ანონიმური კრიპტოვალუტები ყოველთვის აინტერესებდა ინვესტორებს,ვისთვისაც პრივატულობა და კონფიდენციალურობა პირველ ადგილზეა. ასეთ აქტივებს შორის პირველობას უკვე დიდი ხანია Monero ინარჩუნებს. კიდევ რომელი ანონიმური კრიპტოვალუტა ცდილობს ლიდერის გამოწვევას?
ანონიმური კრიპტოვალუტები საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გადარიცხვები, გამგზავნისა და მიმღების დეტალების, და ასევე ტრანზაქციის ოდენობის დამალვით. ტრანზაქციები საჯარო ბლოკჩეინზე ინახება, მაგრამ თითქმის შეუძლებელია ტრანზაქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება მათი საჯარო გასაღების (საფულის მისამართის) ცოდნითაც კი.
ეს დადებითად განასხვავებს ანონიმურ მონეტებს სხვა კრიპტოვალუტებისგან, იგივე ბიტკოინისა ან ეთერეუმისგან, სადაც საჯარო გასაღების დახმარებით ნებისმიერი ბლოკჩეინის ბრაუზერის მეშვეობით იხსნება კონტრაგენტის ტრანზაქციის მთელი ისტორია და მისამართები. ეს ჰგავს საბანკო ამონაწერის შეთვალიერებას, რომელიც ინახება 24/7 საჯარო დომენში და ღიაა ყველასთვის. რა თქმა უნდა, ციფრული აქტივების ყველა მფლობელს ეს ვერ მოეწონება.
სწორედ ამიტომ, 2014 წელს კრიპტოვალუტის ბაზარზე გამოჩნდა მონეტა, რომელმაც საბოლოოდ გადაჭრა იმ დროისთვის არსებული კრიპტოვალუტების ფსევდოანონიმურობის პრობლემა. პრივატულობა და კონფიდენციალურობა გახდა მისი მთავარი პრიორიტეტი. მონეტას Monero ეწოდა.
Monero
ტიკერი: XMR
კაპიტალიზაცია: $2,686 მლრდ
# CMC: 27
ბირჟების რაოდენობა: ~60
Monero გამოჩნდა, როგორც Bytecoin კრიპტოვალუტის ფორკი საკუთარი Proof-of-Work ბლოკჩეინით. დეველოპერებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ "პატიოსანი" ანონიმური მონეტა, პრემაინის გარეშე (საკუთარი საჭიროებისთვის დამალული ემისია), რათა არ გამეორებულიყო Bytecoin-ის შეცდომები. კრიპტოვალუტა Monero დაფუძნებულია ღია კოდის მქონე CryptoNote პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს ანონიმურობის აბსოლუტურ დონეს. ეს პროტოკოლი იყენებს გასაღების მქონე რგოლური ხელმოწერების ტექნოლოგიას RingCT (Ring Confidential Transactions), რათა დამალოს გამგზავნის, მიმღების საფულის მისამართი, გადარიცხვის თანხა და დრო. RingCT-ის წყალობით, გამგზავნის რეალურ ხელმოწერას კიდევ 10 ყალბი ემატება, შემდეგ კი ყველა საინფორმაციო ბლოკი იშიფრება სხვადასხვა კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოყენებით.

2022 წლის აგვისტოში პროტოკოლის განახლების მიზნით რეალიზდა Monero–ს ჰარდფორკი. რისი წყალობითაც 11-დან 16-მდე გაიზარდა რგოლურ ხელმომწერთა რაოდენობა. ამან კიდევ უფრო გაართულა Monero-ს ტრანზაქციების თვალყურის დევნება.
თუ შევეცდებით ნებისმიერ Monero Explorer-ში საჯარო გასაღების შეყვანას, უარს მივიღებთ. ხან ზრდილობიანს და ხან არც ისე, სადღაც შორს წასვლის სურვილებით. ტრანზაქციის იდენტიფიკატორზე (ჰეშზე) ერთადერთი საინტერესო ინფორმაცია იქნება: დადასტურებების რაოდენობა, ბლოკის ნომერი, საკომისიოს ოდენობა და ზედდადებული რგოლური ხელმოწერების რაოდენობა (16). Monero-ს ბლოკჩეინიდან ვერანაირ პერსონალურ ან კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ მიიღებთ.
იმის გათვალისწინებით,რომ XMR–ით სავალუტო წყვილები როგორც CEX, ისე DEX-ბირჟების მნიშვნელოვან რაოდენობაზეა წარმოდგენილი ( დაახლოებით 60), და ასევე ყველაზე ცნობილი აპარატული და ცივი საფულეების გათვალისწინებით, Monero ყველაზე გავრცელებული ანონიმური კრიპტოვალუტაა.
Monero–ს უახლოესი კონკურენტები არიან Dash და Zcash, რომლებსაც ასევე აქვთ გადარიცხვების ანონიმიზაციის ფუნქცია.
Dash
ტიკერი: DASH
კაპიტალიზაცია: $462 მლნ
# CMC: 81
ბირჟების რაოდენობა: 90+
კრიპტოვალუტა Dash ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, მანამდე რამდენიმე სახელი და კონცეპცია შეიცვალა. ამ მონეტის შემქმნელმა, ევან დაფილდმა, ბიტკოინის ანონიმურობის არარსებობით უკმაყოფილომ, შექმნა Xcoin მონეტა, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სახელი შეცვალა Darkcoin-ად, შემდეგ კი Dash-ად.
კრიპტოვალუტა იყენებს ჰიბრიდულ ბლოკჩეინს (Proof-of-Work and Proof-of-Stake), რომელიც საშუალებას აძლევს როგორც მაინინგის აღჭურვილობის, ისე მასტერნოდების მფლობელებს (ქსელის კვანძები, რომლებიც ამოწმებენ ტრანზაქციებს, აწვდიან ლიკვიდობას და მხარდაჭერის სერვისებს, რომლებიც ზრდიან ტრანზაქციების კონფიდენციალურობას) ფულის გამომუშავების საშუალებას.

