კიბერუსაფრთხოების ტოპ-10 ტოკენი კაპიტალიზაციის მიხედვით

ფოტო - კიბერუსაფრთხოების ტოპ-10 ტოკენი კაპიტალიზაციის მიხედვით
ბოლო დროს, კრიპტოვალუტის ინდუსტრია ჰაკერულ თავდასხმებთან, გაკოტრებასთან და თაღლითობასთან ასოცირდება. არის პროექტები, რომლებიც რეპუტაციის გაუმჯობესებას ეკოსისტემის უსაფრთხოებაზე მუშაობით ცდილობენ.
განვიხილოთ იმ კომპანიების 10 საუკეთესო ტოკენი, რომლებიც კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა უტყუარობით, აუდიტითაა დაკავებული, ასევე კრიპტოვალუტის სფეროში საფრთხეებისა და მავნე მოქმედებების შესახებ ინფორმაციას იძლევა. რეიტინგი ვებ-გვერდ CoinMarketCap-ის მიხედვით, 2022 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, სრული ემისიის პირობებში კაპიტალიზაციის მიხედვით არის შედგენილი.

CTK (Shentu Chain)

? 78,8 მლნ დოლარი.
ბლოკჩეინი BNB.  

CTK უსაფრთხოების ბლოკჩეინ-ორაკულის, Shentu Chain-ის სტეიკინგური ტოკენია. პროექტის ეკოსისტემასთან დაკავშირებით კლიენტი დაცვის ინსტრუმენტებზე, თავდასხმებისადმი მდგრადობის სტატუსის შესახებ მონაცემებსა და ექსპლოიტის პრევენციის სპეციალურ პროგრამაზე იღებს წვდომას. თუ სახსრების ქურდობა მაინც ხდება, Shentu Chain მფლობელს დაკარგულ კრიპტოვალუტას უბრუნებს. 

Shentu Chain ტოკენ CTK-ების მფლობელების წყალობით მუშაობს. ისინი მონეტებს სტეიკინგზე აგზავნიან, ან პირდაპირ ვალიდატორებთან დელეგირებას ახდენენ, რათა ორაკულთან მიერთებული ბლოკების ქსელის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის ჯილდოს იღებენ.
წყარო — Shentu Chain.

წყარო — Shentu Chain.

UTK (Utrust)

? 50,8 მლნ დოლარი. 
ბლოკჩეინი Ethereum. 

გადახდის პლატფორმის ტოკენი, რომელიც რითეილერებსა და მყიდველებს შორის კრიპტოვალუტის მულტიბლოკჩეინური ტრანზაქციების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Utrust კლიენტებს ბაზარზე ვოლატილობისგან იცავს და ზარალის შემთხვევაში სახსრების დაბრუნებას სთავაზობს. პროექტს საკუთარი კრიპტოსაფულე აქვს, რომელსაც ქსელის შიგნით ტრანზაქციებისა და ოფჩეინ-გარიგებების მხარდაჭერა აქვს. სახსრების ჩარიცხვის შემდეგ, მათი გადაყვანა რამდენიმე ფიატური ვალუტიდან ერთ-ერთშია შესაძლებელი. 

Utrust კრიპტოვალუტის ტრანზაქციების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, რისთვისაც შუამავლის როლში გამოდის, რომელიც გადარიცხვის წარმატებას უზრუნველყოფს. ტოკენი UTK ტრანზაქციების განსახორციელებლად არის საჭირო.
წყარო — Utrust

წყარო — Utrust

VIDT (VIDT DAO)

? 37,9 მლნ დოლარი.
ბლოკჩეინები BNB და Ethereum. 

VIDT დეცენტრალიზებული პროტოკოლის, VIDT DAO-ს საწყისი კოდის მქონე ტოკენია, რომელსაც დამოუკიდებელი საზოგადოება აკონტროლებს და მართავს. პროექტი ციფრული მონაცემების, ინტელექტუალური საკუთრებისა და Web3 დოკუმენტების შემოწმებას, დაცვას და გადაცემას ახორციელებს. 

