The Irish Shebeen: metaverse-პაბი ჭეშმარიტი ირლანდიელებისთვის

ფოტო - The Irish Shebeen: metaverse-პაბი ჭეშმარიტი ირლანდიელებისთვის
წმინდა პატრიკის დღე წელიწადში ერთხელ არის! რატომაც არ გაგვეხსნა მეტავერსში კლასიკური ირლანდიური პაბი ამ დღესასწაულის აღსანიშნავად? ალბათ, სწორედ ასე გაიფიქრეს The Sandbox-ში, როდესაც The Irish Shebeen-ს უშვებდნენ.
The Irish Shebeen ირლანდიური პაბია The Sandbox-ის  მეტავერსში, რომელიც მდებარეობს -74, -89 მიწებზე. აქ არა მხოლოდ ირლანდიური კულტურის მიმდევრებს ელიან, არამედ მომხმარებლებსაც, რომლებიც ადგილობრივი ტრადიციების გაცნობას გეგმავენ.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ვირტუალურ სამყაროში თემატური დაწესებულების შექმნაზე Web3-ის ჟურნალისტები ჯილიან გოდსილი და ლიზა გიბონსი მუშაობდნენ Hermit Crab Game Studio-სა და Kinahan's Whiskey-ის მხარდაჭერით. ირლანდიურ პაბს მეტავერსში უფრო დიდი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ წმინდა პატრიკის დღის ხმაურიანი  აღნიშვნის ადგილად გადაქცევა. ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს არის ერთგვარი თავშესაფარი ვირტუალურ სამყაროში მომთაბარეთათვის. პაბში, რომელიც ფაქტობრივად ელვარებს სახასიათო ირლანდიური სიმყუდროვით, თავს კომფორტულად ყველა სტუმარი იგრძნობს, მიუხედავად მისი სათამაშო გამოცდილებისა.
როგორც უსახლკარობის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი აქ, ირლანდიაში და ქალი, რომლის სახლის კონფისკაცია ბანკებმა მოახდინეს, მე შოკირებული ვარ ინტერნეტში უსახლკაროდ დარჩენის იდეით. ჩვენ არ შეგვიძლია ყველას მივცეთ სახლი, მაგრამ შეგვიძლია მივცეთ ადგილი, სადაც ისინი თავს იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში
, - ამბობს ჯილიან გოდსილი.

NFT, ქვესტები და ექსკლუზიური ვისკი საჩუქრად

რა გასართობი ელის მომხმარებლებს The Irish Shebeen-ში? თემატური სივრცე, რომელიც მხოლოდ 12 დღე მუშაობს, გთავაზობთ საკოლექციო NFT-ების შეგროვებას, ციფრული მხატვრების ნამუშევრების გაცნობას და სხვადასხვა ქვესტების შესრულებას.

Shebeen NFT – ეს არის წვდომა ირლანდიურ კულტურასა და მითოლოგიაზე. კოლექციაში შედის ტრადიციული ირლანდიური ტანსაცმელი და აბჯარი, ღმერთების, ცხოველების, ფრინველების და ფერიების ნივთები და ქანდაკებები. აქ წარმოდგენილია წმინდა პატრიკის დღის კლასიკური ატრიბუტებიც - სამყურა და პადის ქუდი.

თითოეულ NFT-ს თან ახლავს შერჩეული სიმბოლოს ან ნივთის  ირლანდიის ისტორიაში შესრულებული როლის აღწერა, რაზეც დამოკიდებულია მათი ღირებულება. მაგალითად, კელტური შუბი ეღირება მხოლოდ $3,65, ხოლო ტრიქუეტრი ან სიცოცხლის ხე $200-ზე მეტი დაგიჯდებათ.
წყარო: sandbox.game

წყარო: sandbox.game

წარმტაცი თავგადასავლების გარდა, The Sandbox-ის მონაწილეები სასიამოვნო ბონუსის მიღებას შეძლებენ, რომელიც ნამდვილად გამოადგება ჭეშმარიტ ირლანდიელს - პრემიუმ კლასის ირლანდიური ვისკის ბოთლს Kinahan's Whiskey-ისგან.