Move-to-Earn–ის ტოპ–5 პროექტი, StepN ტიპის მიხედვით

icon GMT
icon FOR
ფოტო - Move-to-Earn–ის  ტოპ–5 პროექტი, StepN ტიპის მიხედვით
Move-to-Earn არის კრიპტოვალუტის პროექტების კატეგორია, სადაც მომხმარებლები ტოკენებს სირბილისთვის ან სიარულისთვის იღებენ.
2022წლის აღმოჩენა პროექტი StepN გახდა. პირდაპირი კონკურენტების არარსებობამ და თამაშის კარგად გააზრებულმა მექანიკამ  GMT  ტოკენს მისცა საშუალება მაქსიმუმისთვის  3,8$–ის ნიშნულზე მიეღწია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი რაღაც მომენტში $2 მილიარდს აღწევდა. დიდ აჟიოტაჟს ქმნიდა თამაშში შესვლის მაღალი ბარიერი: NFT-სპორტული ფეხსაცმელი $1000–ზე მეტი ღირდა, რის გამოც ყველას არ შეეძლო პროცესში ჩართვა.

თუმცა კრიპტობაზარმა თავისი კორექტივები შეიტანა. დროთა განმავლობაში აშკარა გახდა  სფეროს Move-to-Earn პრობლემები, რომელთაგან ძირითადი ეკონომიკის დეფლაციური სტრუქტურის შექმნის სირთულე იყო. მარტივად რომ ვთქვათ, უკიდურესად რთულია NFT–ზე და საკუთარ ტოკენებზე მოთხოვნის უზრუნველყოფა ისე, რომ ღირებულება მუდამ იზრდებოდეს.

ახალი პროექტების მიზანი იყო  აღმოეფხვრათ StepN–ის  მინუსები და ეცადათ წამყვანი პოზიციები დაკავება  ინდუსტრიაში.  აი ტოპ-5 Move-to-Earn ეკოსისტემა, რომელიც მოცემული მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ვითარდება:

Sweet Economy

პროექტი Sweetcoin  მსხვილ  ბირჟებზე 13 სექტემბერს გამოვიდა. ლისტინგი მაშინვე ჩატარდა KuCoin–ზე, OKX–ზე, FTX–ზე, Huobi–ზე და რამდენიმე სხვა პლატფორმაზე. ტოკენის გამოშვების წინ, მონეტების საჯარო სეილი  უმსხვილესმა IDO-აქსელერატორმა Dao Maker-მა ჩაატარა.

საინტერესოა, რომ მოსამზადებელი ეტაპი და მარკეტინგული კამპანია 4 თვე გაგრძელდა. მომხმარებლებმა გატესტეს მობილური აპლიკაცია და ნაბიჯებისთვის  SWEET მონეტები გამოიმუშავეს. ბევრმა  ავტო-კლიკერები და ანგარიშებიდან მთელი ფერმები შექმნა, რათა ლისტინგის შემდეგ  შთამბეჭდავი ჯილდოები მიეღო. სხვები კი თვლიდნენ, რომ Sweetcoin ბაზარზე ვერასოდეს შევა. პირველი გახსნისთანავე  პროექტმა მონეტების 10% დაურიგა მომხმარებლებს. დანარჩენი 2 წლის განმავლობაში გადანაწილდება.

თამაშის დასაწყებად,  უნდა ჩამოტვირთოთ თავად აპლიკაცია და ცალკე ნაბიჯის ტრეკერი. თქვენი შემოსავლის გაზრდა შეგიძლიათ ტოკენების თამაშშიდა შესყიდვის დახმარებით.

SWEET ვაჭრობს 0,018 დოლარად, საბაზრო კაპიტალიზაცია  60 მილიონ დოლარს  შეადგენს (ანალიტიკური რესურსის Coingecko-ს მიხედვით).
 ტოკენის Sweet კურსის დინამიკა (Coinmarketcap)

ტოკენის Sweet კურსის დინამიკა (Coinmarketcap)

Step App

ერთ-ერთი ლიდერი აქტივობებისთვის ტოკენების გადახდის მექანიზმის შემუშავების სეგმენტში. ნატიური FITFI ტოკენი განლაგებულია ბლოკჩეინზე Avalanche და ასევე გაშვებული იყო Dao Maker-ზე. ტოკენსეილზე პროექტმა 2,75 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა, რამაც ინვესტორებს 100X-ზე მეტის გამომუშავების საშუალება მისცა, თუ ტოკენის ისტორიულ მაქსიმუმს გავითვალისწინებთ.

საინტერესო ისაა, რომ პროექტს ჯერ კიდევ არ აქვს საჯარო აპლიკაცია. ტოკენის ლისტინგის  შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო მისი შემუშავება, რომელიც ამჟამად დახურული ტესტირების ეტაპზეა. საიტზე FITFI სტეიკერები იღებენ შესაძლებლობას NFT-ით  Lootbox მოიგონ, რათა შემდგომში ის  ბაზარზე აღარ შეიძინონ. ასევე, ფუნქციონირების დროს Step App-მა მოასწრო საკუთარი DEX–პლატფორმის, კიდევ ერთი KCAL ტოკენის გამოშვება, კროსჩეინ–ხიდისა და ცალკე ლაუნჩპადის შექმნა.

