დამიენ ჰირსტი და მისი NFT "მშვენიერი ნახატები"

ფოტო - დამიენ ჰირსტი და მისი NFT "მშვენიერი ნახატები"
ბრიტანელმა საკულტო მხატვარმა, დამიენ ჰირსტმა თავისი "მშვენიერი ნახატები" NFT ფორმატში გამოუშვა.
The Sunday Times-ის შეფასებით, დამიენ ჰირსტი (57 წლის) მსოფლიოში ამჟამად ცოცხალი უმდიდრესი მხატვარია. ჰირსტი არის მეწარმე და კოლექციონერი, Young British Artists-ის ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ხელოვნების ბაზარზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებს. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი სიკვდილისა და გარდაცვალების თემას უკავია. მაგალითად, გახმაურებულ სერიაში Natural History მხატვარი წარმოგვიდგენს ინსტალაციას ფორმალდეჰიდში მცურავი მკვდარი ცხოველებით (ზვიგენი, ცხვარი, ძროხა და ა.შ.).

თუმცა ჰირსტის უახლესი NFT კოლექციის იდეა, რომლის სახელწოდებაა The Beautiful Paintings, ასეთი ექსცენტრული არ არის. საფუძვლად მან 1990-იანი წლების საკუთარი Spin Paintings აირჩია. ამ ფიზიკური სერიის შექმნის პროცესში ბრიტანელი მხატვარი უბრალოდ იჯდა კიბეზე და მბრუნავ ტილოებზე საღებავს ზემოდან აწვეთებდა.

NFT The Beautiful Paintings

მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაფერი, რაც კარგად არის გაკეთებული, ხელოვნებაა და მისთვის საზღვრები არ არსებობს
, — ამბობს ჰირსტი.
Spin Paintings-ის NFT სიკველი პლატფორმა HENI-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ჰირსტის ჩანაფიქრით, The Beautiful Paintings-ის NFT-ების მფლობელები, ფაქტობრივად, მხატვრის ნახატების თანაავტორები ხდებიან. HENI-ის ინსტრუმენტების პანელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ 12-მდე ფერი, მრგვალი, ან კვადრატული ტილო, ასევე გამოსახულების დაბინდვის ხარისხი. ასევე, მომხმარებელს ნახატის შექმნის პროცესის რანდომიზაცია შეუძლია - ის მაინც ლამაზად გამოვა.

NFT The Beautiful Paintings-ის გენერატორი

საინტერესოა, რომ HENI-ს პალიტრაზე ფერები ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიგონა. მან ინდიგო ლურჯს "მოცვის ბრულე"  უწოდა, იასამნისფერი მისთვის "ეგოსთან" ასოცირდება, მწვანე -  "მთის კაცთან". ხელოვნური ინტელექტი ასევე იგონებს სახელებს NFT-ებისთვის, რისთვისაც სიტყვებს "ლამაზი" და "ფერწერა" ზედსართავებს უმატებს. გამოდის არასტანდარტული სიტყვათშეთანხმება როგორიცაა "ლამაზი ძალიან გადაუმუშავებელი ნახატი" (Beautiful Very Undigested Painting).

როდესაც The Beautiful Paintings-ის NFT მზად არის, მფლობელი "თავის საუნჯეს" ციფრული და/ან ფიზიკური სახით იღებს. Ethereum-ის ბლოკჩეინზე მოჭრილი NFT-ების ფასი $2000-დან იწყება. თუ კოლექციონერს ფერწერის შეძენა სურს, მას ტილოს ზომის (24 სმ-დან 1 მ დიამეტრამდე) არჩევა და $1,5-6 ათასის დახარჯვა შეუძლია. ყველა ფიზიკურ ნახატს ჰირსტის ავტოგრაფი ამშვენებს.

The Beautiful Paintings-ის ბეჭდური ნიმუშები