Dash-ის ანონიმურობა უზრუნველყოფილია PrivateSend ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც როგორც კრიპტომიქსერი მოქმედებს. ამის წყალობით, გადარიცხვა რამდენიმე რაუნდად „იჭრება“ მიკროგადახდების პულამდე, რომლებსაც ერთდროულად იღებს მიმღები. ამ მეთოდს ეწოდა CoinJoin (მონეტების მიქშირება). მისი წყალობით, ტრანზაქციის გზა–კვალის მიკვლევა შეუძლებელია. ამრიგად, გადახდის ოდენობა და ტრანზაქციის მონაწილეთა პირადი გასაღებები იმალება.
PrivateSend ფუნქცია არჩევითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ავტომატურად არ ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელიც მოდის ნებისმიერი საფულედან, როგორც ეს ხდება Monero-ს შემთხვევაში. გარდა ამისა, ის „ჩაშენებულია“ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ცივ საფულეებში,ისეთში, როგორიცაა Dash Core.
ბოლო ორი წლის განმავლობაში Dash-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირებმა დაიწყეს ამ კრიპტოვალუტის როგორც „ბიტკოინის მსგავსი ჩვეულებრივი გადახდის საშუალების“, აქტიური პოზიციონირება, კერძო გადარიცხვების შესაქმნელი ფუნქციონალის არსებობაზე ფოკუსირების გარეშე. ამან გამოიწვია გარკვეული გადინება იმ მომხმარებლების, რომლებიც აფასებენ კონფიდენციალურობას.
Zcash
ტიკერი: ZEC
კაპიტალიზაცია: $829 მლნ
# CMC: 58
ბირჟების რაოდენობა: 60+
მონეტა Zcash 2016 წელს გამოჩნდა, Monero-ს და Dash-ის შემდეგ, როგორც ბიტკოინის ფორკი. შემქმნელები მას, როგორც კრიპტოვალუტას, პოზიციონირებენ, რომელიც გადარიცხვების სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. ტრანზაქციების დაშიფვრისთვის Zcash იყენებს კრიპტოგრაფიულ პროტოკოლს zk-SNARK (zero-knowledge proof). ამ ტექნოლოგიის წყალობით, იქმნება ტრანზაქციის მტკიცებულებები მისი კომპონენტების (გამგზავნისა და მიმღების მისამართები, ტრანზაქციის თანხა) გამჟღავნების გარეშე.
ანონიმურობა უზრუნველყოფილია საჯარო დეცენტრალიზებულ რეესტრში ტრანზაქციების მონაწილეთა მონაცემების და რაიმე ჩანაწერების შეტანის არარსებობით, გარდა იმის დადასტურებისა, რომ ტრანზაქცია განხორციელდა.

Zcash–ში ტრანზაქციების ანონიმიზაციის ფუნქციონალი ისეთივე ოპციონალურია,როგორც Dash–ში. მხარდაჭერილია ორი ტიპის მისამართები: z-მისამართი და t-მისამართი.
Z-მისამართი დაცულია პროტოკოლით zk-SNARK, ანუ სრულად ანონიმურია.
T-მისამართი – საჯაროა,ღია კოდით,ბიტკოინის მსგავსად.
გადარიცხვები t- და z-მისამართებს შორის ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ხორციელდებოდეს, მაგრამ სრული კონფიდენციალურობა მხოლოდ z-მისამართებს შორის გადარიცხვებშია უზრუნველყოფილი.
ახლა კრიპტოვალუტის თითქმის ყველა ბირჟა და გაცვლითი პუნქტი სტანდარტულად საჯარო t-მისამართებით მუშაობს.
Zcash–ის მხოლოდ დესკტოპის native საფულეს აქვს ტრანზაქციების ანონიმიზაციის ფუნქციონალი. სტატისტიკის თანახმად, z-მისამართების საერთო რაოდენობა 5%–ს არ აჭარბებს, ანუ კონფიდენციალური გადარიცხვებით მომხმარებელთა ძალიან ვიწრო წრე სარგებლობს.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით Dash–მა და Zcash–მა ღირსეული კონკურენცია Monero–ს ვერ გაუწიეს ტრანზაქციის ანონიმიზაციის ფუნქციონალის არჩევითობისა და საფულეების შეზღუდული სიის გამო, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ფუნქციას. ჯერჯერობით Monero–ს ლიდერობას არაფერი ემუქრება.