ტოპ-5 პროექტი, რომლებსაც რეტროდროპის მოტანა შეუძლიათ

ფოტო - ტოპ-5 პროექტი, რომლებსაც რეტროდროპის მოტანა შეუძლიათ
რეტროდროპი - ძველი მომხმარებლების ჯილდო, რომლებმაც რაიმე პლატფორმასთან მუშაობის საკომისიო გადასახადზე თანხები დახარჯეს.
რეტროსპექტული დროპების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ არ არის ცნობილი, მიგვცემს თუ არა პროექტი ჯილდოს საკუთარი ტოკენის სახით. მაგრამ ეს ასევე გავლენას ახდენს პოტენციურ მოგებაზე: პროექტები გულუხვად აჯილდოვებენ მომხმარებლებს, რომლებიც ასრულებდნენ აქტივობებს მოედანზე საკუთარი სახსრების დახარჯვით.

ჩვენ შევადგინეთ ხუთი კრიპტოსტარტაპის სია, რომლებსაც შეუძლიათ რეტროდროპის გაცემა  საკუთარი ტოკენის გამოშვების შემდეგ.

Arbitrum

Ethereum-ის ბლოკჩეინის Layer 2, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ქსელი უფრო იაფად და სწრაფად. პროექტმა 120 მილიონი დოლარი მოიზიდა რამდენიმე საინვესტიციო რაუნდით. ყველაზე დიდი ფონდები იყო Uniswap, Chainlink, Polychain Capital, Coinbase, Pantera და არასახარბიელო სახელის მქონე Alameda Research.

პროექტის გუნდის მიერ შესაძლო რეტროდროპი უკვე დაანონსებული იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი, Optimism, რომელიც ასევე Layer2-ია, 1000-1200 დოლარის ოდენობის დროპი დაარიგა თითო ანგარიშზე OP მონეტებში ლისტინგის მომენტისთვის.

2022 წლის ზაფხულში ბლოკჩეინზე გაიმართა Arbitrum Odyssey ივენთი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები გაეცნენ Arbitrum-ის ეკოსისტემას. ყოველი კვირის გასვლისთვის, სხვადასხვა NFT-ებში ჯილდოები გაიცა. მომხმარებელთა დიდი ნაკადის გამო ღონისძიება შეჩერდა. აქტუალური აპლიკაციებიდან, რომლებსაც რეტროსპექტული დროპის მისაღებად თეორიულად გაზრდილი აქვთ „ღირებულება“, შეიძლება აღინიშნოს Arbitrum Bridge, Arbitrum Nova, Arbitrum Adventure, Guild, DAO და Rage Trade.
Arbitrum Bridge-ის სამუშაო ინტერფეისი

Arbitrum Bridge-ის სამუშაო ინტერფეისი

Metamask

ყველაზე დიდი ბრაუზერული საფულე, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინზე  და ათობით EVM ქსელზე მუშაობს. გუნდმა გამოაცხადა საკუთარი ტოკენის გამოშვების გეგმების შესახებ 2022 წლის მარტში. მაგრამ, მომხმარებელთა უზარმაზარი რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, 30 მილიონ ადამიანს აჭარბებს, დროპის მიღება მარტივი არ იქნება.

პოტენციურ აქტივობებში შედის ტოკენის გაცვლა თავად საფულეში და არა DEX ბირჟებზე, რომლებსაც Metamask უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ბლოკჩეინის ჩართვა. 9 ნოემბერს პროექტმა საკუთარი კროსჩეინ-ხიდის  ბეტა ვერსიის ინტეგრირება მოახდინა, რომელიც Ethereum-ის, BNB Chain-ის, Polygon-ის და Avalanche-ის ქსელებში მუშაობს.

საერთო ჯამში Metamask-მა 450 მილიონი დოლარი შეაგროვა ParaFi Capital, SoftBank Investment Advisers, Marshal Wace და რამდენიმე სხვა ფონდიდან.
Metamask Bridge-ის  საშუშაო ინტერფეისი

Metamask Bridge-ის საშუშაო ინტერფეისი

Layer Zero

ომნიჩეინ-თავსებადობის პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბლოკჩეინზე  დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედების საშუალებას მისცემს. ყველა dApp მონაცემებს გაცვლის  ჩაშენებული ორაკულისა და რეტრანსლატორის მეშვეობით.

