სიდნეის ბარმა წევრობის პროგრამა NFT-ში შემოიღო

ფოტო - სიდნეის ბარმა წევრობის პროგრამა NFT-ში შემოიღო
სიდნეის კოქტეილ ბარმა გადაწყვიტა, რომ კლასიკური საწევრო ბარათები მოძველებული ფორმატია, ამიტომ წევრობის პროგრამა შემოიღო NFT ტოკენების გამოყენებით, რომლებიც ETH-ში არსებული ფასით განსხვავდება და მომხმარებლებს პრივილეგიების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს.
საუბარია ძალიან პოპულარული ბარის, Lulu-სა და აზიური სამზარეულოს რესტორან Luna Lu-ზე, რომელთა ფანჯრებიდან მსოფლიოში ცნობილი სიდნეის ოპერის, ჰარბორ ბრიჯისა და ადგილობრივი ნავსადგურის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
Lulu ავსტრალიაში პირველი დაწესებულება გახდა, რომელმაც კლუბის წევრობის პროგრამა NFT-ს დახმარებით შემოიღო

Lulu ავსტრალიაში პირველი დაწესებულება გახდა, რომელმაც კლუბის წევრობის პროგრამა NFT-ს დახმარებით შემოიღო

ახლა, იმისათვის, რომ გახნენ CryptoLulu კლუბის წევრები, ამ ბარის ერთგულმა სტუმრებმა ერთ-ერთი NFT პოპულარული OpenSea მარკეტპლეისის მეშვეობით უნდა შეიძინონ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას პროფილი დაწესებულების ვებგვერდზე, რომელთანაც უნდა დაკავშირდეს NFT საფულე და დაემატოს გარკვეული ინფორმაცია. ზოგადად, მთელ პროცედურას ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ის აუცილებელია NFT ტოკენის არსებობის დასადასტურებლად, რომელიც ავტომატურად ააქტიურებს კლუბის წევრობის პრივილეგიებს. გარდა ამისა, პროფილის მფლობელებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მომავალი განახლებებისა და კლუბის ღონისძიებების შესახებ.
CryptoLulu-ს NFT კოლექცია OpenSea-ზე

CryptoLulu-ს NFT კოლექცია OpenSea-ზე

NFT Club ბარ Lulu-სგან უნიკალური წევრობის ახალი ქეისია, რომელიც გაძლევთ უფლებას, ისარგებლოთ ბარის კერძო ლაუნჯ ზონებით, დაესწროთ კლუბის ღონისძიებებს, ექსკლუზიურ სადილებსა და კულინარიულ დეგუსტაციას, ასევე შეუერთდეთ Web3 სამყაროს. დამატებით კი - სიდნეის საუკეთესო ხედებს.
ხედი სიდნეის ოპერის თეატრზე

ხედი სიდნეის ოპერის თეატრზე

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში CryptoLulu-ს კლუბური NFT ტოკენის მფლობელები ავტომატურად გახდებიან გლობალური VIP საზოგადოების წევრები Web3 სივრცეში, რაც მათ უფლებას აძლევს,  გაეცნონ კლუბის ექსკლუზიურ პრივილეგიებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში.

როგორც ვხედავთ, გეგმები გრანდიოზულია.

წევრობის სამი დონე და პრივილეგიების სხვადასხვა პაკეტები

ბარ Lulu-ს NFT კლუბმა დანერგა წევრობის სამი დონე (ცზია, ჯუ და რიუ). ტოკენი, რომელიც გარკვეულ დონეს შეესაბამება, ადასტურებს მფლობელის უფლებას, მიიღოს ექსკლუზიური უპირატესობები და სხვადასხვა პრივილეგიები დაწესებულებაში.
წევრობის სხვადასხვა დონე პრივილეგიების სხვადასხვა პაკეტებზე წვდომას იძლევა

წევრობის სხვადასხვა დონე პრივილეგიების სხვადასხვა პაკეტებზე წვდომას იძლევა

დონის მიუხედავად, კლუბის ყველა წევრი იღებს:

  • VIP მომსახურებას ბარ Lulu-სა და რესტორან Luna Lu-ში ყველა ვიზიტის დროს;
  • მაგიდების პრიორიტეტულ დაჯავშნას ხედით სანაპიროზე;
  • ერთ უფასო სასმელს ყოველი ვიზიტის დროს;
  • სასაჩუქრე სერტიფიკატებს;
  • მონაწილეობას ყოველთვიურ ექსკლუზიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში  Web3 თემაზე, დარგის ლიდერების მონაწილეობით;
  • მონაწილეობას კვარტალურ „ლამპურ“ სადილებში საინტერესო მომხსენებლებთან ერთად;
  • NFT-ტოკენს Ethereum-ის ბლოკჩეინზე საკუთრებაში.

იმისათვის, რომ გახდეთ ცზიას დონის კლუბის წევრი, უნდა გადაიხადოთ 1000 ავსტრალიური დოლარი, ან 0,45 ETH (ღირებულება ეთერში შეიძლება მერყეობდეს მიმდინარე საბაზრო კურსის მიხედვით). ეს არის პირობითი Premium დონე. პრივილეგიების სტანდარტული ნაკრების გარდა, კლუბის წევრები იღებენ $100 სასაჩუქრე სერტიფიკატს ადგილობრივი ონლაინ ლაქშერი საქონლის მაღაზიისგან nontre.co.

ვიზიტორებმა, რომელთაც სურთ გახდნენ კლუბის უფრო მაღალი დონის, ჯუს წევრები, უნდა გადაიხადონ 3000 ავსტრალიური დოლარი, ან 1.35 ETH. ეს არის პირობითი Gold დონე. პრივილეგიების სტანდარტული ნაკრების სახით, კლუბის წევრები ადგილის არჩევისას მეტ ვარიანტსა და დამატებით უპირატესობებს იღებენ, ასევე $250-იან სასაჩუქრე სერტიფიკატს nontre.co-ისგან.

მესამე, მაქსიმალური დონე რიუ უკვე VIP კლიენტების მომსახურების პაკეტია. მისი ღირებულებაა 5000 ავსტრალიური დოლარი, ან 2.26 ETH. პირველი ორი დონის უპირატესობების გარდა, კლუბის თითოეული წევრი ასევე იღებს:

  • $400-იან ასაჩუქრე ვაუჩერს nontre.co-ისგან;
  • მონაწილეობას კერძების ექსკლუზიურ დეგუსტაციაში Dining Dome რესტორან Luna Lu-ში;
  • მაგიდის პრიორიტეტულ (ადრეული წვდომა) დაჯავშნას საახალწლო წვეულებისთვის, რაც გარანტიას რესტორან Luna Lu-სა და ბარ Lulu-ში ადგილების გარანტიას იძლევა ხედით სანაპიროზე;
  • ერთსაათიან კონსულტაციას Web3 სფეროში ვენჩურულ კომპანიასთან NotCentralised და მრავალი სხვა.

როგორც ხედავთ, დაწესებულება აჩვენებს დეტალურად გააზრებულ მიდგომას  სხვადასხვა დონის შემოსავლისა და პრეფერენციების მქონე კლუბური აუდიტორიის ფორმირების, ასევე Web3 საზოგადოების გაფართოების მიმართ. 

მთლიანობაში, ბარ Luna-ს NFT-ზე დაფუძნებული საკლუბო პროგრამა არის ძალიან საინტერესო იუზქეისი, რომლის კოპირებასაც სხვა დაწესებულებები მალე სიამოვნებით დაიწყებენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Web3-ის სამყაროში!