენტის  შემქნელები  ახერხებენ დარგის შეზღუდვების გადალახვას, კერძოდ,  დაბრუნებული გადახდების, გადახდების დაბლოკვის და დისკრიმინაციის.  Cum Rocket–ს სურს კონკურენცია ეკზოტიკური დარგის ისეთ გიგანტებს გაუწიოს, როგორებიცაა  PornHub და  OnlyFans. 

პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ NFT 18+–ით ივაჭრონ, შეინახონ ან სხვა მომხმარებლებს გადაუცვალონ.   კომპანიამ შექმნა ბოტი. რომელიც საავტორო უფლებებს იცავს, ამიტომ  კლიენტებს მათი კონტენტის კოპირებისა და მოპარვისგან დაცვა გარანტირებული აქვს.  NFT–ს გაყიდვიდან მიღებული შემოსავალების გარდა, შემქმნელები 5%–ს შოულობენ  პლატფორმაზე რეფერალური პროგრამით მოყვანილი მომხმარებლების ყველა გაყიდვიდან.  Cum Rocket–ის ნატიური ტოკენია  CUMMIES.  ის შესაძლებელს ხდის პლატფორმის საკომისიოზე ეკონომიის გაკეთებას: თუ მომხმარებელი არაურთიერთცვლად ტოკენებს  CUMMIES–ში ყიდის, ის  10%–ს შეადგენს.სხვა აქტივებისთვის საკომისიო 15% იქნება. 

CUMMIES პროექტის ტოკენი

CUMMIES შექმნილია ბლოკჩეინზე  Binance Smart Chain. მონეტა  დეცენტრალიზებულ კრიპტობირჟაზე PancakeSwap, და ასევე საკუთარ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე  CumRocket,     CumSwap სახელწოდებით იყიდება.  

ტოკენის ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის მაისში შეინიშნებოდა.  5  დღეში აქტივი 0,2726 დოლარამდე გაიზარდა, 1200%–იანი მატებით. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ნახტომი შეინიშნებოდა, რასაც ილონ მასკის დახმარების გარეშე არ ჩაუვლია , რომელმაც თავის ტვიტში  Cum-რაკეტა მთვარეზე გაუშვა.

ტოკენების თავდაპირველი წინადადება  (ICO)  50 BNB–თი იფარგლებოდა. .ერთ კრიპტოსაფულეზე შესაძლებელი იყო  1 BNB –ს ექვივალენტის CUMMIES–ის გადარიცხვა. ეს პირობა CUMMIES –ზე  ვაშაპების გავლენის  აღსაკვეთად შემოიღეს.

წინასწარი გაყიდვებისას BNB/CUMMIES–ის კოეფიციენტი  1/20 000 000 სეადგენდა. ანუ  ICO–ს მომენტისთვის   გაიყიდა დაახლოებით  1 მილიარდი ტოკენი.CoinMarketCap–ის მონაცემთა თანახმად, მაქსიმალური წინადადება  10 მილიარდ CUMMIES–ს შეადგენს. .
წყარო — Instagram Cum Rocket

წყარო — Instagram Cum Rocket

ბლოკჩეინი Proof-of-Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმს იყენებს.თუმცა  პლატფორმა Cum Rocket–ზე   არ არის სტეიკინგის მხარდაჭერა. ამის ნაცვლად მოქმედებს  ჯილდოს მისაღებად საფულეში ტოკენის მარტივი შენარჩუნების სისტემა.
 
CUMMIES–ით ყოველი ტრანზაქციის შემდეგ, 2,5%  ტოკენის მფლობელებს შორის ნაწილდება, კიდევ  2,5%  კი დეფლაციური ტოკეკომომიკის მხარდასაჭერად იწვება.