თურქეთმა ციფრული ლირას ტესტირების პირველი სერია ჩაატარა
თურქეთის ცენტრალური ბანკი (CBRT) ციფრული თურქული ლირას (CBDC) პროექტის საპილოტე კვლევას აგრძელებს. 29 დეკემბერს პრესრელიზში მან პირველადი ტესტების წარმატებით დასრულების შესახებ გამოაცხადა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წარმატებით დასრულდა ციფრული ლირათი შესრულებული გადახდის პირველი ტრანზაქციები, რომლებსაც CBRT-ის ხელმძღვანელობდა. 2023 წლის პირველ კვარტალში მარეგულირებელი დახურული კვლევის შემდეგ ეტაპზე გადავა, რომელშიც მონაწილეობას ფინტექ სეგმენტის დაინტერესებული წარმომადგენლები მიიღებენ.
„ამ ცდების შედეგების შესახებ საზოგადოებას ყოვლისმომცველი შეფასებითი ანგარიშის სახით ეცნობება“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ასევე, 2023 წელს ცენტრალური ბანკი ციფრული ლირას პოპულარიზაციას იმ კომპანიებში გეგმავს, რომელთა სპეციალიზაცია ფინანსური ტექნოლოგიებია. ამ მიზნით, CBRT გაფართოებულ საპილოტე კვლევებს დაიწყებს, რომელშიც მონაწილეთა დიდი რაოდენობას ჩართავს.
CBDC-ის ცდების გარდა, მარეგულირებელი გადახდის სისტემებში განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიების ტესტირების გაგრძელებას გეგმავს, რასაც მომენტალური გადახდების სისტემებში მათი სამომავლო ინტეგრაცია მოჰყვება. 2023 წლის პრიორიტეტული კვლევების კატეგორიაში ბანკმა ასევე საკუთარი ციფრული ვალუტის ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების განსაზღვრაც შეიტანა.
ციფრული ლირა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელმაც ეკონომიკის ინსტიტუციურ სექტორისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას და თურქეთი ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის მიმზიდველი რეგიონი გახადოს. CBDC-ის პროექტის შემუშავება 2018 წელს დაიწყო.
2021 წლის სექტემბერში "თურქულ ლირაში ციფრული თანამშრომლობის პლატფორმა" დაარსდა. ციფრული ვალუტის შემუშავების კუთხით, თურქეთის ცენტრალური ბანკის პარტნიორები გახდნენ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერი ASELSAN, ელექტრონული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი HAVELSAN და ინფორმატიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი TÜBİTAK BİLGEM.
თურქეთის გარდა, საკუთარ CBDC-ს ასევე ჰონკონგი, ჩინეთი, იამაიკა და კანადა ავითარებს. ამავდროულად, ნიგერიამ საკუთარი სახელმწიფო ციფრული ვალუტა eNaira 2021 წელს გამოუშვა და ახლახან პროექტის სრული კრახი აღიარა.