შემოსავლის მიღება ოფციონებზე. ტოპ-5 ბლოკჩეინ-პროექტი

icon FOR
ფოტო - შემოსავლის მიღება ოფციონებზე. ტოპ-5 ბლოკჩეინ-პროექტი
ბევრი კრიპტოსავალუტო პროექტი სპეციალურ პროტოკოლებს ქმნის მოხმარების გამარტივებისა და კრიპტოსავალუტო ოფციონებზე მოგების მიზნით.
ოფციონი არის კონტრაქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს ან გაყიდოს აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად. ამ ინსტრუმენტის შესახებ უფრო მეტი ვისაუბრეთ ჩვენს დეტალურ სტატიაში.

ოფციონის მთავარი უპირატესობა არის კრიპტოვალუტის როგორც ზრდაზე, ასევე კლებაზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ოფციონები ასევე კარგი ინსტრუმენტია ღია პოზიციების ჰეჯირებისთვის. ამ სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ ყველაზე პოპულარულ ოფციონებზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტის პროექტებს, რათა გავერკვეთ, როგორ გამოვიყენოთ ის და რა შესაძლებლობებს იძლევა.

Ribbon Finance

Ribbon Finance  კლიენტებს კრიპტოვალუტების მულტისტრაიკ-ოფციონებს სთავაზობს. ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ აქტივი სხვადასხვა ფასად, რაც აქტივების კურსზე მოგების ნახვის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, Ribbon პლატფორმას გააჩნია ჩაშენებული ავტომატიზირებული სტრატეგიები, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტის ოფციონების საფუძველზე მუშაობს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ინვესტიციების სახით ჩადონ BTC, ETH, UNI, USDC ტოკენები და სხვა მონეტები წლიური 15%-იანი განაკვეთით.

ნატიური Ribbon Finance RBN ტოკენი გამოიყენება შიდა ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად. პროექტის ამჟამინდელი კაპიტალიზაცია $146 მილიონია.
ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი მონეტები Ribbon Finance-ზე.

ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი მონეტები Ribbon Finance-ზე.

Dopex

პროექტი, რომელიც გთავაზობთ ოფციონებს  კრიპტოსავალუტო წყვილებზე. Dopex-ით შეგიძლიათ შეიძინოთ ოფციონები არა ერთ ტოკენზე, არამედ სავალუტო წყვილზე, როგორიცაა მაგალითად BTC/ETH. როგორც წეხი, ეს კეთდება შიდა DPX ტოკენის გამოყენებით. ამან შეიძლება შეამციროს კრიპტოვალუტის კურსის დაცემის რისკი დოლართან მიმართებაში, ვინაიდან ყველა გაცვლა მხოლოდ ციფრულ აქტივებში ხდება.

Dopex-ის კიდევ ერთი თავისებურება არის  ლევერიჯი ოფციონებიდან მოგების პოტენციური ზრდისთვის.

პროექტს აქვს ორი ნატიური ტოკენი, რომელთაგან თითოეული  სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. DPX შექმნილია საკომისიოებიდან მოგების დასაგროვებლად, თუ მომხმარებელი ტოვებს თავის სახსრებს სავაჭრო პულში ან საცავში, ხოლო rDPX განკუთვნილია დეველოპერებისთვის, რომლებიც მონეტის დახმარებით გამოსცემენ ინდექსებს, სინტეთიურ აქტივებს, აქციებს და ა.შ.

DPX-ის კაპიტალიზაცია $78 მლნ-ს შეადგენს, rDPX-ის კი – $44 მილიონს.
Dopex-ის პლატფორმის სტეიკინგ-პულები

Dopex-ის პლატფორმის სტეიკინგ-პულები

HXRO

ეს პროტოკოლი გვთავაზობს ჰიბრიდულ ოფციონებს კრიპტოვალუტების ყიდვისა და გაყიდვისთვის. პლატფორმაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტოკენების სტეიკინგი, ხოლო  ვაჭრობა ძირითადად BTC-ში მიმდინარეობს.

შიდა HXRO ტოკენი გამოიყენება ოფციონების პლატფორმის სამართავად, ასევე სავაჭრო წყვილებისთვის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად. აქტივის ამჟამინდელი კაპიტალიზაცია $76 მილიონია.

Premia

პროექტი გვთავაზობს კრიპტოვალუტის ოფციონებს კონტრაქტის შესრულების სხვადასხვა ვარიანტებით. Premia-ს დახმარებით შეგიძლიათ  აქტივებით ივაჭროთ, არბიტრაჟი მოაწყოთ, უზრუნველყოთ ლიკვიდურობა სავაჭრო წყვილებისთვის, შექმნათ პასიური შემოსავლის სტრატეგიები და მართოთ რისკი გარიგებების ოფციონებით ჰეჯირების გზით.

პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული აქტივებია ETH, YFI, BTC, LINK და ALCX. Premia მხარს უჭერს სავაჭრო ოპერაციებს Optimism და Arbitrum ქსელებში, რაც კარგი ბონუსია Layer 2-ის ტრენდის გამო.

Premia-ს ნატიური ტოკენის კაპოტალიზაცია  – $53 მლნ.
Premia-ზე პასიური შემოსავლის მიღების პულები

Premia-ზე პასიური შემოსავლის მიღების პულები

Lyra

პროექტი კრიპტოვალუტის ინდექსების ოფციონებს გვთავაზობს. ეს არის სტრუქტურირებული სინტეთიკური პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფასებზე არის აგებული. ის არის  S&P 500 ინდექსის პორტფელის მსგავსი, ოღონდ კრიპტოვალუტისთვის.

Lyra შიგნით 3 სხვადასხვა პროტოკოლზე იყოფა:

● Polynomial.  ოფციონური სტრატეგიების ავტომატიზირებას ახდენს გაზრდილი მოგების მისაღებად ლიკვიდობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ;

● Brahma. ლიკვიდობის და სტეიკინგის  სახსრების საცავი;

● dHEDGE. სოციალური პლატფორმა Polygon, Ethereum და Optimism-ის ქსელებში აქტივების სამართავად. 

BTC და ETH ის ძირითადი აქტივებია, რომლებშიც Lyra-ზე ყველაზე მეტი ლიკვიდობა ინახება.

Lyra-ს შიდა ტოკენის კაპიტალიზაცია $45 მილიონია.
 Lyra-ზე ლიკვიდობის სტატისტიკური მონაცემები

Lyra-ზე ლიკვიდობის სტატისტიკური მონაცემები