ტრამპის NFT კოლექცია: სკამი თუ იღბლიანი ბილეთი?

icon NFT
ფოტო - ტრამპის NFT კოლექცია: სკამი თუ იღბლიანი ბილეთი?
5 დეკემბერს დონალდ ტრამპმა საკუთარი NFT კოლექცია გაყიდა, რომელიც 45000 ტოკენისგან შედგებოდა.
თითოეული ტოკენის ღირებულება $99 დოლარია, შესაბამისად, ჯამში გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა $4.45 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ კოლექცია ერთ საათში გაიყიდა, აქტივობაში მონაწილეობა კი 30000-მდე საფულემ მიიღო. 

NFT-ების მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, მათ კერპთან დაკავშირებული რიგი პრივილეგიებისთვის იბრძოლონ. პოტენციურ პრიზებს შორისაა ტრამპთან ავტოგრაფის სესია, ვახშამი, გოლფის სერია ან ურთიერთობა ყოფილ პრეზიდენტთან Zoom-ის საშუალებით.

სკამი თუ ოქროს ბილეთი?

კრიპტოსაზოგადოებამ პროექტის არაკეთილსინდისიერებაში ეჭვი ეგრევე შეიტანა. შემქმნელებს, ჰაიპ NFT კოლექციის გაყიდვის მიზნით, დიფფეიკისა და დონალდ ტრამპის ვინაობის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კრიპტოვალუტის ჩვეულებრივი სკამია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ვითარება, რათა გაგვერკვია, არის თუ არა კოლექცია ნამდვილად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ნამოქმედარი, თუ ეს თაღლითების მორიგი ოინია.

Polygon Ethereum-ის ნაცვლად

პირველი, რაც თვალში ხვდება, არის ის, რომ NFT ბლოკჩეინ Polygon-ზეა გამოშვებული. უმეტესად, დიდ კოლექციებს Ethereum-ზე ყიდიან და მინთავენ, Polygon კი აუდიტორიის ფასის ზღვრის შესამცირებლად ირჩევენ - ქსელში საკომისიოები გაცილებით დაბალია (თითო ტრანზაქციაზე $5-15-ის ნაცვლად $0.05) და მონაწილეობის საშუალება უფრო მეტ მომხმარებელს აქვს. 

ანუ, ბლოკჩეინი სპეციალურად იმისთვის შეირჩა, რომ მონაწილეობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო, რომლებიც ETH-ში ზედმეტი საკომისიოების გადასახდელად მზად არ არიან, რაც, ხშირად, მყიდველს უკუაგდებს. ცბიერი მარკეტინგული ხრიკია.

NFT-ს ანიმაციისთვის დაბალი ხარისხი

ყველა ტოკენს საფუძვლად ტრამპის სახე აქვს, რომელის უკან გარკვეული ფონია. ეს ფონიც, რბილად რომ ვთქვათ, არაპრეზენტაბელურია - აქ არის სახლის ნახატიც, ხალიჩაც, მთვარეც, ფულის შეკვრაც, კრივის ხელთათმანებიც. კრეატივისა და ორიგინალურობის თვალსაზრისით, NFT უბრალოდ საშინელებაა. ტრამპის ფიგურის პოპულარობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით Twitter-ზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის საკუთარ კოლექციას ასე ზერელედ მიუდგა.
NFT ტოკენების მაგალითები ტრამპის კოლექციიდან (OpenSea)

NFT ტოკენების მაგალითები ტრამპის კოლექციიდან (OpenSea)

საფულეების საეჭვო აქტივობა

როგორც აღვნიშნეთ, 45000 ტოკენი დაახლოებით 30 000 მისამართმა იყიდა. ანუ, საშუალოდ, 1 საფულემ ერთზე მეტი NFT მიიღო. დაახლოებით 200 საფულემ 45 NFT-ზე მეტი დამინთა, რისთვისაც $4000-ზე მეტი დახარჯა. 

ხშირად ასეთი მანიპულაციები სტანდარტული სკამ-პროექტებით ხორციელდება. შემქმნელები დიდი რაოდენობით ტოკენებს დამოუკიდებლად ყიდულობენ, რათა მოთხოვნა ხელოვნურად შექმნან, მიწოდება შეამცირონ და პოტენციური FOMO აანაზღაურონ. მოგვიანებით, ეს NFT-ები მეორად ბაზარზე იყიდება, სანამ ჰაიპი არ ჩაცხრება, თემა კი ჯერ კიდევ ცხელია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოლექცია Polygon-ზე ჩაეშვა, რათა აუდიტორია გაფართოებულიყო, მაგრამ გამოვიდა, რომ მონაწილეთა რაოდენობა, პირიქით, შემცირდა. პარადოქსია.

ტრამპი კრიპტომოძულეა

ქსელში გაიხსენეს, რომ დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტების შესახებ უკმეხად საუბრობდა. 2019 წელს მან ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიტკოინი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი გააკრიტიკა.

