BTC-ის ფასი, შესაძლოა, ელექტროენერგიის ღირებულებაზე დაბლა დაეცეს?

ფოტო - BTC-ის ფასი, შესაძლოა, ელექტროენერგიის ღირებულებაზე დაბლა დაეცეს?
როდესაც წარმოება არარენტაბელური ხდება, სასაქონლო ბაზრებზე მწარმოებლები საქმიანობის შეწყვეტას იწყებენ. რა ემართება BTC-ს, როდესაც მისი მაინინგი არამომგებიანი ხდება?
ბევრი ითქვა იმ სიტუაციის საშიშროებაზე, როდესაც მაინინგის ხარჯი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე  ბიტკოინის ფასი სპოტ ბაზარზე. ამასთან, არც თუ ისე მცოდნე ადამიანები ამას არაფრად აგდებდნენ და თავიანთი დამაჯერებელი არგუმენტი ჰქონდათ -  სირთულის მიმდინარე დონეზე უდანაკარგო მაინინგის ხარჯები 1 BTC-ზე დაახლოებით $4000-ია. ამ დონემდე ის არასოდეს დაეცემა! 
რა არის ასეთი გაანგარიშების შეცდომა?

როგორ იყენებს ბიტკოინი ენერგიას?

ბლოკჩეინი BTC ათასობით მაინერზეა დამოკიდებული, რომლებიც, ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, ენერგომოცულობით მანქანებს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ამუშავებენ. ამ სისტემას POW ეწოდება.

ბიტკოინის ენერგომოხმარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მაინერი მუშაობს მის ქსელში. ეს დანადგარები ერთმანეთს ბლოკის დამატების უფლებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად ეჯიბრება. კონკურენტული სტრუქტურა ენერგიის დიდ დანაკარგს იწვევს, რადგან ყოველ 10 წუთში ერთხელ ახალი ბლოკის დადასტურების უფლება მხოლოდ ერთ მაინერს აქვს.

უპირატესობის შესანარჩუნებლად, ბევრი დიდი პული იძულებულია, თავისი აღჭურვილობა გააფართოოს, ან მისი მოდერნიზაცია მოახდინოს. ამჟამად მსოფლიოში ათობით დატაცენტრია, რომლებშიც ათასობით მოწყობილობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
 
ამ სამრეწველო მასშტაბის ოპერაციების ერთ-ერთი გვერდითი პროდუქტი სითბოა. სპეციალიზებული ინტეგრირებული სქემების (ASIC) საფუძველზე მომუშავე მაინინგ-მანქანები ჰეშირების ფუნქციების შესრულებისას ძალიან ცხელდება, ამიტომ შენობაში ჰაერო მუდმივად უნდა გრილდებოდეს, რათა ისინი არ გადაიწვას. ეს მოხმარებული ენერგიის რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. 

ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვხვდებით, სადაც ჰეშირების სიმძლავრის გაზრდა თანმდევი ენერგოხარჯების გაზრდასა და აღჭურვილობის მოდერნიზაციაში სახსრების ჩადებას აიძულებს. ეს ხარჯები მაინინგის უდანაკარგობის ზედაპირული გაანგარიშებისას ყოველთვის გათვალისწინებული არ არის. 

მაინინგის რეალური ღირებულების გაანგარიშების მოდელები

ეკონომისტები ორ მუშა მოდელს გვთავაზობენ, რომლებიც მაინერების ენერგიისა და წარმოების ხარჯების გაანგარიშებაზე, ასევე კაპიტალიზაციის ჰეშის სიმძლავრის მაჩვენებლებზე პირდაპირ დამოკიდებულებაზეა აგებული. 

ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და Capriole Investments-ის საინვესტიციო პლატფორმის დამფუძნებელმა, ჩარლზ ედვარდსმა შექმნა.

