მსოფლიოს ორი წამყვანი კრიპტოჰაბი ძალისხმევას გააერთიანებს!

ფოტო - მსოფლიოს ორი წამყვანი კრიპტოჰაბი ძალისხმევას გააერთიანებს!
აბუ დაბიში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ-კონგისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების (UAE) ცენტრალურმა ბანკებმა თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები გამოაქვეყნეს. ეს, პირველ რიგში, კრიპტოვალუტების რეგულირების ღონისძიებებს ეხება. ინიციატივის განსახორციელებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
შეხვედრის შემდეგ ასევე გაიმართა სემინარი, რომელიც ორგანიზებული იყო არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ჰონგ-კონგის ბანკების ხელმძღვანელების მიერ. დღის წესრიგში იყო პოტენციური შესაძლებლობების შესწავლა, რაც ამ პარტნიორობის შედეგად გაიხსნება. მონაწილეებმა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ოპტიმიზაცია განიხილეს. გარდა ამისა, ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიებს ჰონგ-კონგის ფინანსური ინფრასტრუქტურის გამოყენება აზიისა და კონტინენტური ჩინეთის ბაზრებზე წვდომის მისაღებად.

ჰონგ-კონგის ფულის მიმოქცევის სამმართველოს (HKMA) აღმასრულებელმა დირექტორმა ედი იუემ  ორივე ქვეყნის მსგავსი და ურთიერთშევსებადი ღირსება აღნიშნა. მისი თქმით, ბაზრის მონაწილეებს ორი რეგიონიდან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაძლიერების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ.
შეხვედრას მრავალი ცნობილი ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის First Abu Dhabi Bank, Abu Dhabi Islamic Bank, Emirates NBD, Bank of China, Citi, HSBC და Standard Chartered.

ჰონგ კონგის გადაწყვეტილებამ კრიპტოვალუტებით საცალო ვაჭრობის აკრძალვის გაუქმების შესახებ, კრიპტო-საზოგადოებაში დიდი ფურორი გამოიწვია, და ისეთი წამყვანი მოთამაშეების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა Huobi, Gate Group, OKX და BitMEX. თავის მხრივ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა კრიპტოვალუტის სექტორის კომპანიების მხარდაჭერის თაობაზე.

დუბაიში, 2023 წლის იანვრისთვის, უკვე  500-ზე მეტი კრიპტოვალუტის სტარტაპი იყო. კრიპტოსავალუტო ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის და ინვესტორების დასაცავად, ქალაქში 2022 წლის მარტში ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი სამმართველო (VARA) შეიქმნა. მიაქციეთ ყურადღება, რომ კომპანიებმა Komainu-მ, OKX-მა და Binance-მა უკვე გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილების  შესახებ. გარდა ამისა, საამიროების ცენტრალურმა ბანკმა ამ დღეებში  გამოსცა დირექტივები, რომლებიც ადგილობრივ კრიპტოსექტორში ფულის გათეთრების აღმოსაფხვრელად არის მიმართული.

GC
GN Crypto
ავტორი