ტოპ 5 პროექტი ბლოკჩეინზე Aptos

ფოტო - ტოპ 5 პროექტი ბლოკჩეინზე Aptos
კრიპტოვალუტა Aptos (APT), განვითარებული ეკოსისტემის წყალობით, ერთ თვეში 400%-ით გაიზარდა და ზოგიერთი პროექტი თქვენს ყურადღებას იმსახურებს.
ყველანაირი დეცენტრალიზებული ბირჟები, NFT მარკეტები, საფულეები - აპლიკაციები ბლოკჩეინზე, რომელიც სულ რაღაც ექვსი თვის წინ გამოვიდა, საკმარისზე მეტია. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ტოკენი ჯერ კიდევ არ აქვს, ე.ი. რეტროდროპის მიღების პერსპექტივა ნარჩუნდება.

ჩვენ შევკრიბეთ 5 უმსხვილესი პროექტი Aptos-ზე აქტივობისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით

Martian

პირველი საფულე, რომელიც ბლოკჩეინზე Aptos ამოქმედდა. Martian-ის Discord-ში 150 000-ზე მეტი მომხმარებელია და სწორედ ამ საფულეზე აქტივობებისთვის (მაგალითად, უფასო NFT-ის მინთისთვის, სატესტო ტოკენების გაცვლისთვის და ა.შ.) Aptos-მა, ტრანზაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, 150-300 APT ოდენობის დროპი დაარიგა. ახლა ეს $2250 - $5500-ის ეკვივალენტია. 
Martian საფულის ინტერფეისი

Martian საფულის ინტერფეისი

Martian-ს ბევრი დეცენტრალიზებული ბირჟა უჭერს მხარს, რისი წყალობითაც NFT-ების გასაყიდად განთავსება პირდაპირ საფულიდან არის შესაძლებელი. სმარტ კონტრაქტის დაწერის იგივე ენის გამო (Move), Martian საფულეში მომავალი ბლოკჩეინი Sui-ც იქნა ინტეგრირებული. 

Martian-ს დღემდე არ აქვს საკუთარი ტოკენი, თუმცა დეველოპერებმა Discord-ზე მიანიშნეს, რომ აქტივს მომავალში გამოუშვებენ. 

Pontem

dApps-ების ყველაზე დიდი ინკუბატორი ბლოკჩეინზე Aptos. პლატფორმას აქვს საკუთარი საფულე, DEX ბირჟა Liquidswap, სადაც  რიგი მსხვილი ტოკენები და სტეიბლკოინები, ფარმინგი და ლიკვიდობაა. Pontem მომხმარებლებს ასევე სთავაზობს შაბლონების პაკეტს Aptos-ზე სმარტ კონტრაქტების შესამუშავებლად და საკუთარი აპლიკაციის შესაქმნელად.

ვისაც აქვს გამოცდილება და სურვილი, შეუძლია, ვებგვერდზე არსებულ შესაბამის ფანჯარაში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ვაკანსიები სხვადასხვაა - სოციალური ქსელების საზოგადოების მენეჯერიდან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერით დამთავრებული.

Aptos Bridge

Aptos-ის ოფიციალური კროსჩეინ ხიდი. მისი დახმარებით შესაძლებელია აქტივების გადანაცვლება Aptos-სა და სხვა EVM ქსელებს შორის, როგორიცაა Ethereum, BSC, Optimism, Arbitrum, Avalanche და Polygon.
ტოკენების გაცვლა კროსჩეინ ხიდის Aptos Bridge-ის გამოყენებით

ტოკენების გაცვლა კროსჩეინ ხიდის Aptos Bridge-ის გამოყენებით

ხიდი შეიქმნა პროექტ LayerZero-ის მხარდაჭერით, ასე რომ რეტროდროპის მიღების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ტოკენის გამოშვების შემდეგ ორმაგი ჯილდოს იმედი იქონიოთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

Topaz

უმსხვილესი NFT მარკეტპლეისი. პლატფორმასთან შესაძლებელია ბევრი საფულის დაკავშირება - Pontem, Martian, Rice, Petra, MSafe და ა.შ. მომხმარებლებს აქვთ ინსტრუმენტები, რათა შექმნან საკუთარი NFT-ები, გამოაქვეყნონ დიდი კოლექციები, ივაჭრონ ტოკენებით, ან აამოქმედონ საკუთარი პროექტი ლაუნჩპადის საშუალებით.
Topaz-ის NFT მარკეტპლეისი

Topaz-ის NFT მარკეტპლეისი

მარკეტპლეისზე ვაჭრობის ზუსტი მოცულობის გამოთვლა რთულია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევაჯამოთ ზოგიერთი დიდი NFT კოლექციის სტატისტიკა მთლიან ნავაჭრ მოცულობასთან მიმართებაში: Aptos Monkeys - 422 000 APT ($7.1 მილიონი), Pontem Space Pirates - 51 000 ($860,000), Aptomingos - 160 000 ($2.7 მილიონი). საერთო ჯამში აქ 100-მდე ასეთი დიდი პროექტია.

PancakeSwap

დიახ, ამ რეიტინგში Pancake Swap, როგორც BSC-ზე დეცენტრალიზებული ბირჟის ნახვა საკმაოდ უცნაურია. Mainnet Aptos-ის ამოქმედებისთანავე, Pancake-მა თავის DAO-ს ახალ ქსელთან შესაძლო ინტეგრაციის შესახებ კენჭისყრა შესთავაზა. ამას Cake-ის ჰოლდერების 97%-მა დაუჭირა მხარი, ასე რომ Aptos-ი გამოსაყენებლად დაამატეს.

ახალ ქსელში ხელმისაწვდომია ძირითადი პლატფორმის მთელი რიგი ფუნქციები, მათ შორის ტოკენების გაცვლა, ლიკვიდობის დამატება, ფარმინგი, კროსჩეინ ხიდი, CAKE მონეტის სტეიკინგი Aptos-ის ქსელში წლიური 30-50% სარგებლით. მალე IFO-ს დამატებასაც ჰპირდებიან, რათა Pancake-მა ახალი პროექტების ამოქმედება საკუთარ DEX-ზე შეძლოს.
ტოკენების გაცვლის ფუნქცია Pancake Swap-ზე ქსელში Aptos

ტოკენების გაცვლის ფუნქცია Pancake Swap-ზე ქსელში Aptos