FITFI–ს ღირებულება  არის $0.05–ის დონეზე,  პროექტის კაპიტალიზაცია $45 მილიონია. Step App–მა შეაჩერა Dao Maker–იდან ადრეული ინვესტორებისთვის მონეტების გადახდა, რათა შეემცირებინა  ფასზე  მოვაჭრეთა  ზეწოლა  და წაეხალისებინა ღირებულების ზრდა.
FITFI ტოკენის სტეიკინგის გვერდი

FITFI ტოკენის სტეიკინგის გვერდი

Walken

პროექტი Move to Earn Solana–ს ბლოკჩეინზე. WLKN ტოკენი  ბირჟებზე Huobi, Bybit, Gate  2 აგვისტოდან ვაჭრობს. თამაშზე წვდომა იძლევა თამაშშიდა NFT-ს ფლობას, რომელსაც ეწოდება "ქეთლეტ" (ინგლისურად CATthlet). Walken-ის განვითარების დასაწყისში, CATthlet–ის მიღება უფასო იყო და შეიძლებოდა მისი  ნაბიჯებით გამოცდა. მაგრამ მომხმარებლებმა სწრაფად მოახდინეს სიტუაციის პროვოცირება, როდესაც NFT-ის ახალ დონეზე გადასვლა  ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვდა.

WLKN  $0.05-ად ვაჭრობს, ფასის მაქსიმუმი 12 აგვისტოს დადგინდა ($0.095). Walken-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $13 მილიონია, აღსანიშნავია, რომ WLKN ტოკენი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელიც  ფასების კარგ დინამიკას აჩვენებს ამ სეგმენტში. ისტორიული მაქსიმუმის წერტილიდან დაცემა არც თუ ისე დიდია, მინიმუმი კი უკვე 2 თვეა არ განახლებულა.
CATthlet  NFT–ის ვიზუალი აპლიკაციაში  Walken

CATthlet NFT–ის ვიზუალი აპლიკაციაში Walken

Genopets

პროექტი  მთელ მეტავერსს აშენებსს Move-to-Earn ფორმატში, სახელწოდებით Genoverse. Solana–ზე განლაგებული GENE ტოკენი ბირჟებზე 2021 წლის ნოემბრიდან ვაჭრობს, რაც ნიშნავს, რომ ის  მისი ნიშის ერთ-ერთი „ასაკოვანი“ და დამფუძნებელია. თამაშში ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი NFT Genopet, რომელიც თითოეულ მომხმარებელს უფასოდ ეძლევა. Genopet Genesis არის შინაური ცხოველის გაუმჯობესებული ვერსია, 3218 ცალის შეზღუდული ტირაჟით. პერსონაჟების განვითარება ცალკეულ გარემოში,სახელწოდებით Habitat და Habitat Genesis, არის  აუცილებელი. შინაური ცხოველის განვითარების შედეგი არის თამაშშიდა KI ტოკენის მიღება. ასევე არის დამატებითი ატრიბუტები სამშენებლო კრისტალების და სპეციალური თესლების სახით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ თამაშის პერსონაჟებით დასახლებული გარემო.

მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიისა, პროექტს ჯერ კიდევ არ აქვს ნაბიჯების ტრეკინგისთვის მზა აპლიკაცია. დახურულ ბეტა–ვერსიაზე წვდომა იძლევა, მაგალითად, როლს Discord-ში, NFT-ების მფლობელობას ან საიტზე ხელმისაწვდომი ქვესტების გავლას. ფულის გამომუშავება შეგიძლიათ  Genopet–ის განვითარებით და გაუმჯობესებული ვერსიის გაყიდვით, ასევე  იშვიათ Habitat–ებზე  კრისტალების მოყვანით და მათი ხელახალი გაყიდვით.

GENE-ის კაპიტალიზაცია – $8 მილიონია.
 Genopets–ის ლიდერთა ცხრილი

Genopets–ის ლიდერთა ცხრილი

Dose

არ არის ყველაზე პოპულარული პროექტი სფეროში, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა. ტრადიციული სირბილის ან სიარულის ნაცვლად, მომხმარებლებს უწევთ ვირტუალური პლანეტაზე    რეალური ველოსიპედით სიარული, რომელიც როგორც სავარჯიშო ველოსიპედია გაფორმებული. კილომეტრების გადალახვისთვის, რაიდერები იღებენ ჯილდოებს DOSE ტოკენში, რომელიც მუშაობს Ethereum და BSC ქსელებში. ასევე ხელმისაწვდომია გუნდური დონეები, მისიები და სხვადასხვა გამოწვევები.

უკვე მოგვიანებით, Move-to-Earn-ის განვითარებასთან ერთად, Dose–მა დაიწყო ინდუსტრიისთვის „ტრადიციული“ განშტოების ინტეგრირება NFT-ით, ნაბიჯების თრეკინგით, მეტასამყაროებით და სხვა ფუნქციებით. თავად DOSE ტოკენი არის იმ ქიმიური ნივთიერებების  აბრევიატურა, რომლებსაც მოთამაშე  პროცესში იღებს - დოფამინი, ოქსიტოცინი, სეროტონინი, ენდორფინი.

ნატიური ტოკენი ბირჟებზე  2021წლის ნოემბრიდან ვაჭრობს. DOSE–ს მიმდინარე ღირებულება – $0,008, პროექტის კაპიტალიზაცია $3 მილიონია.
DOSE–ში თამაშის ილუსტრაცია

DOSE–ში თამაშის ილუსტრაცია

AI Crypto Expert