VIDT DAO ბლოკჩეინზე ციფრული მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას იძლევა და თაღლითობის პრევენციას უწყობს ხელს.  API-პროტოკოლის გამოყენებით, მომხმარებლები თავიანთ დაშიფრულ ფაილებს სასურველ ბლოკჩეინში წერენ. ტოკენი VIDT ტრანზაქციების განსახორციელებლად არის საჭირო, რომლებიც საჭირო ინფორმაციას ბლოკების ჯაჭვებში გადასცემენ.
წყარო — VIDT DAO.

წყარო — VIDT DAO.

HAI (Hacken)

? 15,3 მლნ დოლარი.
ბლოკჩეინი Ethereum. 

HAI უკრაინული აუდიტორის ტოკენია. ის ამოწმებს, აქვს თუ არა სმარტ-კონტრაქტებს, ბლოკჩეინებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს შეცდომები, რომლებმაც, შესაძლოა, გატეხა გამოიწვიოს. ასევე კომპანია კონსალტინგს ეწევა და სტარტაპებს კიბერუსაფრთხოებაში ეხმარება. HAI უტილიტარული ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიის სხვადასხვა პროდუქტის ფუნქციონირებისთვიაა აუცილებელი. 

კომპანიის ხელმძღვანელები თვლიან, რომ Web3-ის ახალი ნორმა ბიზნესის ეთიკური კეთება უნდა გახდეს. კომპანიისთვის კიბერუსაფრთხოება მხოლოდ კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაცვასთან კი არა, არამედ სკამის, ექსპლოიტების, ფიქციური ვაჭრობისა და სხვა არაკეთილსინდისიერი მაქინაციების არარსებობას უკავშირდება. ჩვენ ადრე Hacken-ის გენერალურ დირექტორთან ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ. გირჩევთ ის წაიკითხოთ, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ.
წყარო — Hacken.

წყარო — Hacken.

NCT (Polyswarm)

? 14 მლნ დოლარი.
ბლოკჩეინი Ethereum. 

NCT ანალიტიკური პლატფორმა PolySwarm-ის ტოკენია, რომელიც ძნელად აღმოსაჩენი, სავარაუდო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მიზნით ფაილებს, URL-ებს და სხვა მონაცემებს სკანირებს. პლატფორმაზე სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიები და მექანიზმები მუშაობს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევს და საუკეთესო პროდუქტიულობისთვის ჯილდოვდება. მშობლიური ტოკენ NCT-ები პროგრამების აღმოჩენისა და პლატფორმის სკანერის მონაცემებზე წვდომის სანაცვლოდ ჯილდოსთვის გამოიყენება.  
წყარო — PolySwarm.

წყარო — PolySwarm.

QSP (Quantstamp)

? 12 მლნ დოლარი. 
ბლოკჩეინი Ethereum.  

QSP უსაფრთხოების დეცენტრალიზებული პროტოკოლის, Quantstamp-ის ტოკენი. პლატფორმა ჰაკერული თავდასხმისგან დაახლოებით 250 სტარტაპს, ფონდსა და საწარმოს იცავს. Quantstamp ბლოკჩეინებთან, NFT-პლატფორმებსა და DeFi- აპლიკაციებთან მუშაობს. 

ტოკენ QSP-ს დახმარებით, სმარტ-კონტრაქტები ბაგებსა და შეცდომებზე ავტომატურად მოწმდება. მომხმარებლები, რომლებიც პროტოკოლის ვალიდატორებად გამოდიან, QSP-ს უსაფრთხოების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოს იღებენ.
წყარო — Quantstamp.

წყარო — Quantstamp.

LSS (Lossless)

? 12 მლნ დოლარი.
ბლოკჩეინი Ethereum. 

LSS პროექტ Lossless-ის ტოკენია, რომლის მიზანი ტრანზაქციის უსაფრთხოების ახალი დონისა და ცალკეული პროექტების ექსპლოიტებისა და ფინანსური ზარალისგან დაცვის გზით Web3-ის მიმართ ნდობის აღდგენაა.

