ბაზრის სამი ტენდენცია: აპტრენდი, დაუნტრენდი და ფლეტი
ტენდენცია, ან ტრენდი - სიტყვა, რომელიც ადამიანების უმეტესობისთვის ასოცირდება რაიმე ხანგრძლივ, სტაბილურ, შესამჩნევ და ბაზარზე დომინირებულთანაც კი. ფინანსურ ბაზრებს, მათ შორის კრიპტოვალუტურს, საკუთარი ტენდენციები (ტრენდები) გააჩნია.
რა არის ბაზრის ტრენდი მარტივი სიტყვებით?
ტრენდი არის ბაზრის ხანგრძლივი ფაზა, რომელიც მყიდველების, გამყიდველების უპირატესობას, ან ძალების პარიტეტულ ბალანსს აჩვენებს. ტრენდი განისაზღვრება ტექნიკური ანალიზის (TA) მეშვეობით, რაც გულისხმობს გრაფიკების წაკითხვის უნარს, ინსტრუმენტებისა და ინდიკატორების კომპლექსის გამოყენებით.
ბაზარზე ყოველთვის არის მხოლოდ სამი ტენდენცია, ან ტრენდი:
- აპტენდი (uptrend): აღმავალი ტრენდი, მყიდველების დომინირების ფაზა, ხარული ბაზარი;
- დაუნტრენდი (downtrend): დაღმავალი ტრენდი, გამყიდველის დომინირების ფაზა, დათვური ბაზარი;
- ფლეტი (sideways): მყიდველებისა და გამყიდველების ძალების პარიტეტული ბალანსი ბაზარზე.
აპტრენდი, დაუნტრენდი და ფლეტი გრაფიკზე
თითოეულ ფაზას შეიძლება ჰქონდეს ბაზრის ტრენდის საწინააღმდეგო მოკლევადიანი მოძრაობის გარკვეული ეტაპები - ამას კორექტირება ეწოდება. მაგალითად, ფასების მოკლევადიანი ვარდნა აპტრენდის დროს არის ზრდის კორექტირება, ხოლო ფასის მოკლევადიანი ზრდა დაუნტრენდის დროს - ვარდნის კორექტირება. ეს ფაზები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ და არ ავურიოთ ტრენდის ცვლილებაში.
ტრენდის სწორად იდენტიფიცირების უნარი ტრეიდერს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს ფასის შემდგომი მოძრაობა და სწორად განათავსოს ორდერები, რომლებიც შემდგომ მოგებას მოუტანს.
აპტრენდი - ფასების მდგრადი აღმავალი მოძრაობა, ბაზრის ზრდა
ტრენდი არის ფასის მიმართული მოძრაობა, რომელიც ასახავს ინვესტორების ტენდენციას, მასობრივად იყიდონ, ან გაყიდონ აქტივები. როდესაც ის მიმართულია ზემოთ, მას უწოდებენ აღმავალ ტრენდს, ან აპტრენდს. ამ ფაზას ხარების დომინირება ეწოდება.
ტრენდები ყოველთვის შეზღუდულია გარკვეული საფასო დონეებით, როგორიცაა მხარდაჭერა (ქვემოდან) და წინააღმდეგობა (ზემოდან).
თუ გრაფიკზე შეინიშნება ორი საფასო მინიმუმის ფორმირება, სადაც მეორე პირველზე მაღალია, შეგიძლიათ მათ მიხედვით არხის შექმნა დაიწყოთ. ამისათვის ჩვენ ვავლებთ დახრილ ხაზს ფასის ყველა საფასო მინიმუმის გასწვრივ (არხის ქვედა ხაზი), მეორე პარალელურ ხაზს კი ვავლებთ ყველა ფასის გასწვრივ (არხის ხაზი ზედა). ასე ხდება აპტრენდისა და მისი საზღვრების - მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის განსაზღვრა.
აპტრენდის არხი
როდესაც ფასი მხარდაჭერის დონეს უახლოვდება, დიდი ალბათობით, ის მისგან აცილება მოახდენს და იმოძრავებს წინააღმდეგობის დონისკენ. მხარდაჭერის დონიდან მესამე აცილების შემდეგ, ყალიბდება (ყიდვის) ლონგ-პოზიციაში შესვლის საუკეთესო წერტილი. ამასთან, stop-loss (SL) გატანილია წინა ლოუს (ფასის ყველაზე დაბალი დონე) ქვემოთ, ან, თუ ის ძალიან დიდი გამოდგება, არხის მხარდაჭერის ხაზის მიღმა. Take-profit (TP) მოგების ფიქსაციისთვის განლაგებულია წინააღმდეგობის მახლობლად.