ახალი ტვიტით ექსპრეზიდენტს მაშინდელი განცხადება რომ უარეყო, კითხვები არ გაჩნდებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ტრამპს ამ კოლექციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ტრამპის აზრი ბიტკოინის შესახებ (2019 წლის ივლისის ტვიტი)

ტრამპის აზრი ბიტკოინის შესახებ (2019 წლის ივლისის ტვიტი)

ბუნდოვანი კომპანიის ბუნდოვანი სქემა

თავად შემქმნელების ინფორმაციაში პირდაპირ ნათქვამია, რომ ტრამპს კოლექციასთან საერთო არაფერი აქვს. ამის დასადასტურებლად ავტორების პირდაპირი ციტატა მოგვყავს, რომელიც მათ მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
დონალდ ტრამპი NFT-ს არ ფლობს, არ მართავს და არ აკონტროლებს. ჩვენ ტრამპის სახელს, იერსა და გამოსახულებას CIC Digital LLC-ის ფასიანი ლიცენზიით ვიყენებთ, რომლის მოქმედება, შესაძლოა, შეწყდეს ან გაწვეული იყოს
თავად კომპანია, სხვათა შორის, რეგისტრირებულია მისამართზე (1143 East Union St, Newark, NY 14513), რომელზეც ირიცხება ცარიელი მიწის ნაკვეთი ძველი, 5*5 მეტრიანი სახლით. თუმცა, დიდი ხანია, უკვე სიახლე აღარაა, რომ იურიდიულ მისამართად იწერება ლოკაცია, რომელსაც კომპანიასთან საერთო არაფერი აქვს. 

დესერტად კი collecttrumpcards.com-ის განცხადება იმის შესახებ, რომ პრიზებისთვის საბრძოლველად NFT-ების ყიდვა აუცილებელი სულაც არ არის. ალტერნატიული ვარიანტი დონალდ ტრამპის ოფიციალურ ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად კონვერტის გაგზავნაა, სადაც უბრალოდ პერსონალური მონაცემების მითითებაა საჭირო. გარდა ამისა, არის ფრაზაც, რომ NFT-ის ყიდვა ლატარიის მოგების შანსს არ ზრდის.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლექციაში თავად ტრამპი არ მონაწილეობს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლექციაში თავად ტრამპი არ მონაწილეობს

ვერაფერს მიედავები

მართლა გამოუშვა თუ არა დონალდ ტრამპმა ეს კოლექცია, გავიგებთ, როდესაც გათამაშდება პრიზები მისი მონაწილეობით. ეს კი მხოლოდ 2023 წლის თებერვალში მოხდება. სხვა სიტყვებით, კიდევ 3 თვის განმავლობაში ათობით ათასი NFT, რომლებიც ახლა მინთის ფასზე ძვირად ივაჭრება, რამდენიმე ათასჯერ შეისყიდება და გაიყიდება.

ყოველი გადაყიდვისთვის კოლექციის ავტორები 10%-ის ოდენობის როიალთის იღებენ. ამჟამინდელი ვაჭრობის მოცულობა OpenSea-ზე 1,800 ETH არის, რაც $2.1 მილიონის ეკვივალენტია. ამ თანხის 10%, შესაბამისად, $210 000 დოლარია. ეს ვაჭრობის ერთი დღისთვის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ NFT-ების მხოლოდ 7% არის გამოტანილი.
Trump Digital Trading Cards-ის კოლექციის სტატისტიკური მონაცემები

Trump Digital Trading Cards-ის კოლექციის სტატისტიკური მონაცემები

დავუმატოთ ამას ყველა ტოკენი, რომელიც გასაყიდად ჯერ კიდევ არის გამოტანილი, პლუს მუდმივად მზარდი მოცულობები, ასევე $4.45 მილიონი, რომელიც თავად მინთზე გამოიმუშავეს. რამდენიმე თვის განმავლობაში $20-30 მილიონიანი პოტენციური მოგების შესანიშნავი ბიზნეს-გეგმა გამოდის. 

და მაშინაც კი, თუ ტრამპს ამ NFT-ებთან არაფერი აქვს საერთო, მისთვის გოლფის მატჩის ჩატარება და ლატარიის გამარჯვებულთან ვახშმობა რთული არ იქნება. ბოლოს და ბოლოს, $20 მილიონიანი ვახშამი… რა შეიძლება იყოს უკეთესი?

ისინი კი, ვინც ექსპრეზიდენტს სკამისა და ფინანსური პირამიდების პროპაგანდისთვის აკრიტიკებენ, მაინც აღიარებენ, რომ ეს ნაბიჯი შესანიშნავი მარკეტინგული სვლა არის, რომელიც შესანიშნავად ზრდის ისეთი ხასხასა პერსონის პოპულარობასა და განხილვას, როგორიც დონალდ ტრამპია. ეს კი მის წისქვილზე წყალს ნამდვილად ასხამს.