ედვარდსის გამოთვლები აჩვენებს, რომ ბიტკოინის ფასის მინიმალური ქვედა ზღვარი ახლა $17,254-ს უტოლდება. თუ ფასი უფრო დაბლა ეცემა, მაშინ ყველაზე მძლავრი (და ენერგოინტენსიური) მოწყობილობების მფლობელები იძულებულნი არიან, მაინინგი შეწყვიტონ.
BTC-ში ელექტროენერგიის ღირებულების გაანგარიშება. წყარო: Capriole Investments

BTC-ში ელექტროენერგიის ღირებულების გაანგარიშება. წყარო: Capriole Investments

ედვარდსის ალგორითმს თუ დავუჯერებთ, ბიტკოინის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, მისი მაჩვენებელი ელექტროენერგიის გლობალურ ღირებულებაზე დაბლა ოთხჯერ დაეცა. 

● 2014 წელს: 50%-ით, $605-დან $308-მდე (ბირჟა Mt.Gox-ის კრახი);

● 2018 წელს: 85%-ით, $18 000-დან, $3 300-მდე (კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულირების დაწყება);

● 2019 წელს: 38%-ით, $12 700-დან $7240-მდე (Covid);

● 2022 წელს: ბირჟა FTX-ის კრახი და კრიპტოკომპანიების თანმდევი გაკოტრება. 

გაანგარიშების მეორე მოდელი კომპანია Glassnode-ის ანალიტიკოსის, ჰანს ჰეიგის მიერ არის შემოთავაზებული. ის 1 BTC-ის მოპოვების ღირებულების გამოსათვლელად სირთულის რეგრესიის ალგორითმის გამოყენებას სთავაზობს. მოდელში ჰეიგი ჰეშირების სიჩქარისა და ბიტკოინის საერთო კაპიტალიზაციის შესახებ მონაცემებს იყენებს.

ამოცანის მისეულ გადაწყვეტას ოდნავ განსხვავებული პასუხი აქვს, მაგრამ ის ედვარდსის მონაცემებისგან პრინციპულად არ განსხვავდება.
სირთულის რეგრესიის მოდელი. წყარო: Glassnode

სირთულის რეგრესიის მოდელი. წყარო: Glassnode

ამ ანალიტიკოსის გამოთვლები აჩვენებს, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს 1 BTC მაინინგის ღირებულება 18,872 დოლარს უდრიდა.

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ გაანგარიშებიდან?

მაინინგის თვითღირებულება დოლარებში ფიქსირებული თანხა არ არის: ის უკუკავშირის მექანიზმს ექვემდებარება. BTC-ის ფასის მატებასთან ერთად, ბაზარზე ახალი პულები შემოდის, რაც ბიტკოინის მოპოვებისთვის აუცილებელ ძალისხმევას ზრდის, რადგან მისი ჯილდო მონაწილეთა უფრო დიდმა ჯგუფმა უნდა გაიყოს. ზუსტად ასევე, როდესაც ბიტკოინის ფასი ეცემა და მაინერები მიდიან, მაინინგის ღირებულება იკლებს. 

თუ გამოთვლები სწორია, მაშინ  BTC-ის კურსის მცირე ზრდას უნდა ველოდოთ, რათა რენტაბელობის პლატოზე გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინერები დანადგარებს გამორთავენ. ეს ჰეშრეიტის სიმძლავრის შემცირებასა და ფასის შემდგომ დაცემას  თითქმის ნულამდე გამოიწვევს.

დიახ, ბიტკოინის მაინინგი ლეპტოპზეც კი იქნება შესაძლებელი. მაგრამ ეს  ბლოკჩეინ BTC-ის სიცოცხლისუნარიანობაზე აისახება და შესაძლოა, მისი გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ასეთი სიტუაცია კი არავისთვისაა ხელსაყრელი, მათ შორის მარეგულირებლებისთვის. ისინი ჯერ კიდევ აფასებენ იმ ზარალის მასშტაბებს, რაც FTX-ის გაკოტრებამ ფინანსურ ბაზარს მიაყენა.