LayerZero-მ  $135 მილიონზე მეტი შეაგროვა Sequoia Capital, a16z, Coinbase, Binance, Tiger Global, Uniswap და PayPal Ventures-დან. FTX ბირჟის დაცემისთანავე, პროექტმა საკუთარი წილი გამოისყიდა და პლატფორმას ფული დაუბრუნა, რათა ეს საკითხი დაიხუროს და არ იყოს მოპასუხე FTX ქონების მომავალი გაყოფის საქმეებში.

სამომავლო ტოკენზე მინიშნება გუნდმა დოკუმენტაციაში დამალა. ზოგიერთი ყველაზე დიდ პროექტებს შორის, რომლებსაც მომავალში დროპის გაკეთება შეუძლიათ, შეიძლება გამოიყოს Stargate Finance, Rage Trade და Hashflow. ეკოსისტემა არც თუ ისე დიდია, ამიტომ ლოგიკურია  ყველა ხელმისაწვდომ აქტივობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის ლიკვიდურობის ოპერაციებში, ხმის მიცემასა და სესხის აღებაში.

ასევე, რამდენიმე პროექტი ხელმისაწვდომია Testnet-ში, სადაც არ არის საჭირო რეალური ფულის დახარჯვა. აქ შედის LayerZero Demo Bridge, Omni X, Radiant, TofuNFT და SushiXSwap.
მომავალ ტოკენზე  ZRO-ზე მინიშნება Layer Zero-ს დოკუმენტაციაში

მომავალ ტოკენზე ZRO-ზე მინიშნება Layer Zero-ს დოკუმენტაციაში

Zk Sync

პირველი EVM თავსებადი ZK Rollup Ethereum-ის ხელმისაწვდომ ტესტირების ქსელზე. პროექტი Baby Alpha-ს ეტაპზეა, სადაც სტრეს-ტესტების სერია ტარდება მომხმარებლების ან პროექტების გარეშე, რათა გუნდი დარწმუნდეს, რომ ქსელი სწორად მუშაობს.

Roadmap-ის ინფორმაციის მიხედვით, Mainnet-ზე გაშვება 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.  

რეტროდროპის მთავარი პრეტენდენტია ხიდი Orbiter Finance. ასევე მნიშვნელოვანია გამოიყენოთ Argent-ის მობილური საფულე, თამაში Tevaera,  NFT შექმნის სერვისი Pinata და კონფიდენციალურობის დაცვის პროექტი Sismo.  ცოტა ხნის წინ Zk Sync Crew3-ზე დაემატა. ამ პროდუქტის ქვიზის გავლისთვის შესაძალებელია მოგენიჭოთ zkSync Crew3-ისა და Roadmappor-ის როლი Discord სერვერზე, რაც ასევე, სავარაუდოდ, პოტენციურ დროპზე იმოქმედებს.

Golden

დეცენტრალიზებული Web3 პლატფორმა, რომელიც  კრიპტოვალუტებზე საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს, ვიკიპედიის მსგავსად. Golden-მა $19 მილიონზე მეტი დაფინანსების რაუნდები დახურა a16z-ისგან, Balaji S. Srinivasan (ანგელოზური ინვესტორი Goldfinch-ში, Near-ში და Avax-ში), Immad Akhund, James Smith.

მოედანზე აქტივობა ინფორმაციის შევსებას გულისხმობს. მომხმარებლები წერენ სტატიებს, გაიდებსა და კვლევებს, რისთვისაც იღებენ ქულებს, რომლებიც მომავალში პროექტის ტოკენებში კონვერტირდება. თქვენ უნდა დაწეროთ მხოლოდ იმაზე, რაც ჯერ არ არის Golden-ზე. ახალი მასალის დაწერაში იხდიან 2-3 ტოკენს, ხოლო რედაქტირებისთვის 1-2-ს.