ტარზანი: ჯუნგლებიდან მეტავერსში

ფოტო - ტარზანი: ჯუნგლებიდან მეტავერსში
ტარზანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა. ის კომიქსების, მულტფილმების, სატელევიზიო შოუების, ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების გმირი გახდა, 2023 წელს კი Web3-ის სამყარომდეც მიაღწია.
Tarzan: Lord of the Apes™ არის სათამაშო და ციფრული ნივთების კოლექცია, რომელიც NFT მარკეტპლეის X2Y2-ის, Web3 ინტეგრაციების სტუდიის Xlabel-ისა და ედგარ რაის ბაროუზის ოფიციალურ წარმომადგენლობის კოლაბორაციის წყალობით გაჩნდა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Tarzan™ არის პერსონაჟის ძალიან დეტალიზებული 3D მოდელი, რომელმაც გაიარა რიგინგის პროცესი - ვირტუალური ჩონჩხისა და სახსრების შექმნა. წინასწარი მომზადების წყალობით, გმირს შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა პოზები და შეასრულოს ანიმატორების მიერ ჩაფიქრებული მოძრაობები.
ზედმიწევნით გააზრებული და თავგადასავლების სულისკვეთებით გამსჭვალული თითოეული დეტალი აცოცხლებს ტარზანის ლეგენდას, ისე როგორც არასდროს
, - ნათქვამია პროექტის ვებგვერდზე.
ტარზანისადმი მიძღვნილი კოლექციის ყველა პერსონაჟი თავსებადია Unreal Engine 5-თან, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათამაშო ძრავთან. ეს პერსონაჟს აძლევს წვდომას Web3 თამაშსა და მეტავერსებზე, სადაც მისი ინტეგრაცია მარტივია. დეველოპერები ასევე გეგმავენ მომავალში შექმნან საკუთარი ჯუნგლების მეტავერსი, რომელიც გმირისთვის უფრო ნაცნობია.

პერსონალიზაცია Tarzan™-ის ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა. აქ წარმოდგენილია თავსებადი სკინები, იარაღი და აქსესუარები. ტარზანს სთავაზობენ, შეისწავლოს მის ირგვლივ არსებული სამყაროები, შეაგროვოს სხვადასხვა 3D აქტივები და იყიდოს, ან გაყიდოს ისინი. კოლექცია Tarzan: Lord of the Apes™ შეიცავს პერსონაჟების ყველაზე მოულოდნელ ვარიანტებს, მოვლილობის სხვადასხვა დონითა და ორიგინალური აქსესუარებით. შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ გმირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ გაველურებული გარეგნობის ბიჭი აბურდული თმით. ასე რომ, NFT-Tarzan-ის გაცნობა იწყება კითხვით "რამდენად ბინძური ხარ?" და დაბინძურების სამი  ხარისხიდან ერთ-ერთის არჩევით.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

კოლექცია Tarzan: Lord of the Apes™, რომელიც 0,05 ETH ღირებულების 9999 NFT-ისგან შედგება, თეთრი სიის წევრებისთვის ხელმისაწვდომი 28 მარტს გახდა. გაყიდვაში არაჩანაცვლებადი ტოკენები 30 მარტს გამოჩნდა და დარჩენილების ფასმა 0,06 ETH-ს შეადგინა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

NFT-ების მფლობელები არა მხოლოდ საბრძოლოდ შეღებილ, ან ორიგინალურ კოსტიუმში გამოწყობილ ქარიზმატულ პერსონაჟს იღებენ კოლექციაში. მომავალში საზოგადოების წევრებს ექნებათ წვდომა მრავალრიცხოვან პრივილეგიებზე, მათ შორის წიგნებისა და კომიქსების შეზღუდულ, ან იშვიათ გამოცემებზე, ხელოვნების ციფრულ და ფიზიკურ ნიმუშებზე.

Tarzan: Lord of the Apes™-ის შემქმნელები მზად არიან გაგვაოცონ, რადგან ტარზანის ლეგენდა გრძელდება.