ვაჭრობის მოცულობა - DEX-ის საიმედოობის მთავარი მაჩვენებელი

ფოტო - ვაჭრობის მოცულობა - DEX-ის  საიმედოობის მთავარი მაჩვენებელი
ბაზრის ბევრ მონაწილეს ურჩევნია გამოიყენოს დეცენტრალიზებული ბირჟები, რათა არ იყვნენ დამოკიდებული შუამავლებზე და დამოუკიდებლად შეინახონ თავიანთი კრიპტოვალუტა. საიმედო პლატფორმის არჩევის ერთ-ერთი გზა, მისი მოცულობების შესწავლაა.
DEX (ან „დეცენტრალიზებული ბირჟები“)  -  კრიპტო აქტივებით სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც  ბლოკჩეინზე მუშაობს. დეცენტრალიზებული ბირჟების უპირატესობები ისაა, რომ სმარტ-კონტრაქტების დახმარებით, ისინი,  პირდაპი რ მომხმარებლებს შორის, კრიპტოვალუტების  შუამავლების გარეშე გაცვლის საშუალებას იძლევა.

ყველაზე უსაფრთხოა მაღალი სავაჭრო მოცულობის ბირჟის გამოყენება. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ენდობა, რაც მათი ვაჭრობით  კარგ ლიკვიდურობას უზრუნველყოფს. პირველ რიგში, ის საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ კრიპტოვალუტა ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. გარდა ამისა, მაღალი მოცულობის არსებობა გულისხმობს, რომ ბირჟაზე წარმოდგენილია აქტივების ფართო სპექტრი, რაც მომხმარებლებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

შესაბამისად, თუ პლატფორმას აქვს ვაჭრობის დაბალი მოცულობა, ეს შეიძლება მიუთითებდეს მის არაპოპულარულობაზე ან სავაჭროდ ხელმისაწვდომი აქტივების შეზღუდულ სიაზე.

ასევე, დაბალი მოცულობა მიუთითებს დაბალ საბირჟო ლიკვიდურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ტრეიდერს, საბაზრო ფასზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე,  გაუჭირდება დიდი რაოდენობით აქტივის ყიდვა ან გაყიდვა.

მოცულობის ინდიკატორები  ძალიან მარტივად გამოითვლება: თქვენ უნდა შეკრიბოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში  დაფიქსირებული  ყველა "კონტრაქტის" მოცულობა.

ვინაიდან ბაზარზე არიან გამყიდველები და მყიდველები, როცა ერთი ყიდულობს მეორისგან,  - ფორმდება კონტრაქტი.

თუ ბაზრის მონაწილეები ივაჭრებდნენ ვაშლით, მაშინ მოცულობა, ნაყიდი და გაყიდული ვაშლის  რაოდენობის  მიხედვით  გამოითვლებოდა.

მაგალითად: გამყიდველს  გასაყიდად გამოაქვს  5 ვაშლი, ჩნდება მყიდველი და ყიდულობს მათ. მათ შორის ფორმდება კონტრაქტი და ამგვარად მოცულობა 5 ვაშლის ტოლი იქნება.

რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ციკლების ან კოლაფსების მიხედვით, მოცულობა შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, FTX-ის კრახის დროს, DEX-ის მოცულობა თითქმის გაორმაგდა. ნოემბერში მათ 65 მილიარდი დოლარი შეადგინეს, რაც წინა თვესთან შედარებით 93%-ით გაიზარდა. ეს აიხსნება იმით, რომ უმსხვილესი ცენტრალიზებული ბირჟის ვარდნამ გამოიწვია ინვესტორების შეშფოთება მათი აქტივების საიმედოობის შესახებ. ამიტომ, მათ დაიწყეს დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე მასიურად გადასვლა, რამაც  მათ საკუთარი გასაღებების დამოუკიდებლად შენახვის  საშუალება მისცა.

დეცენტრალიზებულ ბირჟებს შორის მოცულობის მიხედვით ლიდერია Uniswap, მეორე ადგილზე Curve, მესამეზე Dodo (Dune მეტრიკის მიხედვით).

Uniswap-მა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა დომინანტური პოზიცია და მისი საბაზრო  წილი სხვა პლატფორმებს  ბევრად აღემატება.

2022 წელი გამონაკლისი არ იყო და მთელი წლის განმავლობაში Uniswap-ს პრაქტიკულად არ შეუცვლია პოზიციები. ამავდროულად, კომპანია აქტიურად ავითარებს ეკოსისტემას და იზიდავს ახალ ინვესტიციებს, რაც მას საშუალებას აძლევს,  იყოს ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული პლატფორმა.

დასასრულს, უნდა  აღინიშნოს, რომ ბირჟის შეფასებისას ვაჭრობის მოცულობა -   მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. არსებობს სხვა მაჩვენებლები, რომლებმაც  შეიძლება მოგვაწოდონ  ღირებული ინფორმაცია პლატფორმის შესახებ, როგორიცაა უსაფრთხოება, საკომისიოების ოდენობა და  მომხმარებლის საერთო გამოცდილება. 

 ამასთან, DEX-ი პოპულარული არჩევანია კრიპტო ტრეიდერებისთვის, რომლებიც აფასებენ ანონიმურობას და დეცენტრალიზაციას. ხოლო ბევრი ენთუზიასტი  კი  თვლის, რომ DEX-ი კრიპტო ინდუსტრიაში  შემდეგი ტრენდია.