სამხრეთ კორეის ცენტრალურ ბანკს სტეიბლკოინების გაკონტროლება სურს

ფოტო - სამხრეთ კორეის ცენტრალურ ბანკს სტეიბლკოინების გაკონტროლება სურს
Terra USD–ის კრახის შემდეგ სამხრეთ კორეას კრიპტოვალუტის გაკონტროლება სურს
სტეიბლკოინების გამოშვების სტანდარტების დაწესებაში სამხრეთ კორეა ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს უერთდება.
წყარო: BANK OF KOREA

წყარო: BANK OF KOREA

კორეის ცენტრალურმა ბანკმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტეიბლკოინები  უფრო მკაცრ რეგულაციას საჭიროებენ, ვიდრე სხვა ციფრული აქტივები, რადგან მათ შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ  ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ის ასევე იზიარებს დიდი ბრიტანეთის შეშფოთებას, რომელიც უკვე მუშაობს   კრიპტოვალუტების რეგულირების წინადადებებზე. ანგარიშში ამტკიცებენ, რომ სტეიბლკოინების  ემიტენტებს მინიმალური კაპიტალი და სარეზერვო აქტივები უნდა ჰქონდეთ, რათა გაკოტრების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანონ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის აქტივების მქონე საწარმოები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ და უნდა ჰქონდეთ საქმიანობის უფლებამოსება. ასევე სავალდებულო უნდა გახდეს რეგულარული გარე აუდიტი.
კრიპტოვალუტა სპეციალური კანონით უნდა დარეგულირდეს, ვინაიდან მისი ემისიის სტრუქტურა და საბაზრო სისტემა განსხვავდება ფასიანი ქაღალდებისა და ფიატური ვალუტებისგან, რაც მოქმედი წესებით რეგულირებას ართულებს.
ნათქვამია ანგარიშში
ბოლო წლებში სამხრეთ კორეის ხელისუფლება ძალიან  აქტიური იყო ციფრული აქტივების კუთხით. აგვისტოს მდგომარეობით, პარლამენტში განხილვას კრიპტოვალუტის 13-მდე კანონპროექტი  ელოდა.
 
ივნისში სამხრეთ კორეის მთავრობამ  ციფრული აქტივების ბაზრის ზედამხედველობისთვის სპეციალური კომიტეტის შექმნა  დაიწყო, რაც  ქსელის Terra კრახით იყო გამოწვეული. ითვლება, რომ  სტეიბლკოინის Terra USD-ის და  მისი შვილობილი  ტოკენის LUNA-ს ღირებულების მკვეთრი ვარდნის გამო დაახლოებით 280,000 სამხრეთ კორეელი დაზარალდა.