LSS კიბერუსაფრთხოების პროტოკოლის განუყოფელი ელემენტია, რომლის წყალობითაც სისტემის მთლიანობა მიიღწევა. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ, ის სტეიკინგზე გადაიტანონ, რათა ბლოკჩეინის შიგნით პოტენციურად მავნე მოქმედებების ძიებაში მიიღონ მონაწილეობა.
წყარო — Lossless.

წყარო — Lossless.

HAPI (HAPI Protocol)

? 11,2 მლნ დოლარი. 
ბლოკჩეინი Ethereum. 

HAPI პლატფორმის ტოკენია, რომელიც მავნე აქტივობების მონაცემთა ბაზაზე შეუზღუდავ წვდომას უზრუნველყოფს. კომპანია საფრთხეების ავტომატურ მონიტორინგს და საფრთხეებზე თვალთვალს ონლაინ-რეჟიმში ეწევა, ამოწმებს მისამართებს და პრობლემების კლასიფიცირებას სიმძიმის დონის მიხედვით ახდენს, სმარტ-კონტრაქტების სრულყოფილ ანალიზს ინდივიდუალურად უზრუნველყოფს. HAPI ბლოკჩეინების ექსპლოიტების წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრ მეთოდს აერთიანებს.  

HAPI ტოკენების სტეიკინგზე გაშვებით, მომხმარებლები პოტენციური კიბერშეტევების აღმოჩენასა და თაღლითებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ასევე ტოკენების ქონა კონტრაქტებისა და საფულეების მისამართების შემოწმებაზე წვდომას ხსნის, რათა გაირკვეს, იყო თუ არა ისინი ადრე  რაიმე თაღლითობასთან დაკავშირებული.
წყარო — HAPI.

წყარო — HAPI.

DDOS (DisBalancer)

? 0,2 მლნ დოლარი. 
ბლოკჩეინი Ethereum. 

DDOS კიბერუსაფრთხოების სექტორში უკრაინული სტარტაპ DisBalancer-ის ტოკენია, რომელიც აუდიტორ Hacken-ის მიერაა მხარდაჭერილი. კომპანია DDos-შეტევებით სტრეს-ტესტირებას, საკონსულტაციო მომსახურებას ატარებს, ექსპლოიტებისგან ტოკენების დაცვას სთავაზობს და უზიარებს თავის გამოუყენებელ კომპიუტერულ სიმძლავრეებს პროექტებს, რომლებსაც ჰაკერების შეტევებისგან დაცვა სჭირდება. 

მშობლიური ტოკენი DisBalancer-ის ეკოსისტემაში საკვანძო როლს ასრულებს და კომპანიის პროდუქტებზე წვდომას უზრუნველყოფს. მისი გამომუშავება თქვენი გამტარუნარიანობის მიწოდებით არის შესაძლებელი. ასევე ტოკენების ფარმინგი აპლიკაციაში HackenAI შეიძლება.
წყარო — DisBalancer.

წყარო — DisBalancer.

CDT (CheckDot Protocol)

? 0,2 მლნ დოლარი.  
ბლოკჩეინი BNB. 

CDT პლატფორმა CheckDot-ის ტოკენია. ის კრიპტოვალუტის პროექტებს, კოდებსა და სმარტ-კონტრაქტებს თაღლითობის შემცველობაზე ამოწმებს. კომპანია ასევე კონსულტაციებსა და აუდიტს ატარებს. Checkdot მომხმარებლებსა და დეველოპერებს მრავალი საფრთხისა და ექსპლოიტისგან იცავს. 

პლატფორმაზე ყველა ტრანზაქცია ტოკენ CDT-ის მონაწილეობით ხორციელდება. მისი მფლობელები მონაწილეობენ კენჭისყრებში, რომლებიც პლატფორმის მომავალ ფუნქციებზე ახდენს გავლენას.
წყარო — CheckDot

წყარო — CheckDot