უკრაინის საფოსტო მარკები NFT-ებად იქცევა

ფოტო - უკრაინის საფოსტო მარკები NFT-ებად იქცევა
უკრაინას NFT უყვარს და მზადაა ეს ომისდროინდელი საფოსტო მარკების არაჩანაცვლებად ტოკენებად გადაქცევით დაამტკიცოს.
უკრაინა რუს აგრესორთან ბრძოლას აგრძელებს და ამავდროულად, ქვეყანა გეგმავს კანონის მიღებას, რომელიც საფოსტო მარკების არაჩანაცვლებად ტოკენებად (NFT) გადაქცევის საშუალებას იძლევა. 

11 აპრილს უკრაინის ეროვნული საფოსტო სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, იგორ სმელიანსკიმ თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი NFT მარკის შესახებ.

"ეს კანონი საშუალებას მისცემს უკრაინას, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც NFT მარკებს გამოუშვებს და რაც მთავარია, მოაგროვოს მნიშვნელოვანი თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა სულ მალე ჩვენი გამარჯვებისადმი მიძღვნილი ციფრული მარკის გამოშვება შევძლოთ. ამასობაში კი მეორე მოსმენას ველოდებით და ვემზადებით“, - წერს ის.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენის თარიღი ჯერ უცნობია, მოდით, განვიხილოთ საფოსტო მარკები, რომლებიც, შესაძლოა, მალე NFT-ებად იქცეს.

1. "რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ...!"

2022 წლის 12 აპრილს უკრაინამ გამოუშვა საომარი პერიოდის პირველი სამხედრო მარკა, რომელიც საკულტო აუდიოჩანაწერს ეფუძნება. მასში შავ ზღვაში, ზმეინის კუნძულზე დისლოცირებული უკრაინელი მესაზღვრე რუსულ ხომალდს ტყვედ ჩაბარებაზე უარს ეუბნება და უცენზურო სიტყვებით მიმართავს. გამოშვებიდან 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 800 ეგზემპლარი გაიყიდა.  
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

2. "ძაღლი პატრონი". ეს საფოსტო მარკა არავის დატოვებს გულგრილს. 2022 წლის 1 სექტემბერს უკრაინის ფოსტამ გამოუშვა საფოსტო მარკა ჯეკ რასელის ჯიშის ძაღლის, სახელად პატრონის, პატივსაცემად, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი შესანიშნავი ყნოსვით, რომელიც უკრაინელ მაშველებს განაღმვაში ეხმარება.
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

3. საფოსტო მარკა "საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ" უკრაინელების ომისდროინდელი ოპტიმიზმისა და იუმორის კიდევ ერთი მაგალითია. მასზე გამოსახულია რეალური შემთხვევა, როდესაც უკრაინულ ტრაქტორს ბუქსირით რუსული ტანკი მოჰყავს. ეს 2022 წელს შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფოსტო მარკაა.
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

4. უკრაინელების საფოსტო მარკები არა მხოლოდ კარგი იუმორის განსახიერებაა. ეს ტროლინგიცაა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ წარმატებით დაარტყა უკანონოდ აშენებულ ხიდს, რომელიც აკავშირებს რუსეთის მატერიკულ ნაწილსა და 2014 წელს უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულს, უკრაინის ფოსტამ გამოუშვა საფოსტო მარკა ტიტანიკის საკულტო სცენით, რომელშიც ლეო და კეიტი გემის ქიმზე დგანან.
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

5. 2022 წლის 11 ნოემბერს უკრაინამ გაათავისუფლა ქალაქი ხერსონი, ქვეყნის ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის აღებაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეებში მოახერხა. უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ყველაზე მეტად თავისი მწიფე საზამთროებით არის ცნობილი. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ გათავისუფლებისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკაზე სწორედ ისინია გამოსახული. 
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

უკრაინის ფოსტის მიერ გამოშვებული ბოლო საფოსტო მარკა 2022 წლის ევროვიზიაზე გამარჯვებულ ჯგუფს Kalush Orchestra ეძღვნება. თუმცა, ომის გამო კონკურსი ლივერპულში გაიმართება. 
წყარო: უკრაინის ფოსტა

წყარო: უკრაინის ფოსტა

ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია მოგეწონათ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ უკრაინას დამპყრობლების დამარცხებაში მშვიდობის აღსადგენად. დარჩით უსაფრთხოდ.

მანამდე Gagarin News წერდა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ. მისი მიზანი უკრაინელების კრიპტოწიგნიერების ამაღლებაა.