თუ ტრენდი ხანგრძლივია, შეგიძლიათ გახსნათ შესყიდვის გარიგებები მხარდაჭერის ხაზიდან მეოთხე, მეხუთე და შემდგომი აცილების წერტილებიდან. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო შორს არის მესამე პოზიციიდან ასეთი მობრუნების წერტილი, მით უფრო დაბლა უნდა დააყენოთ TP და ალბათობა იმისა, რომ ფასი მობრუნდება უფრო დიდია.
დაუნტრენდი - ფასების სტაბილური დაღმავალი მოძრაობა, ბაზრის ვარდნა
დაუნტრენდი არის დაღმავალი ტენდენცია, როდესაც აქტივების უმეტესობა კარგავს ღირებულებას ინვესტორების მიერ მათი გაყიდვის გამო. ამ ფაზას დათვების დომინირებას უწოდებენ.
დაღმავალი ტენდენცია ყალიბდება აღმავალი ტრენდის ანალოგიით. ზედა წერტილებს შორის გავლებულია ერთი სწორი ხაზი, ხოლო ქვემოთ, მის პარალელურად - მეორე. ასე ვიღებთ დაღმავალ არხს.
თუ გრაფიკზე ჩამოყალიბდა დაღმავალი ტენდენცია, მაშინ მისი ზედა ზღვარი იქნება წინააღმდეგობა, ხოლო ქვედა ზღვარი - მხარდაჭერა. მაგრამ დაუნტრენდში მთავარი ხაზი იქნება წინააღმდეგობის ხაზი - მისი აცილების შემდეგ, გაყიდვის გარიგებები უნდა გახსნათ.
დაუნტრენდის არხი
დაღმავალ არხში გარიგებების გახსნის წესები იგივეა, რაც აღმავალში, მხოლოდ სარკისებური. გაყიდვა წინააღმდეგობის ხაზის აცილების მესამე წერტილიდან იხსნება, SL კი გატანილია წინააღმდეგობის ზემოთ. იდეალურია წინა მაჩვენებლის მიღმა გატანა. მოგების დასაფიქსირებლად TP უნდა განთავსდეს დაღმავალი ტრენდის მხარდაჭერის ხაზის ოდნავ ზემოთ.
ფლეტი - დათვებისა და ხარების დროებითი ზავი
უმეტეს შემთხვევაში, ფინანსურ ბაზრებზე დომინირებს გვერდულა ტრენდი - ეს არის ფასების მოძრაობა დერეფანში ორ ჰორიზონტალურ დონეს შორის. ამ ტენდენციას ფლეტი, ან გვერდულა ეწოდება. გვერდულა ტრენდი გაგრძელდება მანამ, სანამ ფასი დერეფნის ერთ-ერთ საზღვარს არ გაარღვევს.
გვერდულა ტრენდის - ფლეტის არხი
გვერდულა ტრენდი მოსახერხებელია იმით, რომ მასში შეგიძლიათ გახსნათ გარიგებები როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე. არხის ქვედა ზღვარი არის მხარდაჭერის დონე, ხოლო ზედა ზღვარი - წინააღმდეგობის დონე.
ამგვარად, მხარდაჭერიდან ზევით აცილების შემდეგ, ყალიბდება შესვლის წერტილი ყიდვის ოპერაციისთვის. SL გატანილია მხარდაჭერის ქვემოთ, მოგების მისაღებად TP წინააღმდეგობის ხაზის ოდნავ ქვემოთაა განთავსებული.
წინააღმდეგობის ხაზიდან ფასის აცილების შემთხვევაში, შევდივართ შორთ პოზიციაში, ამასთან SL-ს ვათავსებთ არხის ზედა ზღვარს მიღმა, ხოლო TP-ს მხარდაჭერის დონეს ოდნავ ზემოთ ვაყენებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდულაში ვაჭრობისას, ან ნებისმიერი სხვა ტრენდის დროს, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობისგან აცილების ფორმირებას დაველოდოთ. არ იჩქაროთ, აუცილებლად დაელოდეთ ხელსაყრელ შესაძლებლობას!
სჯობს, არ გახსნათ გარიგება, როდესაც ფასმა დონეს ახლახან მიაღწია, მაგრამ აცილება ჯერ არ მოუხდენია, რადგან ყოველთვის არის დონის გარღვევის შესაძლებლობა და მაშინ გარიგება SL-ის მიხედვით ზარალით დაიხურება.
დასკვნა
არასოდეს გახსნათ გარიგებები ტრენდის საწინააღმდეგოდ - ბაზარი ამისთვის სჯის! ტრეიდერის ერთ-ერთი მთავარი წესია ტრენდის სწორად იდენტიფიცირება და ამაზე ფულის გამომუშავება პოზიციების მხოლოდ ტრენდის მიხედვით გახსნით.